კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ინსტრუქტორები

"ვალები არის ჩემი გამხარებელი"

 

მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენს 8-მილიარდიან საგარეო ვალს დავტირით და გულიც გვითრთის, ვაითუ, გავკოტრდეთო, ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი სულზე უტკბესი პარტნიორის სახელმწიფო ვალმა მხოლოდ ჩინეთთან მიმართებაში, 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 1,317 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (სულ აშშ-ს ვალი 17 ტრილიონი დოლარია).

იმავდროულად, „ბლუმბერგის“ მონაცემებით, დეკემბრის ბოლოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს რეზერვების ღირებულებამ 3,82 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მთავარი ლოკომოტივია (ჩვენ კი კვლავაც დეპოში ვართ).

აშშ-ს ნომერ მეორე უცხოური კრედიტორი იაპონიაა – 1,186 ტრილიონი აშშ დოლარი. უფრო მეტიც, ამ ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილზე რუსეთიცაა – ნოემბრისთვის მოსკოვს ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში 140 მილიარდ აშშ-ურ დოლარამდე აქვს ჩადებული.

ერთი სიტყვით, ამ ჩვენს აშშ-ს მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეული დაუტოვებია და მეთორმეტე ადგილზე გადაუნაცვლებია.

როგორც ამბობენ, ვალის ზრდის მიზეზი, მათ შორის, გაზრდილი სამთავრობო ხარჯებია (აი, ვის დავმსგავსებივართ – ჩვენ რა, ჩვენი მთავრობები ემსგავსებიან). 

ერთი სიტყვით, ისევ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ვალს თუ დავუბრუნდებით, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებაში (1,317 ტრილიონი აშშ დოლარი), ზედაც, ჩინეთის ოქროს რეზერვებს დავუმტებთ (3,82 ტრილიონი დოლარი) და გავიხსენებთ, რომ საქართველოდან ჩინეთში გადარიცხული ფულადი გზავნილების ოდენობა ყოველწლიურად იზრდება (მაგალითად, გასულ წელს მილიონი აშშ დოლარი შეადგინა), გაღიმებულიც დავრჩებით!

скачать dle 11.3