კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ ვალდებულნი სასტუმროს მეპატრონეები, მიეწოდებინათ ინფორმაცია უცხოელი ვიზიტორების შესახებ „კუდისთვის” პასპორტის ნომრების ჩათვლით

ყოფილი ხელისუფლების არქივებში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერები უკვე უტყუარი ფაქტია იმის დასტურად, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გადაშლილი წიგნივით იყო, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადებისთვის ჯერჯერობით არავინ დასჯილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ცხოვრება, თუ მთლად გადაშლილი წიგნიც არ არის, ის ჯერ არავის დაუხურავს და წიგნის თაროზე არ დაუდევს. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ინფორმაციას ფლობს და უნდა ფლობდეს კიდეც. რამდენად არის დაცული ეს ინფორმაცია და რა ხარისხისა და მოცულობისაა ის? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილისგან შევეცდებით.

 

– ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ. რამდენად ღრმაა ეს ინფორმაცია?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგად ჰქონდა აწყობილი ეს სისტემა. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თითოეულ ადამიანზე ჰქონოდათ შესაბამისი ფაილები, რომლებშიც ინახებოდა ინფორმაცია: დაწყებული პოლიტიკური ორიენტაციით და დასრულებული იმით, თუ რას საქმიანობდა. თითოეულს პასპორტის მონაცემებში, დაშტრიხულ ჩიპებში ჰქონდა ინფორმაცია საქმიანობის შესახებ და, საზღვრის გადაკვეთისას ეს ინფორმაცია პირდაპირ მიდიოდა საბაჟო სამსახურში. აღარაფერს ვამბობ „კუდისა” და სპეცსამსახურების საქმიანობაზე ადამიანების შესახებ მონაცემების შეგროვების თვალსაზრისით. იცით, რომ არ იყო არც ერთი სასტუმრო, სადაც არ ჰყავდათ შესაბამისი აგენტები და, ზოგ შემთხვევაში, ფარული კამერებიც იყო დამონტაჟებული ნომრებში. ამას ცხადყოფს ის ინფორმაცია, რომელიც დახვდა შს მინისტრს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და სამხედრო პოლიციაში მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ცნობები. ქმნიდნენ სისტემას, რომ თითოეულ ადამიანზე, დაბადების დღიდან დაწყებული დღევანდელობით დამთავრებული, ჰქონოდათ ინფორმაცია. ცნობილია, რომ ინფორმაცია არის ფული, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ამ ინფორმაციას სახელმწიფო აგროვებდა ადამიანებით მანიპულაციის მიზნით. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ტიპის ინფორმაცია გროვდებოდა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ, ნებისმიერ იმ ადამიანზე, რომელიც ჩამოდიოდა საქართველოში და, მათ შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლებზეც, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ.

რამდენიმე სასტუმროს მეპატრონეს ვესაუბრე, რომლებმაც მიამბეს, რომ კვირაში ერთხელ აიძულებდნენ, ასულიყვნენ „კუდის” სპეციალურ სამსახურში, სადაც უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ისარგებლა იმ კვირის განმავლობაში მათი სერვისით, რა მიზნით იყო ჩამოსული, რას ლაპარაკობდნენ დერეფნებში და ვინ მიდიოდა მათთან. მეორე მხრივ, ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. ახლახან გაირკვა, რომ გერმანიის კანცლერს უსმენდნენ რუსეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც.

– მაგრამ, ის არის გერმანიის კანცლერი და მის მოსმენას აქვს მოტივი, ჩვენს შემთხვევაში კი ლამის რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაკონტროლებაზეა საუბარი.

– მე მაინც მგონია, მთელი მსოფლიოა აწყობილი იმაზე, რომ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თითოეულ მოქალაქეზე. კონტროლდება ელფოსტები, სოციალური ქსელები და, თანამედროვე სისტემაში კონტროლის უფრო მეტი მექანიზმი აქვს სპეცსამსახურს, დაწყებული ადამიანის ფინანსური მდგომარეობით. იცით, რომ „ქეში” ნელ-ნელა ამოვარდა, ყველა ქვეყანა გადადის საბარათო სისტემაზე, რისი მეშვეობითაც, თუ ამოიღებ ინფორმაციას, სრულ სურათს შეიქმნი, რით სუნთქავს ადამიანი, სად დადის.

– რას იძენს...

– გარდა ამისა, სმარტფონების ეპოქამაც თავისი კვალი დაამჩნია ამას: სმარტფონი არის ეგრეთ წოდებული „ჟუჩოკი“ ადამიანის ცხოვრებაში. რამდენადაც იაფდება ჩინეთის ბაზარზე სათვალთვალო სისტემები, მით უფრო მეტ ადგილას მონტაჟდება ფარული კამერები ჩვენთან. არ არის დასამალი, რომ ამას აქტიურად იყენებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. იმავდროულად, ჯერჯერობით ცვლილება ვერ ვნახეთ: ვგულისხმობ ამ ხელისუფლების მიერ უკანონო მოსმენის პრევენციას.

– გასაგებია, რომ საბანკო ოპერაციები, სატელეფონო საუბრები, გადაადგილება ზუსტად აღირიცხებოდა. რამდენად ზუსტად ადგენდნენ, მე რას ვფიქრობდი ძილის წინ?

– მთელი აგენტურული ქსელი ჰქონდათ: დაწყებული უბნის ინსპექტორით, სასტუმროს მეპატრონითა თუ პერსონალით. როდესაც ვამბობთ, რომ შსს-ში აღმოჩნდა 25 000-ზე მეტი ვიდეოფაილი, ეს მეტყველებს, რომ ძალიან სერიოზული აგენტურა ჰყავდათ სპეცსამსახურებს საქართველოში.

– ჰყავდა და ჰყავს კიდეც, ალბათ.

– აქეთ მივდივარ. ჰყავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და, ბუნებრივია, ეს არქივი დარჩა ახალი ხელისუფლების პირობებშიც. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სათვალთვალოთი იყო აღჭურვილი საძინებლები, საძინებელში უცხო ადამიანი ხომ ვერ შევიდოდა?! გამოდის, საახლობლოში ცდილობდნენ, ჰყოლოდათ ისეთი ადამიანები, ვისი მეშვეობითაც შეიტანდნენ სათვალთვალო სისტემას ოჯახებში; ყველასთან არა, მაგრამ, მათთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვას შეისწავლიდნენ, რომ მათგან გამოეკვეთათ ადამიანები, რომელთა „დავერბოვკებაც“ უფრო გაუადვილდებოდათ და, როგორც ჩანს, ამ ადამიანების დახმარებით ცდილობდნენ სპეციალური სათვალთვალო სისტემების დამონტაჟებას საძინებლებში. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს სექსუალური გემოვნება გაეგოთ, არამედ, იმისთვის, რომ ეს მასალა გამოეყენებინათ ამ ადამიანით პოლიტიკური მანიპულაციისთვის.

– უკანონო ვიდეოფაილების ნაწილი განადგურდა…

– მე მაშინაც ვაცხადებდი და განსხვავებული აზრიც გამოვაქვეყნე და ახლაც გავიმეორებ: მართალია, 25 00-ზე მეტი ფაილიდან 94 გაანადგურეს, მაგრამ, არც ერთი არ უნდა განადგურებულიყო, რადგან, ბოლო რომ მოეღოს თვალთვალს, საჭიროა გამოძიება. როდესაც შენ, ხელისუფალი, აცხადებ, რომ მემკვიდრეობით დაგხვდა 25 000-ზე მეტი ფაილი, რომელიც შეიცავს უკანონო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, რომლის გამოძიების ვალდებულება გაკისრია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამდენად, ჩემი აზრით, არალოგიკური გადაწყვეტილება იყო დანაშაულის შემცველი კვალის განადგურება. კიდევ კარგი, გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა და 25 000-ვე ფაილი არ განადგურდა. განადგურდა მხოლოდ ის მასალა, რომელიც შეიცავდა პიკანტურ სცენებს, დანარჩენი, რომელიც შეეხებოდა, თუნდაც, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის თვალთვალს, დარჩა. 

– იმის კითხვა მინდოდა, რატომ არ დაწყებულა გამოძიება, თუ, დაიწყო და ჩვენ არაფერი ვიცით?

– არ მსმენია. მას შემდეგ, რაც 94 ფაილი განადგურდა, კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. მითხრეს, რომ ორ კვირაში შეიკრიბება და, როგორც კომისიის წევრი, მოვითხოვ ინფორმაციას, რა ღონისძიებები გაატარა შსს-მ დარჩენილ 25 000 ფაილის წარმოშობის გამოიძების მიმართულებით. როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი გატანილია უცხოეთში, ადგილსამყოფლის დასადგენად, მინიმუმ, საჭიროა, გამოძიებამ გამოავლინოს, ვის ჰქონდა შეხება ამ მასალებთან. თუ გახსოვთ, იყო გადაბარების ერთთვიანი პერიოდი და, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მასალა გაიტანეს. ამ მასალასთან, ბუნებრივია, უბნის რიგით ინსპექტორს შეხება ვერ ექნებოდა. ამიტომ, გამოძიების მიერ უნდა დადგინდეს პირთა წრე, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ არქივთან; რომ მათი დაკითხვის შემდეგ დაადგინო, სად შეიძლება იყოს გატანილი; ხომ არ მოხდა ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შანტაჟი და იძულება, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღოთ ან არ მიეღოთ. როდესაც ადამიანი გარბის, მას თან მიაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი. ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ გაქცევის რეჟიმში იყო, ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ღირებული მასალა გაიტანეს. უბრალოდ, ყველაფერი ვეღარ გაიტანეს და, შსს-ში, გატანილთან შედარებით ნაკლებად ღირებული მასალა დარჩა. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ბუნებრივია, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ის მასალა, რომელიც შეეხებოდა დღევანდელ ხელისუფლებას, ანუ, გუშინდელ ოპოზიციას, რომ ამ მასალებით შანტაჟის საშუალება ჰქონოდათ. მათ კარგად იციან ინფორმაციის ფასი, ამიტომ, ბუნებრივია, მაინტერესებს, დაიწყო თუ არა ამ თემაზე გამოძიება.

– ამბობთ, რომ გამოძიებით უნდა გამოვლინდეს პირთა ჯგუფი, მაგრამ, გამომვლენი თუ არის გამოსავლენი?

– სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ მოხელეები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, იმავდროულად, ყველა უწყებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ინიშნებოდნენ თანამშრომლების პოლიტიკური ნების კონტროლისთვის. ისინი უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი დღეს უმაღლეს თანამდებობებზეა. ამდენად, შესაძლებელია, ამან გარკვეული პრობლემა წარმოქმნას. სკანდალური განცხადება გააკეთეს გადამდგარმა პროკურორებმა, რომ უშუალო უფროსი არ აძლევდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას. ბუნებრივია, შესაძლებელია, ვიღაც ამ კუთხითაც უშლიდეს ხელს ობიექტური გამოიძების ჩატარებას, რათა, ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, მათივე ბრალეულობის საკითხი არ დადგეს.

– ერთია ჩანაწერები და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია, მაგრამ, მეორე –  მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია. 

– ჩვენ არ ვიცით, რა ინფორმაცია ინახება ახალი პირადობის მოწმობების ჩიპებში ჩვენ შესახებ; შესაძლოა, ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციაა ჩაწერილი, რაც არ უნდა იყოს და, შეიძლება, აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საზღვრის გადაკვეთისას პასპორტის შემოწმების დროს, თქვენი არა მხოლოდ ვინაობა და დაბადების წელი შეამოწმოს მებაჟემ, არამედ, სხვა ინფორმაციაც იცოდეს თქვენ შესახებ, რომელიც, წესით, საიდუმლო უნდა იყოს.

– იმის კითხვა მინდოდა, შეიძლება, რომ, მათაც, ვინც აღარ არის ხელისუფლებაში, მიუწვდებოდეს ხელი ჩვენს საიდუმლო პერსონალურ ინფორმაციაზე?

– ძალიან საინტერესო კითხვაა. ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობა“ იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში 30 წელი იქნებოდნენ, ძირითადად, ურთიერთკონტროლით იყვნენ დაკავებულნი. მოგეხსენებათ, პროკურატურას პირდაპირი წვდომა ჰქონდა სასამართლოს არქივთან. სულ ახლახან პარლამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პარლამენტის ქსელის მართვის პულტი ადეიშვილმა ძალით დაამონტაჟებინა და, ბუნებრივია, პროკურატურას წვდომა ჰქონდა პარლამენტარების ელექტრონულ ფოსტაზე. დღეს ეს სისტემები ისევ დარჩა; პროკურატურაში ელექტრონული წარმოების სისტემაა, რომელიც ადეიშვილის დროს დაინერგა. „აი ტი“ თანამშრომლები კი არიან ადამიანები, რომლებიც ადრე „კუდში” მუშაობდნენ, ხოლო დღეს ემსახურებიან პროკურატურას. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ, შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს წვდომა თუნდაც იმ ელექტრონულ ინფორმაციასთან, რომელიც დღეს ივსება პროკურატურაში და, სულაც არ გამიკვირდება, თუ  კონკრეტული საქმეების ჩვენებებს ადვილად კითხულობს ვიღაც უცხოეთში, იმიტომ რომ, შესაბამისი კოდი და პაროლი იცის.

– და, შემდეგ ეს ინფორმაცია უკან ბრუნდება არეულობის შემოსატანად.

– ინფორმაციული ტექნოლოგიები იმ უპირატესობას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ გვაკონტროლონ.

– ახლა გამოდის, რომ ყველას აქვს ჩვენი კონტროლის საშუალება –  წასულებსაც.

– რა თქმა უნდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც აპარატურა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გატანილი ექნება. არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ, ბევრი სიურპრიზი გველოდება, როდესაც ხელისუფლება შეძლებს და გააკონტროლებს ყველაფერს. მე ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბოლომდე თვითონ ხელისუფლებაც არ არის გარკვეული, რა ტექნოლოგიები იყო ჩანერგილი ამა თუ იმ უწყებაში.

– გაარკვევს?

– ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათ კვალიფიკაციაზე. 

 

скачать dle 11.3