კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: დამინიშნეს პრეპარატი – ორამინ-F. წონაში დაკლებული მაქვს 20 კილოგრამი და ძალიან მეშინია მომატების. ეს პრეპარატი, როგორც ვიცი, ვიტამინებია და ხომ არ იწვევს წონის მატებას?

პასუხი: ორამინ-F შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალების, მაკრო და მიკროელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს. უშუალოდ ვიტამინი არ იწვევს წონის მატებას, მაგრამ, მისი ზოგადი მასტიმულირებელი ეფექტის გამო, არ არის გამორიცხული მადის გაძლიერება და, შესაბამისად, წონის მატება. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ წონა, უნდა აკონტროლოთ საკვებით მიღებული კალორიები და ივარჯიშოთ.

კითხვა: თვეზე ოდნავ მეტია, რაც ლაქტაცია შემიწყდა, ხოლო ციკლი ჯერ კიდევ არ აღდგა. ხომ ვერ მეტყვით, ლაქტაციის შეწყვეტიდან რამდენ ხანში უნდა აღდგეს ციკლი? 

პასუხი: ზოგადად, თუ ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ციკლი არ აღდგა, აუცილებლია გინეკოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: მაიონეზის ნიღაბი თმაზე თუ აღადგენს თმას და თმის გაყოფილ ბოლოებს თუ შველის?

პასუხი: თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა, თუ თმა გრძელია. თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია: ქრონიკული ინფექციები, ანემიები, პარაზიტული დაავადებები, არაბალანსირებული კვება, ულტრაიისფერი გამოსხივება, ქლორიანი წყალი და სხვა. 

ასე რომ, პირველ ყოვლისა, უნდა გამოირციხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ამასთან, გირჩევთ, აღარ იხმაროთ ფენი, შეარჩიეთ რბილი სავარცხელი და იკვებეთ სრულფასოვნად. მაიონეზის ნიღაბი კარგია თმისთვის, თუ მას 20 წუთზე მეტხანს არ გაიჩერებთ.

კითხვა: ვარ 16 წლის და უკვე ჩვევად მაქვს ქცეული მუსიკის მოსმენა, ხშირად მაღალ ხმაზეც. არის თუ არა ეს „მავნე ჩვევა” და მომიტანს თუ არა რაიმე ზიანს?

პასუხი: ხმამაღლა მუსიკის მოსმენა მავნე ჩვევა არ არის, თუმცა, შესაძლოა, მან გარკვეული ზიანი მიაყენოს თქვენს სმენას, განსაკუთრებით – ყურსასმენებით მოსმენისას. ამიტომ, გირჩევთ, მუსიკას ზომიერ ხმაზე მოუსმინოთ – ასე საკუთარ სმენასაც დაზოგავთ და არც ოჯახის წევრების მყუდროებას დაარღვევთ.

კითხვა: 1 წელი ვაჭმევდი ბავშვს ძუძუს (ახლა წლისა და 2 თვისაა). თმა მცვივა, კბილები მიფუჭდება. თუ შეიძლება, ექიმის გარეშე დავლიო კალცი? 

პასუხი: კალციუმის შემცველი პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე შეგიძლიათ. გარდა ამისა, გადახედეთ თქვენი კვების რაციონს, რათა ის დაბალანსებული იყოს საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ასევე, სასურველია, გამოირიცხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.

 

скачать dle 11.3