ღორის ხორცი ბროკოლით
საჭირო ინგრედიენტები: 500-600 გრამი ღორის ხორცი (საუკეთესო ვარიანტია ნეკნები), 400 გრამი გაყინული ბროკოლი (1 შეკვრა), 200 გრამი გაყინული, მწვანე ლობიო (შეიძლება, დაკონსერვებულიც, ოღონდ შეუნელებელი), 100-170 გრამი სოკო (ნებისმიერი, თუნდაც, დაკონსერვებული), 2 სადილის კოვზი არაჟანი, გახეხილი ყველი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით გრძლად, როგორც კარტოფილ „ფრის“ ჭრით. თუ ნეკნები გაქვთ, შუაში გადაჭერით. ბროკოლი მოათავსეთ მდუღარე, ოდნავ მარილიან წყალში და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაწურეთ საწურზე.
გადაწურეთ ლობიო და გადაავლეთ მდუღარე წყალი. სოკო გაარჩიეთ და დაჭერით. ჯერ შებრაწეთ ხორცი ცოტა ზეთში. დაუმატეთ ლობიო, ცოტა ხანს ჩაშუშეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ სოკო, ცოტა კიდევ ჩაშუშეთ. როცა მზად იქნება, უყავით ცოტა მარილი, პილპილი და არაჟანი. აურიეთ კარგად. გადაიტანეთ ლამაზ ფორმაში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მიირთვით.