კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყუმისთავიდან ქუთაისურ რუსთაველამდე

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ

 

თითქოს არაკები არ გვყოფნიდა (ღრუბელ-ღრუბლით დაწყებული და ზვიგენებზე გამავალი), გასულ კვირას ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ტყემალაძემ გვაუწყა, რომ, თუკი საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებენ, პარლამენტის თბილისში მდებარე შენობას ქუთაისს გადასცემენ.

რაკი ენის ქავილი ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, ბუნებრივია, თემაც ავიტაცეთ, თუმცა, უკვე კვირის მიწურულს, ჩვენს ანგლობა-ოხუნჯობას ცივი წყალი ბ-ნი ტყემალაძის თანაგუნდელმა, ქ-ნმა ხიდაშელმა გადაასხა. 

კერძოდ, ბრძანა (მომყავს ციტატა): „მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ, იმედი მაქვს, იხუმრა ბატონმა ზურამ. რადგან, როგორც თავის დროზე ვფიქრობდი, რომ გუდაურის თბილისობა იყო სასაცილო და არასერიოზული, ასევე, მგონია, რომ ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენც ძალიან სასაცილოები გავხდებით.“

ლოგიკა სავსებით მისაღებია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ბ-ნმა ლევან ბერძენიშვილმა, თავის დროზე, სასკოლო დაწესებულებებთან ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვის აკრძალვაზე მსჯელობისას, განმარტა, რომ პრეზერვატივს ორი ფუნქცია აქვს: თავის დაცვის და სიამოვნების მიღების, ვფიქრობ, ისიც არანაკლებ სასაცილო იყო (ერთი ისაა, თანაგუნდელთაგან არავის შეუნიშნავს).

ერთი სიტყვით, თავის დაცვისა თუ მის გარეშე, ქ-ნი ხიდაშელი ბრძანებს, რომ, ყოველგვარი ინიციატივების გარეშეც არსებობს კანონიერი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს პარლამენტმა თბილისში მუშაობა მოახერხოს. თუმცა, იქვე დასძინა: „რა თქმა უნდა, გარდა სასესიო სხდომებისა“.

როგორც უნდა იყოს, თბილისური პარლამენტი მივა ქუთაისთან თუ ქუთაისი მოვა თბილისურ პარლამენტთან, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მოქმედება განვითარდება სცენარით: „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“.

თუ, რა თქმა უნდა, კონსტიტუცია არ შეიცვალა, სადაც, თავის დროზე, მარად საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ჩაწერა, რომ პარლამენტის ადგილი მხოლოდ ქუთაისშია.

მეორე მხრივ, თუ საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციას გავიხსენებთ, ეს რა არაადეკვატური ინიციატივა შემოგვთავაზა ბ-ნმა ტყემალაძემო და დავამატებთ, რომ იგივე ნაწილი დიდი სიამოვნებით ადევნებდა თვალს პრომეთეს მღვიმეში (აი, ყუმისთავი რომ ერქვა და პრომეთესად გადანათლეს, რაკი უფრო ევროპულად ჟღერდა) მთავრობის სხდომის მიმდინარეობას,  მათი გულისწყრომა მართლაც საფუძვლიანია: ბ-ნი ტყემალაძის ინიციატივა, იმასთან შედარებით, რაც ჩვენს მრავალტანჯულ თვალებს უხილავს, ბავშვური ანცობაა. 

скачать dle 11.3