კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკანონოდ დამტაცებელი

"წითელი კოჭი"

 

მართალია, იგი (ძველი პრეზიდენტი) გვარწმუნებდა, ჩემი გულიც თქვენ გეკუთვნით და სასახლეცო, თუმცა, ისე დაგვტოვა, საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობაზე დახარჯული ზუსტი თანხის ოდენობა არ გაუმხელია (ალბათ, ჩვენს ღარიბ გულებს მოერიდა). წასულს ვინ ჩივის, ამ ინფოს გასაჯაროებით თავი არც ახლებს მოუკლავთ, ოღონდ, არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი დოკუმენტებისთვის ვერ მიეკვლიათ და იმიტომაც არ მოეკლათ. ვერ მიეკვლიათ, რადგან, ასეც ხდებოდა მაშინ, როცა „დემოკრატიის შუქურად“ გვიხმობდნენ.

გვიხმობდნენ თუ ვუხმობდით, გასული კვირის დაისზე შევიტყვეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, თვით შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა („აი, მესმის ცხოვრება!“).

ეს ამბავი „ყაზტრანსგაზში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თვით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა ელოშვილმა გვამცნო. იმის გათვალისწინებით, რომ ის პრესკონფერენციას კომპანიის წარმომადგენლებით ესწრებოდა, მათ კი ხმა არ ამოუღიათ, როგორც ჩანს, ასეც იყო.

ერთი სიტყვით, პრეზიდენტის (ყოფილის) ადმინისტრაცია, როგორც იქ, ზემოთ, უბნობენ, ბუნებრივ აირს უკანონოდ იტაცებდა (მეორე მხრივ, ადამიანებს იტაცებდნენ უკანონოდ და, გაზი რა „წითელი კოჭი“ იყო?!). დატაცების ფაქტი კი შემდეგნაირად გახსნილა: „შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმური შემოწმების შედეგად გამოვლინდა მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი გაზის მილი.“

ყოველ შემთხვევაში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ვარაუდით, ადმინისტრაციის შექმნის დღიდან დატაცებული გაზი სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, თვეში, დაახლოებით, 5 000-6 000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ.

უფრო მეტიც, ის ეჭვიც გამოითქვა, რომ თბილისის გარშემო მიმოფენილი ფეშენებელური ვილები და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებიც უკანონოდ მოიხმარენ ბუნებრივ აირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის სასახლის დავალიანება ახლანდელმა ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს (მეორე მხრივ, მაშინაც ბიუჯეტს უნდა გაესტუმრებინა, რაც სრულიად გაუგებარს ხდის დატაცებას), ვითომ, ვილების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურსაც ჩვენ გადაგვახდევინებენ?! 

скачать dle 11.3