კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულის კარნახით

ხმით შეუყვარდა... კედელი მეტისმეტად თხელი იყო, რომ ვერ გაეგონა, რა ხდებოდა მეზობლების ბინაში. სანამ დაინახავდა, უკვე იცოდა, რომ შესანიშნავი გარეგნობის იქნებოდა. მას ენი ერქვა და ქმართან ერთად ცხოვრობდა ბინაში, რომლისგანაც რობერტს ერთი, თხელი კედელი აშორებდა. როცა ლიფტთან შეხვდა,  უკვე უზომოდ იყო მასზე შეყვარებული. საღამოობით კედლის სიახლოვეს ჯდებოდა და უსმენდა, როგორ ეჩხუბებოდა ქმარი, როგორ უსასოოდ სლუკუნებდა ქალი და ხელებს იმტვრევდა... როგორ უნდოდა, შევარდნილიყო მასთან, ეთქვა, რომ ძალიან უყვარს და გამოეტაცა იმ ველურის კლანჭებიდან... ვინს ეინორი ნამდვილად ჰგავდა ველურს. ვეება კუნთებით და ბოროტი გამოხედვით ნებისმიერს მოჰგვრიდა შიშს, მით უფრო ისეთ სუსტ, სიფრიფანა და ჰაეროვან არსებას, როგორიც ენი იყო. რობერტი აღიარებდა საკუთარ სიმხდალეს, რომელიც ხელს უშლიდან ქალთან სიახლოვეში.

ერთ ღამეს რობერტმა გარკვევით გაიგონა ენის მუდარით აღსავსე ხმა.

– გამიშვი, გამიშვი, ძალიან გთხოვ... პირობას გაძლევ, არავის არაფერს ვეტყვი...

– არა. შეუძლებელია. შენ ჩემგან ვერასოდეს წახვალ... მერე ოთახიდან მძიმე საგნის დავარდნის ყრუ ხმა მოისმა, რასაც ქალის შეკივლება მოჰყვა. რობერტი მიხვდა, უფრო სწორად, მთელი სხეულით იგრძნო, რომ იქ რაღაც საშინელება მოხდა... ენმა ისევ იკივლა... – ვინს! არ გინდა... – ქალის ხმაში სასოწარკვეთა და ტკივილი იგრძნობოდა. რობერტს სუნთქვა შეეკრა... – ო, არა! – დაიკვნესა ქალმა და თითქმის მაშინვე სულისშემძვრელი ხროტინი გაისმა... სხეული მძიმედ დაეცა და გარშემო სამარისებური სიჩუმე გამეფდა... რობერტისთვის მაშინვე ნათელი გახდა – ენი მოკლეს. იმ ცხოველმა მოკლა. მან კი, თავისი სიმხდალით, ამას ხელი ვერ შეუშალა. ახლა ყველაფერი გვიან იყო. რობერტს საკუთარი თავი სძულდა ასეთი სილაჩრისთვის. სწორედ ამ წუთს ის მკვლელობის მოწმე გახდა. მართალია, არ დაუნახავს, როგორ მოხდა მკვლელობა, მაგრამ სმენითი ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ სრული სურათი დაუდგა თვალწინ. პოლიციაში უნდა დაერეკა. ხელიც კი გაიწოდა ტელეფონისკენ, მაგრამ უცებ კედლის იქიდან ისევ მოესმა ხმაური. ვიღაც მძიმე საგანს იატაკზე მიათრევდა. კარიც გაჯახუნდა და ყრუ ხმაური დერეფანშიც გაგრძელდა... აშკარა იყო, მკვლელი გვამის – მთავარი სამხილის მოშორებას ცდილობდა. მანქანის ძრავას ხმამ რობერტი საკუთარ უსუსურობაში დაარწმუნა. ახლა ვეღარც პოლიციაში დარეკავდა. რას ეტყოდა მათ? როგორ დააჯერებდა იმაში, რომ მკვლელობა მოხდა? ვინსი იტყოდა, რომ ცოლთან იჩხუბა და ის სახლიდან წავიდა. ეს მეტიჩარა მეზობელი კი მის ცოლს ეტრფოდა და ჩხუბიც სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა. პოლიციელები აშკარად ქმარს უფრო დაუჯერებდნენ... მაგრამ გულხელდაკრეფილიც ვერ იჯდებოდა. მკვლელს პასუხი უნდა ეგო ჩადენილი სისასტიკისთვის. რობერტს რაღაც ისეთი უნდა მოეძებნა, რაც პოლიციას ვინსის დამნაშავეობაში დაარწმუნებდა. გაიხსენა, რაზე ლაპარაკობდა ცოლ-ქმარი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. „ყველა ადამიანს აქვს შავი ლაქები. ამ ვინსს კი ისინი სამჯერ უფრო მეტი აქვს. ის კრიმინალია და ამას დავამტკიცებ!“ – უთხრა რობერტმა საკუთარ თავს. ვიღაც უნდა ეპოვა, ვინც ამ კაცის შესახებ, მის წარსულზე მოუყვებოდა... მეორე დღეს, დილით, შეუმჩნევლად მივიდა საფოსტო ყუთთან და იქიდან ენისთვნის განკუთვნილი წერილი გამოიღო. ბარათი მისი დისგან იყო... ახლოს მდებარე, პატარა ქალაქიდან. ბევრი არ უფიქრია, მაშინვე გაემგზავრა... პატარა, მაგრამ კოხტა სახლთან მივიდა – კონვერტზე მითითებულ მისამართზე. კარი სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა ქალმა გაუღო, რომელიც ძალიან ჰგავდა ენს, მაგრამ მასავით ლამაზი არ იყო.

– თქვენ დასთან დაკავშირებით მინდა, რაღაც გკითხოთ.

ქალმა დამფრთხალი მზერა მიაპყრო.

– არა, არა, ღვთის გულისთვის. მამაჩემმა ენი სახლიდან გააგდო, როცა იმ კრიმინალს გაჰყვა ცოლად. არც იცის, რომ ერთმანეთს წერილებს ვწერთ. თანაც, წარმოდგენა არ მაქვს, თქვენ ვინ ხართ.

– კერძო დეტექტივი. შეიძლება, თქვენს დას სერიოზული პრობლემა აქვს და მე სასწრაფოდ უნდა ვიპოვო კაცი, რომელსაც ის ცოლად გაჰყვა. დაფიქრდით და თუ დის სიცოცხლე რამედ გიღირთ, დამეხმარეთ.

სილვიამ ტირილი დაიწყო.

– ასეც ვიცოდი... სულ მეშინოდა, რომ ის ველური რაღაც უბედურებას დამართებდა. ვეუბნებოდი, შენი შესაფერისი არ არის-მეთქი, მაგრამ ენი მზად იყო, ქვეყნის დასალიერში გაჰყოლოდა იმას, ვინც თუნდაც ელემენტარულ სითბოს გამოიჩენდა. მამაჩემი სადისტია და ენის სილამაზე მას აცოფებდა. განსაკუთრებით, როცა თაყვანისმცემლები გაუჩნდა. სწორედ, მაშინ გააგდო სახლიდან და ენისაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა – გათხოვდა ველურზე და ნამდვილ ბანდიტზე. 

– გახსოვთ დღე, როცა ეს მოხდა?

– რა თქმა უნდა. სატონში ჩავიდნენ და ენმა იქიდან თავისი და ქმრის ფოტო გამომიგზავნა.

– შეგიძლიათ, ეგ ფოტო მომცეთ?

სილვიამ ფოტოსურათი გამოუტანა, რომელზეც მისი გადაღების თარიღი იყო მიწერილი. რობერტმა სიხარულით გამოართვა, ჯიბეში ჩაიდო და ქალიშვილს დაემშვიდობა. ორ საათში უკვე სატონში იყო. დრო ერთი წუთიც არ დაუკარგავს. იქაურ ფოსტაში მივიდა და ძველ გაზეთებში ქექვა დაიწყო. მალევე იპოვნა ის, რასაც ეძებდა. ფოტოსურათის გადაღების მეორე დღეს სატონში ბანკი გაძარცვეს. ქრონიკა იუწყებოდა, რომ თავზეხელაღებული ბანდიტი იარაღით შევარდა ბანკში, სცემა და დაჭრა დაცვა. ხუთი ათასი დოლარი გაიტაცა და გაუჩინარდა. პოლიციამ საქმე ყაჩაღობის მუხლით აღძრა, მაგრამ მძარცველი უკვალოდ გაუჩინარდა. რობერტი ბანკში გაქანდა და იქაურ მმართველს ენის დისგან წამოღებული ფოტოსურათი უჩვენა.

– დიახ. ეს არის. ამან დაგვაყაჩაღა, – დაუდასტურეს ბანკში.

– შეგიძლიათ, ჩვენება დაწეროთ და ხელიც მომიწეროთ, რომ დამნაშავე ამოიცანით.

– რა თქმა უნდა...

რობერტს ახლა სერიოზული სამხილი ჰქონდა მკვლელის წინააღმდეგ. პოლიციაში დეტექტივი აღფრთოვანებული უსმენდა მის მონათხრობს.

– შესანიშნავია. თქვენ თითქმის პროფესიონალურად იმუშავეთ. ჩვენ უკვე ვიპოვეთ მანქანა გვამით და ახლა ვიწყებდით საქმის წარმოებას. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ. საქმე გახსენით.

– ანუ, დააკავებთ დამნაშავეს?

– აუცილებლად, მხოლოდ ერთი კითხვა: რა გამოძრავებდათ, ამას რომ აკეთებდით?

– სიყვარული. მხოლოდ სიყვარული. მე ძალიან მიყვარდა ის ქალი, თუმცა არანაირი რომანი არ გვქონია.

– გასაგებია. წავიდეთ, დროს ნუღარ დავკარგავთ.

წინ ორი პოლიციელი მიდიოდა, სულაფორიაქებული რობერტი კი უკან მიჰყვებოდა. ისინი უხმაუროდ ავიდნენ კიბეზე და კართან გაჩერდნენ. ბინიდან ყრუ ხმაური გაისმა. „ის“ ადგილზე იყო. დეტექტივმა მაგრად დააკაკუნა კარზე და ხმამაღლა დაიყვირა: „გააღეთ, პოლიციაა“ და თითქმის მაშინვე ფეხით შელეწა კარი... უცებ... მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ, რობერტმა ენი დაინახა... შიშისგან გაფართოებული თვალებით, ერთიანად გაფითრებული... ქალი ღია ფანჯარასთან იდგა. პოლიციელები ოთახში რომ შეცვივდნენ, ის რაფაზე ახტა და ძირს გადაეშვა. რობერტმა მთელი ხმით იბღავლა.

– არა, ო, ღმერთო, არა...

ფანჯარასთან მივარდა და ქვემოთ გადაიხედა. ასფალტზე გაშლილი თმით ენის უსულო სხეული ეგდო.

– თქვენ გეგონათ, რომ კაცმა მოკლა ქალი? – თანაგრძნობით ჰკითხა დეტექტივმა, ცარცივით გაფითრებულ რობერტს.

– და თქვენ იცოდით, რომ მკვლელი ენი იყო?

– დიახ. ჩვენ ხომ მანქანაში მისი ქმრის გვამი აღმოვაჩინეთ.

– რატომ, რატომ დამიმალეთ და არ მითხარით?

– თქვენ ხომ გიყვარდათ ის? აუცილებლად გააფრთხილებდით და გაქცევაშიც დაეხმარებოდით. ჩვენ კი ამას ვერ დავუშვებდით.

– რატომ? მან ხომ ყაჩაღი, მოძალადე და ნაძირალა მოკლა?

– პოლიციისთვის ის ჩვეულებრივი მკვლელი იყო. სამწუხაროდ, ფაქტს ვერსად გავექცევით.

რობერტმა დაიგმინა. იატაკზე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.

 

скачать dle 11.3