კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ყველაფერი ჩემ გარშემო

 

ქალს შეუძლია, მოაწყოს ისე, რომ თავის გარშემო განსაკუთრებული, ყველაფრით გამორჩეული გარემო შექმნას. მაგალითად, გამოხედვით – გასხივოსნებულით და კეთილგაწყობილით; ლირიკულით – გულწრფელით და ძალდაუტანებლით; ასევე, გულში ჩამწვდომი ხმით... ქალმა, ასევე, უნდა იცოდეს, რა  თქვას კონკრეტულ სიტუაციაში და როგორ. ანუ, მოერგოს სიტუაციას და მაშინ მაგნიმტივით მიიზიდავს როგორც ადამიანებს, ასევე წარმატებასაც.

თუ გინდათ, თქვენი ცხოვრება ნათელი ფერებით იყოს აღსავსე, გაიფერადეთ ყოველდღიურობა თავადვე. ეს სულაც არ არის ძნელი. მთავარია სურვილი, სულ ცოტა ფანტაზია და დადებითი ენერგია. იყავით ხალისიანი. შეძელით, დააფასოთ ყოველდღიური პატარ-პატარა სიხარული და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენ გარშემო სამყარო, ასევე – ადამიანებიც. ისინი თქვენ შეგიყვარებენ და ვეღარ შეგელევიან.

გეთანხმებით, ცხოვრება ადვილი არ არის. ის სავსეა უსიამოვნო მოულოდნელობებით და სიურპრიზებით, მაგრამ ყველაფერი გაივლის. შეხვდით ყველაფერს პოზიტიურად. ასე, პრობლემებსაც ადვილად დაძლევთ და თქვენ გარშემოც ყველაფერი კარგად იქნება.

 

მაგიური მომხიბვლელობა

 

არსებობენ ქალები, რომელთა მომხიბვლელობაც განუზომელია. მათ თითქოს მაგიური მიზიდულობის ძალა აქვთ. რა თქმა უნდა, არანაირ ჯადოქრობას ისინი არ ფლობენ და არც რამე განსაკუთრებული საიდუმლო იციან. მაშ დავიწყოთ...

* მათ არასოდეს ერიდებათ, ილაპარაკონ საკუთარ თავზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის იტოვებენ თავისთვის რაღაც საიდუმლოს. იციან, როგორ დაარეგულირონ ურთიერთობა ისე, რომ არც ზედმეტად მოგიახლოვდნენ, არც ძალიან შორს წავიდნენ. ინფორმაციას ზუსტად იმ დოზით გასცემენ, რამდენიც საჭიროა უშუალო, თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად.

* ისინი არასოდეს ლაპარაკობენ ტყუილუბრალოდ. თუმცა, სიტყვათა საკმაოდ დიდი მარაგი აქვთ. ინდივიდუალურები, ორიგინალურები და პრაქტიკულები არიან. შეუძლიათ, გულწრფელი აღფრთოვანება, თანაც, უმნიშვნელო წვრილმანზე. პრობლემებზე მწვავედ არ რეაგირებენ, თუმცა, არც ყურადღების მიღმა ტოვებენ. ძალიან სასიამოვნო თანამოსაუბრეები არიან, რადგან კარგი მოსმენა იციან. არ წუწუნებენ და საკუთარ პრობლემებს თავს არ გახვევენ. რამდენიმე წინადადებით ახერხებენ, შექმნან პოზიტიური, სადღესასწაულო განწყობა.

რაც შეეხება გარეგნობას: „ყველა ღილი შეკრული არ არის“ – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იცვამენ ლამაზად, ძალიან აკურატულად და მსუბუქი ეროტიკის თანხლებით. არ კარგავენ ბუნებრიობას და სწრაფად მოიპოვებენ ადამიანის კეთილგანწყობას ბავშვური უშუალობით.

P. S. სულ ეს არის, აბა, თქვენ იცით!

 

განეწყვე ბედნიერებისთვის

 

ჩვენი განწყობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით, დიდწილად დამოკიდებულია ოთხ ფაქტორზე. ესენია: ჯანმრთელობა, ურთიერთობა, უნარი იმისა, რომ ყველაფერში რაღაც აზრი დაინახო და მეოთხე – იპოვო შენი საკუთარი საქმე. თუ ადამიანს ეს ყველაფერი აქვს, მისი ცხოვრება ზღაპარს ემსგავსება, მოსაწყენად ვერასდროს მოიცლის. ვერც იმისთვის დარჩება დრო, რომ სხვა ადამიანის ცხოვრებაში ჩაიხედოს, შეშურდეს მისი, იჭორაოს და კონფლიქტში შევიდეს მათთან. ცუდი დღეები, პრობლემები, წარუმატებლობა ყველას აქვს. შეუძლებელია, ყოველთვის ყველაფერში გაგიმართლოს. მთავარი ეს არ არის. უნდა მოახერხო და შეძლო ის, რომ ამ ყველაფერს რეალურად შეხედო – ანუ, მიხვდე იმას, რომ დროებითია და გაივლის. მთავარია, ღირსეულად გადახვიდე ახალ ეტაპზე და ცუდი უკან მოიტოვო. „განეწყვე ბედნიერებისთვის და ბედნიერება გიპოვის შენ!“ – ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ბუნებრივია, როცა რაღაც ცუდი ხდება, ეს უნდა გაღელვებდეს, მაგრამ რატომ უნდა გაჯობოს ნეგატივმა, როცა ცხოვრება პოზიტივით არის სავსე?! არავითარი დეპრესია და გულგატეხილობა. ყოველთვის ელოდეთ ცხოვრებისგან ახალს და სასიამოვნოს. დაიმუხტეთ დადებითი ენერგეტიკით. აჯობეთ ყოველდღიურ რუტინას. ცხოვრება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ძალიან ერთფეროვანი და რუტინული... მას უამრავი მხარე აქვს და... კიდევ უფრო მეტი სიხარულის მოტანაც შეუძლია. თუნდაც, ის რად ღირს, რომ სიყვარული შეგვიძლია... სიყვარულიდან ბედნიერებამდე ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

 

ღიმილი და „სპეცეფექტები“

 

სიხარული მოდის ჩვენთან – მზად ვართ მასთან შესახვედრად?! პატარა ელემენტებისგან იკვრება ატმოსფერო, რომელშიც ყველა ბედნიერია... ანუ ღიმილი – რამდენიც გინდათ და კიდევ „სპეცეფექტები“.

საიდან ჩნდებიან გახსნილი და პოზიტიური ადამიანები?! – ისინი ხომ ჩვენ გვერ დით ცხოვრობენ და თითქოს პრობლემებიც ჩვეულებრივი, ისეთივე აქვთ, როგორიც დანარჩენებს. თუმცა, მაინც ახერხებენ, შეინარჩუნონ სულის სიმხნევე, რომანტიკა, მსუბუქი განწყობა. ასეთად უნდა დაიბადო თუ შეიძლება, მერე ისწავლო, როგორ გადაიქციო ცხოვრება დღესასწაულად?! არავის აქვს იმის ილუზია, რომ ყოველი დღე კაშკაშა ფერებით აღსავსე და ფოიერვერკებით გაჯერებული იქნება. დავუჯეროთ ფსიქოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ სიხარულის განცდა და ყოველი დღიდან სიამოვნების მიღება, უნდა გამოიმუშაო. უნდა გააცნობიერო, რამხელა ბედნიერებაა, თავად შენი არსებობა და განეწყო ოპტიმისტურად. ქვეცნობიერში ჩადებულ აზრს იმის შესახებ, რომ ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მშვენიერია, ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. როცა ხედავ ცუდს, შეუძლებელია, იქვე კარგიც არ დაინახო... გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და კეთილგანწყობა თითქმის ყველა დაკეტილ კარს აღებს. რაც შეეხება გულწრფელ, სითბოთი აღსავსე ღიმილს, მას სასწაულის მოხდენაც კი შეუძლია.

скачать dle 11.3