ბრძნული აზრები
მანდელა: ბოღმის გულში ჩადება ჰგავს შხამის დალევას იმ იმედით, რომ შენი მტრები მოიწამლებიან.
ლანდაუ: საჩუქარს არჩევენ სამი ნიშნის მიხედვით: დიდი, ძვირფასი და არასაჭირო.
ბაირონი: ქორწინება წარმოიქმნება სიყვარულის შედეგად, როგორც ძმარი ღვინისგან.
ბისმარკი: ერიდეთ ადამიანს, ვინც მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს.
ბოდლერი: შრომა ისეთი მოსაწყენი არ არის, როგორც გართობა.
პიკასო: ადამიანებს შორისაც კოპიო უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალი.
იონესკო: მხოლოდ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, ყველა დანარჩენი ლაყბობაა.
კაზანოვა: თუ გინდა, სხვას ცრემლი ადინო, თვითონ ატირდი, მაგრამ თუ გინდა სხვა გააცინო, შენ არ უნდა იცინო.
კალიგულა: თუნდ ვეზიზღებოდეთ, ოღონდ ეშინოდეთ.
კანტი: აზროვნებდე ნიშნავს შეგეძლოს საუბარი საკუთარ თავთან.
მარციალი: ბედმა ბევრს მისცა ბევრი, საკმარისი – არავის.
ლევანტი: მან იცოდა ყველა პასუხი და არც ერთი ამოხსნა.
დოდე: როცა არ ვლაპარაკობ, მაშინ არც ვფიქრობ.
დიზრაელი: ორი უდიდესი სტიმული მსოფლიოში არის ახალგაზრდობა და ვალები.
დეკარტი: განმარტოება უნდა სცადოთ დიდ ქალაქებში.
ციცერონი: ყველაზე რთული მეგობრობაში შენზე დაბლა მდგომისთვის თავის გატოლებაა.
ფრანკლინი: ბავშვებს გაჩუმება ასწავლეთ, ლაპარაკს თვითონ ისწავლიან.
გოეთე: არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ამოქმედებული უმეცრება.
ფონტანე: უბრალოება მარტოოდენ ყველაზე უკეთესი როდია, არამედ ყველაზე კეთილშობილიც.
ლობერგერი: უბედურება ეწოდება ადამიანთა შემეცნების სკოლას.
ბიორნე: ტკივილი არის ნეტართა ბედნიერება. ყველაზე მეტად ის ცოცხლობს, ვინც ყველაზე მეტად იტანჯება.
ჰიუგო: ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.
კამიუ: სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
შოუ: სისულელე არის პირდაპირი ნადირობა ბედნიერებასა და მშვენიერებაზე.
როლფსი: სატირიკოსი არის კაცი, რომელიც ცდილობს თაგვის ხაფანგში შეიტყუოს სპილო.
გოეთე: სასწაული ქმნილებაა წამისა.
ავგუსტინე: სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას, რაც ჩვენ ვიცით ამ კანონების შესახებ.
მაკმილიანი: კარგ დიპლომატს ყოველთვის ახსოვს, რა უნდა დაივიწყოს.
ამინადო: განათლებული ადამიანები განცხადების მეშვეობით ქორწინდებიან, ხოლო გაუნათლებელი ადამიანები – სიყვარულით.
გოლდვინი: ქალმა იცის სიყვარულის აზრი, ხოლო კაცმა მისი ფასი.