კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მაპატიე, ბებო!

ამ წერილს გწერთ ციხიდან. თქვენც გილოცავთ შობა-ახალ წელს და, მინდა, მივულოცო ჩემს მოხუც ბებიასაც, რომელმაც გამზარდა ადრე დაობლებული ბიჭი და შეძლებისდაგვარად არაფერი მომაკლო, მაგრამ, მე ვერ დავუფასე ამაგი და, შეიძლება ითქვას, ის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა, რაც მან ჩემ მიმართ გამოიჩინა, წყალში ჩავუყარე, რადგან, მეცხრე კლასიდან თავი დავანებე სკოლას, ვიღაც ქუჩის ბიჭებს დავუმეგობრდი, ცუდ წრეში აღმოვჩნდი და მთლად წავედი ხელიდან: აღარც ქურდობა და ძარცვა იყო ჩემთვის უცხო ხილი, აღარც ნარკოტიკები და აღარც თაღლითობა. ამიტომ, უკვე მეორედ აღმოვჩნდი ციხეში, ამჟამად 5 წლით. სამი წელი უკვე მოვიხადე, თუ რაღაც სასწაული მოხდა და ვადაზე ადრე გამოვედი, უკვე ზუსტად ვიცი, როგორც მოვიქცევი და როგორც ვიცხოვრებ, რადგან აქ ძალიან ბევრი დრო მაქვს საფიქრელად. ერთადერთი ოცნება მაქვს – ბებიაჩემს მოვუსწრო ცოცხალს, რომ მუხლებზე დაჩოქილმა ვთხოვო პატიება და სიცოცხლის დარჩენილი წლები ახლა მე მოვუარო, ვიზრუნო მასზე და ასე მაინც გადავუხადო ამ დიდი ამაგის ნაწილი.

ბებო, ჩემო უსაყვარლესო და უერთგულესო ადამიანო! ცოტა დაგვიანებით გილოცავ შობა-ახალ წელს. თუ შეგიძლია, მაპატიე, რაც კი შენთვის ტკივილი მომიყენებია, მაგრამ გპირდები, როცა გამოვალ, ისე მოგივლი, ყველა წყენას დაგავიწყებ, ოღონდ კი ცოცხალი დამხვდი. ვიცი, ყველაფრის მიუხედავად, გულში მაინც მაპატიე ჩემი ცოდვები და მაინც ისევ ისე გიყვარვარ და, სწორედ ეს სიყვარული მაძლებინებს აქ, სწორედ შენმა სიყვარულმა გამომაფხიზლა და სხვანაირად დამაწყებინა აზროვნება. ამიტომ, ვალდებული ხარ, თავს გაუფრთხილდე და, როცა სახლში დავბრუნდები, კარი შენ თვითონ გამიღო. დანარჩენს როცა გნახავ, მაშინ გეტყვი. გკოცნი ბევრს.

შენი გზააბნეული შვილიშვილი გურიკო, 32 წლის.

მულთან ერთად ცხოვრება აღარ შემიძლია

ძალიან მერიდება, საახალწლო დღეების შემდეგ ასეთ წერილს რომ გწერთ, მაგრამ, ჩემმა მულმა ისე ჩამიმწარა სადღესასწაულო გაწწყობა, რომ, შემიძლია, ვთქვა, არანაირი სიხარული არ მიგრძნია.

ერთი წელიც არ არის, რაც გათხოვილი ვარ, ჯერ შვილიც არ გვყავს და, ამიტომ, მე და ჩემი ქმარი ისევ შეყვარებულებივით ვცხოვრობთ: ყველგან ერთად დავდივართ, ერთმანეთს თვალებში შევციცინებთ და სასიამოვნო სიურპრიზებს ვუკეთებთ, ერთი სიტყვით, ერთმანეთისთვის ვარსებობთ, თუმცა, ვცდილობთ, არც ოჯახის წევრები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემს მულს გულზე ეკლად ესობა, რადგან, თვითონ ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს ქმართან – სულ ჩხუბი და გაწევ-გამოწევა აქვთ. გარდა იმისა, რომ შურს ჩვენი ასეთი დამოკიდებულება, სულ იმას ჩალიჩობს, ყველას რაღაცას გამორჩეს: დედამისს პენსიას თითქმის მთლიანად ართმევს, მამამისი ხელფასივით აძლევს ყოველთვე 300 ლარს) ეს, რაც მე ვიცი), ჩემი ქმარი თვეში 100-100 ლარს ჩუქნის თავის ორ დისშვილს, თან, მარიკა (ჩემი მული) თვითონაც მუშაობს და ქმარსაც კარგი სამსახური აქვს, მაგრამ, არაფერი არ ჰყოფნის. მარიკა რომ გათხოვდა, მის ქმარს პატარა ბინა ჰქონდა (ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“) და ჩემმა მამამთილმა საკმაოდ დიდი თანხა მისცა. ის ბინა გაყიდეს, ნაჩუქარი ფული დაუმატეს და საბურთალოს ცენტრში გარემონტებული ოთხოთახიანი იყიდეს, დარჩენილი თანხით კი – კარგი მანქანა. იმ ბინაში მარტო თვითონ ცხოვრობენ, ჩვენ კი სამოთახიანში ვართ გიოს მშობლებთან ერთად, თან, როცა იქნება, შვილიც ხომ გაგვიჩნდება. მარიკამ კი უკვე გამოაჩინა კლანჭები და ჯერჯერობით ვითომ ხუმრობით „მინამიოკებს“, ამ ბინიდან წილი მეც მეკუთვნისო. თავისი უფლებები უფრო რომ „განემტკიცებინა“ მშობლების ბინაზე, ჩემი გათხოვებიდან ორი თვის შემდეგ შვილებიანად მოვიდა ჩვენთან, ვითომდა, რამდენიმე დღით (ქმარს ვეჩხუბე და იმის დანახვა აღარ მინდა; თან, უნდა ვახვეწნინო, რომ სახლში დავბრუნდეო), მაგრამ, ეს „რამდენიმე დღე“, აგერ უკვე რვა-ცხრა თვეა, გრძელდება. თან, მშობლებზე და ძმაზე „შეწერილ“ ფულებს ისევ იღებს, სახლში კი პურსაც არ ყიდულობს, ასე რომ, სამი სულის რჩენა (კი არ ვამადლი ბავშვებს, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ, ორ მოზარდ ბიჭს რამდენი სჭირდება, წარმოიდგინეთ) ძირითადად ჩემს ქმარს დააწვა კისერზე. ამ ყველაფერთან ერთად, მე და ჩემს ქმარს აგვკიდა ბავშვების წაყვან-წამოყვანა და მეცადინეობა, თვითონ კი ან სძინავს, ან სალონში ზის, ან შოპინგობს და ან დაქალებთან ერთობა; თან, სულ პრეტენზიები აქვს, რომ მისი დავალებები კარგად ვერ შევასრულეთ.

დეკემბრის ბოლო დღეებში მე და გიომ უამრავი პროდუქტი მოვიტანეთ სახლში – საახალწლოდ გიოს თანამშრომლებს ველოდით სტუმრად და, გვინდოდა, კარგი სუფრა გვქონოდა. მარიკამ კი, როგორც კი უკვე გამზადებული კერძები დაიგულა, ყველაფერი (გოჭიან-ინდაურიან-ნამცხვრებიან-სასმელებიანად) ყუთებში ჩაილაგა; გამოაცხადა, ქმარს შევურიგდი და ახალ წელს ჩემს სახლში უნდა შევხვდეო და წავიდა ჩვენი პურმარილიანად, ჩვენ კი ყველაფრის ხელახლა ყიდვა და გაკეთება მოგვიწია. გამოგიტყდებით, გულში კი ვიფიქრე, ოღონდ თავი დაგვანებოს და კიდევ ერთ ამდენს მე თვითონ მივუტან-მეთქი. მთელი ერთი კვირა ჩვენს ოჯახში სიმშვიდე და სიხარული სუფევდა, მაგრამ შობის მეორე დღეს ისევ შვილებიანად დაგვადგა თავზე – ისევ ვეჩხუბე ქმარს და იმასთან აღარ დავბრუნდებიო. თავის საკუთარ მშობლებსაც კი კინაღამ გული შეუღონდათ მის დანახვაზე, იმიტომ, რომ მათაც ყელში ამოუვიდათ შვილის უთავბოლო პრეტენზიები და ხუშტურები. მე ერთ-ორ თვეს ვაცლი და შევხედავ, როგორ მოიქცევა, მერე კი ჩემს ქმარს კატეგორიულად დავუსვამ საკითხს, რომ ცალკე ვიცხოვროთ, თორემ, ჩემს ოჯახს აშკარად დანგრევა ემუქრება. ვისაც უნდა, გამამტყუნოს, მე კი ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.

ირმა, 25 წლის.

скачать dle 11.3