კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამავლობაასამაღლებელი

ანუ, "თხა თხაზე მეტი"

 

რაკი სხვა გზა აღარ იყო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააუქმა ტენდერი, რაც მას 83 000-იანი „ჯიპით” მისცემდა სამშობლოსთვის სამსახურის გაწევის საშუალებას, თუმცა, როგორც გაირკვა, ბ-ნი ბერიძის კუთვნილი 2012 წლის ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ (ცნობისთვის: ახლა 2014 წლის იანვარია) რემონტდება.

უფრო მეტიც, რემონტდება მეორე ავტომანქანაც – „მერსედეს ბენცი“, რომლითაც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს (ვითომ, პრინციპით, „თხა თხაზე ნაკლებიო“?!).

„ბათუმელების“ ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ, ავტომანქანა, რომლითაც თავმჯდომარე, ბ-ნი ბერიძე სარგებლობს, „დაბალი გამავლობისაა“. აი, „მერსედეს-ბენცს“ რა პრობლემები აქვს, ის კი აღარ დაუზუსტებიათ, თუმცა, ცნობილია, რომ ორივე ავტომანქანის შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი დაიხარჯება. მაგალითად, 2013 წლის განმავლობაში ბ-ნი ბერიძის ცინცხალი ავტოს რემონტისთვის 13 121 ლარი დახარჯულა.

თუ გავითვალისწინებთ,  რომ ახალი ავტომანქანების ხიბლი სწორედ ისაა, რომ კარგა ხანს რემონტი არ სჭირდება, რთული სათქმელია, რატომ გაუჭირდა ასე უმოწყალოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკის თავკაც ავტოს?!

скачать dle 11.3