კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უჯდება შვილების სწავლა სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს და რამდენი მიწის ნაკვეთი აქვთ მის მშობლებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი 1970 წელსაა დაბადებული თბილისში. თავდაპირველი განათლება (1987-1992 – წლებში) თსუში მიიღო, სპეციალობით, ეკონომიური და სოციალური გეოგრაფია. 2000 წელს კი „ნატოს“ თავდაცვის კოლეჯში გაიღრმავა ცოდნა, თუმცა არ არის მითითებული, სახელდობრ, რა მიმართულებით.

მისი შრომითი ბიოგრაფია  1994 წელს დაიწყო სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საგარეო ურთიერთობათა განყოფილებაში, სადაც ის მთავარ სპეციალისტად 1995 წლამდე მუშაობდა; 1995-1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის აპარატში გადაინაცვლა, საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურში და სახელმწიფო მრჩეველიც გახლდათ. 1998 წლის მაის-სექტემბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი გახდა, საიდანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს (ამ თანამდებობაზე 2001 წლამდე იმუშავა). 2001-2002 წლებში იყო მთავარი მრჩეველი: ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს ორგანიზაციებში. 2002-2004-წლებში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი გახდა. 2004-დან 2009 წლამდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. 2009 წელს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ მდივნად აირჩიეს, 2012-ში – უკვე კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.  2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებით პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა თანამდებობა ოქტომბერშივე დატოვა და ზემოხსენებულ სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ხანგრძლივი სტაჟის მქონე ჩინოვნიკია, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, ის ბ-ნმა პეტრიაშვილმა შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. მაშინ ოჯახის საკუთრებაში იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, 50 000 ლარად ღირებული; კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინის ნაწილი, თბილისში, გლდანის მასივში, ეკუთვნოდა ბ-ნი პეტრიაშვილის მეუღლეს.

იმხანად პეტრიაშვილების ოჯახში დასაქმებულები იყვნენ: თავად ბ-ნი ალექსი; მამა – შოთა პეტრიაშვილი, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს მთავარ ექიმად და დედა  – ალინა პეტრიაშვილი, კარდიოლოგიური ინსტიტუტის კარდიოლოგად. შესაბამისად, ბ-ნმა ალექსიმ, როგორც სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, წლიური ხელფასის სახით: 1 055 ლარი აიღო; შოთა პეტრიაშვილმა – 480 ლარი, ხოლო ალინა პეტრიაშვილმა – 240 ლარი.

სულ ბოლო დეკლარაცია ალექსი პეტრიაშვილმა 2013 წლის დეკემბერში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, ქეთევან კავთელაძე, შვილები: სალომე (1991 წელს დაბადებული), ნატალი (1996 წელს დაბადებული) და შოთა (2005 წელს დაბადებული), დედა  – ალინა პეტრიაშვილი და მამა  – შოთა პეტრიაშვილი.

შოთა პეტრიაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ამაღლების ქუჩაზე (143 კვადრატული მეტრი ფართობის); საცხოვრებელი სახლი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ტბისში (143 კვადრატული მეტრი ფართობის) და იქვე მდებარე მიწის ფართობი – 602 კვადრატული მეტრი ფართობის. ალინა პეტრიაშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი სოფელ ორბეთში (600 კვადრატული მეტრი ფართობის).

ამჯერად პეტრიაშვილების ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილი და ალინა პეტრიაშვილია. ქ-ნმა ალინამ, როგორც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, 2012 წლის განმავლობაში 1 590 ლარი აიღო; ხოლო ალექსი პეტრიაშვილმა, როგორც სახელმწიფო მინისტრმა ორ თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში – 19 219 ლარი.

გასულ, 2012 წელს ალექსი პეტრიაშვილმა სწავლის საფასურად, სავარაუდოდ, შვილებისთვის, 14 000 ევრო და 3 000 ლარი გადაიხადა.

 

скачать dle 11.3