“მისტერ ვალენტინი„ საიუბილეო 5 წლის იუბილეს მასშტაბური კონკურსით აღნიშნავს
უკვე მეხუთე წელია, რაც „მისტერ ვალენტინი“ წლის საუკეთესო მამაკაცს ირჩევს. საიუბილეო კონკურსისთვის შესარჩევი ქასთინგის პირველი ტური 26 იანვარს კოსტავას ქუჩა ¹6-ში გაიმართება და, ყველას, ვისაც სიმპათიურობაზე პრეტენზია აქვს, შეუძლია, ძალები მოსინჯოს. კონკურსის ფინალური შოუ, ტრადიციულად, ვალენტინობის დღეს ჩატარდება. კონკურსის გამარჯვებული „ვალენტინი” მიიღებს მთავარ პრიზს – ავტომობილს და, ასევე, ორკვირიან საგზურს ლატვიაში კომპანია „IM გლობალ გეორგიასგან”.
კონკურსის იდეის ავტორი გია ჯაჯანიძეა, დირექტორი – კახი ხაბეიშვილი, ჟიურის თავმჯდომარე – კრისტი ყიფშიძე, ორგანიზატორი – თათა ლემონჯავა. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, ის ყოველწლიურად იცვლება და, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჟიურის სავარაუდო წევრები წელს არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ირინა ონაშვილი, შორენა ბეგაშვილი, დათუნა სულიკაშვილი და სხვები. ღონისძიების წამყვანები კი იქნებიან თამუნა მუსერიძე და გიორგი ნაზღაიძე.