კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდიდან ჩაანაცვლებენ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სომეხ მესაზღვრეებს რუსები და რატომ ჩაუკეტა საზღვარი აფხაზებს რუსეთის ფედერაციამ ოლიმპიადის დასრულებამდე

სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთმა აფხაზეთიდან გადაადგილებაც შეზღუდა და  საავტომობილო ტრანსპორტსაც კვოტები დაუწესა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის გამიზნული უსიამოვნო სიურპრიზები გამორიცხულია, რადგან ადამიანის, მით უფრო, იმპერიული ბუნების სახელმწიფოს ფანტაზია უსაზღვროა. უსაფრთხოების რა ზომებს იღებს რუსეთის ფედერაცია ოლიმპიადის ეშხით და რატომ შეავიწროვა ამ კონტექსტში თავის მიერ მხოლოდაღიარებული ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, – თემას მამუკა არეშიძე განგვიმარტავს.

 

– ფსოუზე გადაადგილების შეზღუდვის მოტივი მხოლოდ ოლიმპიადის უსაფრთხოებაა, თუ კიდევ რა უთხრა ამ ჟესტით რუსეთმა აფხაზეთს?

– ფაქტია, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთს პრობლემები აქვს აფხაზეთში. ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანწინ ზაფხულში დააპატიმრეს რუსლან ხინთბა, ცნობილი ხამზათ ხინთბას ძმა. მართალია, ანქვაბზე უშედეგო თავდასხმის ავტორად დაასახელეს, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ იპოვეს იარაღის ძალიან დიდი საწყობი, რომელსაც ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა ანქვაბზე თავდასხმასთან. მაშინვე ითქვა ვერსია, რომ ეს იარაღი ეკუთვნოდა კავკასიური ისლამური იატაკქვეშეთის, კავკასიის იმარატის აფხაზეთის ფილიალს. მაშინ უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ისლამურ იატაკქვეშეთს აქვს დასაყრდენი აფხაზეთში და ისინი სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად ემზადებიან. შემდგომში, მოგეხსენებათ, რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა აფხაზეთში, რაც ნამდვილად ვერ შეუწყობდა ხელს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გაჯანსაღებას. განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის მკვლელობას. თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას, რომ რუსეთს ზოგადად ახასიათებს პერიოდულად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასჯის მცდელობა.

– ცხინვალელების დასჯის შესახებ ნაკლებად მსმენია.

– მათაც სჯის ხოლმე. მაგრამ განსაკუთრებით აფხაზებს: ხან საზღვარს დაუკეტავს მანდარინების სეზონის დროს, ხან შეუზღუდავს გადაადგილებას. ახლაც ასეა. საერთოდ, იმ აფხაზების რუსული პასპორტები, რომლებშიც წერია აფხაზეთი, ხშირად რუსეთის რეგიონების მილიციელებისთვის ფარატინა ქაღალდია და ამას აფხაზები ჩივიან. ეს კომბინირებული თემაა: უსაფრთხოებისაც და ერთგვარი გეოპოლიტიკურისაც. რუსეთმა იმდენი ქნა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები გეოპოლიტიკურ ფაქტორად აქცია. მოდი, ვთქვათ, ეს შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ აფხაზეთისთვის თუ სხვებისთვისაც? შეზღუდვები არ არის დაწესებული მხოლოდ აფხაზეთისთვის და ხშირად ქართული მედია ამ აქცენტს მთლად ბოლომდე სწორად ვერ აკეთებს. იგივე მიდგომაა რუსეთის სხვა რეგიონების მიმართ.

– მხოლოდ ჩრდილოკავკასიური თუ ყველა რეგიონის მიმართ?

– უპირველესად, ჩრდილოკავკასიური რეგიონებისადმი. არის სიმკაცრის განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ზომები. მაგალითად, როსტოვის ოლქზე მოქმედებს სიმკაცრის ჩვეულებრივი ზომები. განსაკუთრებული ზომები კი მოქმედებს მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხრეთ ფედერალურ ოლქის, რომელსაც განეკუთვნება კრასნოდარის მხარე, ანუ სოჭი და ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის პირობით საზღვარზე დგას 49 არმია. თუ ჰორიზონტალურად, კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ დგას 58-ე არმია, მის პერპენდიკულარულად 49-ე არმიაა განლაგებული. რუსეთის თითოეული არმია კი, საშტატო განრიგით, მოიცავს 50 000 კაცს.

– ანუ ჩვენს ყურის ძირში 100 000 რუსი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული?

– მართალია, 58-ე არმიის 50 000-იანი შემადგენლობა გაფანტულია მთელი ჩრდილოეთ კავკასიის გასწვრივ, მაგრამ 49-ე არმია ლოკალურადაა განლაგებული ჩრდილოკავკასიურ და სამხრეთის ფედერალურ ოლქებს შორის.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის დროს სოჭში იმოძრავებს 500 მანქანა აფხაზური დროშებით.

– რუსეთის ყველა რეგიონმა, რომელიც კრასნოდარის მხარეს აკრავს, მიიღო მანქანების კვოტა, მათ შორის, აფხაზეთმაც, 500 მანქანის. ამაში შედის საბარგო მანქანებიც, რომლებმაც წინასწარ შეიტანეს განაცხადი და მსუბუქი ავტომანქანებიც.

– სატვირთო ავტომანქანებს აფხაზეთიდან რამე გადააქვთ თუ ოლიმპიადის დროს სამუშაოდ მიდიან?

– ვინ მისცემს სამუშაოს მათ სოჭში?! ამ 500-იანი კვოტის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლებამ წინასწარ შეიტანა განაცხადი რამდენიმე ავტომანქანაზე. ეს ეხებოდა ზოგიერთ სამთავრობო მანქანას და რაც მთავარია, სატვირთო მანქანებს, რომლებიც სურსათით ამარაგებენ აფხაზეთს. 

– სოჭიდან აფხაზეთისკენ სამოძრაოდ?

– რასაკვირველია. მაგრამ, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა აფხაზებს ამ კვოტაში „სასწრაფოს“ მანქანების შეყვანაზე.

– ამ პერიოდში, ოლიმპიადის დამთავრებამდე რომ დასჭირდეთ, აფხაზეთში ვერ შემოვა რუსული „სასწრაფო“?

– ვერა და სწორედ ამიტომაა, რომ წელიწად-ნახევრის ინტერვალის შემდეგ, ერთი კვირის წინათ, პირველად ჩავიდა ქართული სასწრაფო დახმარების მანქანა სოხუმში და ავარიაში მოხვედრილი გვარად არძინბა ჩამოიყვანა, რომელიც ახლა თბილისის კლინიკაში მკურნალობს. აფხაზებმა დარეკეს, ჩამოდითო, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ იტყვიან აფხაზეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები?! რაც შეეხება დროშებს: ყველა მანქანას, რომელიც სოჭის ქუჩებში მოძრაობს, გარდა განმასხვავებელი ნიშნებისა –  რუსეთის ყველა ტერიტორიულ წარმონაქმნს აქვს თავისი სამანქანო ნომერი, მათ შორის, აფხაზეთსაც –   ბოტზე აწერია, რომელი რეგიონიდანაა. თუ არის ყარაჩაი-ჩერქეზეთის მანქანა, ბორტზე აწერია: „ყარაჩაი-ჩერქეზეთი“, თუ არის აფხაზეთიდან, გვერდზე აწერია –  „აფხაზეთი“. აი, ამაზე ატეხეს ერთი ამბავი ქართველმა ჟურნალისტებმა, როგორც წესი, ისე, რომ ბოლომდე არ ჩასწვდნენ ინფორმაციას. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებმაც კი აღნიშნეს, რომ სოჭელ ჩინოვნიკებს აფხაზების გაგონებაც არ უნდათ.

– რა დაუშავეს?

– მუდმივი კონფლიქტი აქვთ. აფხაზეთსა და რუსეთს შორის არ არის მოგვარებული საკანონმდებლო სივრცე, თუნდაც, პასპორტის ხმარების წესი. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ აქვთ რუსეთის მოქალაქეების სრულყოფილი პასპორტი. სოჭელ ჩინოვნიკებს კი სხვანაირი ცირკულარი აქვთ: რომ ეს არ არის სრულყოფილი პასპორტი და ამ წლების განმავლობაში სულ იყო დავა, ახლა, მით უმეტეს, უფრო გაძლიერდა უსაფრხოების კონტექსტში.

– იმ 500 მანქანაში ვინც იჯდება, ესეც წინასწარაა დადგენილი?

– მაგას უკვე მესაზღვრეები ამოწმებენ. არგუმენტაცია უნდა იყოს სერიოზული. ამ პერიოდში სოჭში ტურისტულად ჩასვლა შეზღუდულია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმე უნდა გქონდეს, რომ გაგატარონ. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რაზეც აკეთებს აქცენტს ქართული მედია: შესაძლოა, აფხაზებს მისცენ საშუალება, ჩაატარონ კულტურული ღონისძიებები. თითქოს არის ჩანაფიქრი, რომ აფხაზ და ოს ჟურნალისტებს ექნებათ ცალკე ლოჟა.

– მაგრამ ხომ ითქვა უკვე, არაო?

– ჩვენ ხომ არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება?! არადა, ძალიან სასაცილო რამ მოხდა, კრასნოდარის მხარეში ტურნირზე არ დაუშვეს აფხაზი მოჭიდავეები.

– და ისინი როსტოვის გუნდის სახელით გამოვიდნენ.

– დიახ, მაგრამ ეს ქართველმა საზოგადოებამ არ იცის. ჩვენთან ჰგონიათ, რომ რუსები ყველანაირად უწყობენ ხელს აფხაზებს. მაგრამ რუსები მასხრად იგდებენ აფხაზებს და ეს არა მარტო აფხაზებისადმი დამოკიდებულების დემონსტრირებაა, არამედ, მესიჯებიცაა ქართული მხარისთვის. ასე რომ, შესაძლოა, მართლაც ჩატარდეს აფხაზური კონცერტი, მაგრამ, თუ ეს გაკეთდა, გაკეთდება ჩერქეზების წინააღმდეგ. იმიტომ რომ, ჩერქეზებისთვის ეს იგივე იქნება, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება. მიაქციეთ ყურადღება, როგორი დავაა ფორუმებზე ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის, ვის ეკუთვნის სოჭი და როგორ იბევებენ ირივენი ჯიქების უძველეს ტომს. ორივე ამბობს, ჩვენიაო. ეს დავა ძალიან აძლევს ხელს მოსკოვს და, თუ ჩატარდა აფხაზური კონცერტი, ეს ქართველების წინააღმდეგ კი არ იქნება მიმართული, არამედ –  ჩერქეზების, რადგან ჩერქეზებს, ფაქტობრივად, არც ერთი სურვილი არ შეუსრულეს რუსებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ყველაზე ზომიერი ჩერქეზული ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ ოლიმპიადაზე მომხდარიყო  მათი სიმბოლიკის  პრეზენტირება. ესეც კი არ შეუსრულეს. მთავარი ის არის, რომ, როგორც ყოველთვის, ოლიმპიადის გარშემო ქართული მედია ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ზუსტად გააშუქოს ის ამბავი, რაზეც მე ვლაპარაკობ. 

– შეზღუდვები ოლიმპიადის დამთავრებისთანავე მოიხსნება?

– 21 მარტამდე გაგრძელდება. ოლიმპიადა 14 თებერვალს დაიწყება და სამ კვირაში დამთავრდება. მაგრამ შეზღუდვა ცოტა უფრო დიდხანს გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მოასუფთავებენ ყველაფერს.

– თუკი აფხაზეთის მიმართ რუსეთი მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებს, ჩვენ მიმართ რაღაც მხოლოდ მათრახი აქვს მომარჯვებული.

–  თაფლაკვერიც არის. ჩვენ ისიც არ ვიცით, რომ მოლდავურ ღვინოს ჩაეკეტა რუსეთის საზღვარი,  ისევე, როგორც უკრაინულ პროდუქციას.

–  როგორ არ ვიცი, ბალტიისპირულიც მიაყოლეს.

– თქვენ კი იცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, ამ დროს კი საქართველოს პროდუქცია შედის გრიალით. ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმა. გარდა ამისა, აქ უამრავ ბიზნესმენს აგზავნის მოსკოვი სხვადასხვა ფორმით: ზოგს, როგორც მართლმადიდებელ ბიზნესმენს, ზოგს –  პირადი კავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი კრემლის პროექტის ნაწილია, რომ როგორმე თავი მოუქონოს ქართველ საზოგადოებას. ახლა ვიზებზე დაიწყო ლაპარაკი, ილია ჭავჭავაძეც გაახსენდა უცებ პუტინს. თან, პუტინი ისეა მომზადებული, რომ იცის, ვინ არის ილია ჭავჭავაძე. აი, თინა კანდელაკმა არ იცის და ამბობს ნინა ჭავჭავაძე-გრიბოედოვას მამააო.

ილია ჭავჭავაძის გახსენების ჩათვლით, ერთი ხელით ეს კეთდება, მეორე ხელით ივლება მავთულხლართები. ეს რუსეთის კლასიკაა. ფონდ „რუსსკიი მირის“ მიერ გამოიყო ფული, რომ საქართველოზე შეიქმნას 5 დოკუმენტური ფილმი. ისინი მიეძღვნება საქართველოს კულტურას, ისტორიას და რუსეთის როლს საქართველოს კულტურაში. ჩვენ პირდაღებულებმა არ უნდა ვუყუროთ არც ერთ ამ ქმედებას: არც ავს და არც კარგს. საქმე ის არის, რომ ერთნაირი მეთოდებით გვიდგებიან ჩვენც და სხვა კავკასიელებსაც. რაც სომხეთს გაუკეთეს, ამას თავმოყვარე ერი არ უნდა იტანდეს. ყველაფერი წაართვეს. აუკრძალეს ევროკავშირში შესვლა და 3 სექტემბერს ხელი მოაწერინეს საბაჟო კავშირში შესვლაზე. მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება სომხეთისთვის. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ სომხეთის ეკონომიკა მთლიანად გადაიბარა რუსეთმა. რის გაყიდვაც მოასწრეს სომხებმა თავის დროზე, კონიაკის ქარხნების არ იყოს, გაყიდეს, დანარჩენი ყველაფერი ღირებული, რკინიგზა თუ ენერგოსისტემა, რუსეთის ხელშია.

– ფაქტობრივად, გაანულეს სომხეთის სახელმწიფოებრიობა.

– მალე საქართველო-სომხეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დადგებიან. თურქეთთან ხომ უკვე დგანან და დგანან. ასე ერთნაირად ექცევიან რუსები ყველა კავკასიელს.

– მაგრამ აზერბაიჯანი ყველაზე მყარად დგას, თავის დაძვრენას ახერხებს ხოლმე.

–  ასეც არ არის საქმე, უბრალოდ ეკონომიკური სიმდიდრე აძლევს თავის დაძვრენის საშუალებას. გარდა ამისა, აზერბაიჯანის გვერდზე მონოლითურად დგას თურქეთი. თუმცა, როდესაც მოინდომა რუსეთმა, ერთ კვირაში ჩაძირა აზერბაიჯანის მთელი ხილის ბიზნესი. შემდეგ ერთ დღეს ყველა აზერბაიჯანელი გამოყარეს ბაზრებიდან, თუმცა ცოტა ხანში უკან დააბრუნეს. ანუ, თუ დასჭირდათ, ერთ დღეში შეუძლიათ აზერბაიჯანის ეკონომიკის გაჩერება. უბრალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება უკან იხევს ხოლმე. მართალია, გაუთავებლად ლაპარაკობს ყარაბაღის იარაღით დაბრუნებაზე, მაგრამ ვერაფერსაც გააკეთებს. ასე რომ, რუსეთი აზერბაიჯანსაც აკონტროლებს იმდენად, რამდენადაც სჭირდება. თურქეთი რომ არ იყოს, ბოლომდე გააკონტროლებდა. რუსეთისთვის კავკასიაში მთავარი გამაღიზიანებელი არის აზერბაიჯანი და საქართველო სჭირდება იმისთვის, რომ აზერბაიჯანი ჰყავდეს ანკესზე. თუ დაეკეტა საქართველოს გზა, დამთავრებულია აზერბაიჯანის საქმე.

– ეყოფა რუსეთს რაციონალიზმი, ოპტიმალური პოზიცია დაიჭიროს საქართველოს მიმართ? თავის დროზე მოწინააღმდეგედ ჩვენ რომ არ ავერჩიეთ და აერჩიათ სეპარატისტები, ნაკლები სისხლი დაიღვრებოდა, სხვა რომ არაფერი. რატომ არ გვენდობა?

– რუსული პოლიტიკური და დიპლომატიური ტრადიციაა, რომ საქართველოს არ უნდა ენდოს, თორემ თვითონ ქართველები უამრავჯერ გამოუყენებია. და ეს უნდობლობა 1801 წლიდან მოდის, ეს ნაღმი თვითონ რუსეთმა ჩადო, როდესაც პირველად მოიტყუა. ამდენად, მას შემდეგ ქართულ-რუსული ურთიერთობები სულ სიცრუეზეა აგებული. ყველაფერი იყო ფსევდო, თუმცა ადამიანურ დონეზე დაახლოება ხდებოდა და ოჯახებიც იქმნებოდა. მაგრამ მაღალ დონეზე პოლიტიკა ყოველთვის ტყუილზე იყო აგებული, მაშინაც კი, როდესაც რუსეთს ქართველები მართავდნენ. ჩვენ არ ვიყენებთ ისტორიულ გამოცდილებას და ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი ქვეყნის 10 წლის წინანდელი ისტორიაც კი. აი, ეს არის ჩვენი უბედურება.

 

скачать dle 11.3