კახა კალაძე მესამე შვილის მამა გახდა
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მშვენიერი მეუღლე, ანუკი არეშიძე, მესამე ვაჟის მშობლები გახდნენ. ახალშობილი ქვეყანას 9 იანვარს, მილანში მოევლინა. პატარას ვაჩე დაარქვეს. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, სახელი დედის შერჩეულია, რომელმაც აქცენტი სახელის ძველქართულობაზე გააკეთა. პატარა ვაჩე 2 კილოგრამი, 900 გრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ჩვენ ვულოცავთ წყვილს ამ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს ვუსურვებთ პატარა ვაჩეს ძმებთან და მშობლებთან ერთად!