ირინა შეიკის პირველი ფოტოსესია 2014 წელს
კასილასი მამა გახდა
მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავური გოლკიპერი იკერ კასილასი 3 იანვარს მამა გახდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ახალშობილ ვაჟს მარტინი დაარქვა. იკერისა და სარა კარბონერისთვის მარტინი პირველი შვილია. სარასა და იკერის რომანის შესახებ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც გამარჯვებით გახარებულმა იკერმა პირდაპირ ეთერში აკოცა სარას, რომელიც, ცნობისთვის, სპორტული ტელეჟურნალისტია.
ირინა შეიკის პირველი ფოტოსესია 2014 წელს
კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა გოგომ ირინა შეიკმა, 2014 წლის პირველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. რუსი სუპერმოდელი საცურაო კოსტიუმების ბრენდ „ბიჩ ბანის” სარეკლამო სახე გახდა. იდეალური ფიგურის გამო, ირინა ბოლო წლებში საცურაო კოსტიუმების რეკლამირებისთვის საუკეთესო მოდელად ითვლება მსოფლიოში და არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. ახალ სესიაში ირინამ ბიკინიში, მონიკინისა და პარეოში იპოზიორა. საინტერესოა, რომ ინტერნეტში უკვე გავრცელდა „ფოტოშოპში” დაუმუშავებელი ფოტოები, რომლებზეც ირინა ისეთივე სექსუალურია, როგორც „დაფოტოშოპებული”.
შინჯი კაგავას
პორნოგერლფრენდი
„მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელი ნახევამრცველის, შინჯი კაგავას მეგობარი გოგო, იაპონელი ამერი იჩინოსე, წარსულში პორნოგრაფიული ფილმების ვარსკვლავი ყოფილა. ამჟამად მოდელმა ამერიმ პორნოკარიერა 2006 წელს დაიწყო ერიკა კურისუს ფსევდონიმით, ხოლო მკერდის გადიდების შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა სასცენო სახელი და აიაკა მისორა გახდა. პორნოინდუსტრიაში გატარებული ორი წლის შემდეგ ამერიმ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა „მძიმე კინოსთვის” და ამჟამად ფეხბურთელს ხვდება, თუმცა, „დეილი მეილის” ცნობით, ორივე საგულდაგულოდ მალავს თავიანთ ურთიერთობას.
ვოზნიაცკი გათხოვდა
ახალ წელს ჩრდილოირლანდიელმა მეგოლფემ, რორი მაკილროიმ, დანიელ ჩოგბურთელს, კაროლინა ვოზნიაცკის ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ვოზნიაცკი და მაკილროი 2011 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს და იმ პერიოდში კაროლინას მსოფლიო ქალთა კლასიფიკაციაში პირველი პოზიცია ეკავა. ამჟამად კაროლინა რეიტინგში მეათეა, ხოლო მაკილროი მსოფლიო მეგოლფეების რეიტინგში – მეექვსე. წყვილი ერთად შეხვდა ახალ წელს და „ტვიტერის” საშუალებით აცნობა მსოფლიოს, რომ დაოჯახებას აპირებენ.