კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დარჩა ფსიქიატრიულ კლინიკაში ლელა ნინუა რამდენიმე დღე

 ლელა ნინუა ჩემთვის ყოველთვის, თავგადასავლების მაძიებელ, პროფესიონალ, უშიშარ ადამიანთან ასოცრიდებოდა, რომელიც პრაგმატულ  პროფესიაშიც ახერხებდა რომანტიკული ვოიაჟების მოწყობას და რიგ შემთხვევებში, ახალი აღმოჩენების პირველწყაროც ხდებოდა. ამიტომ, არ გამკირვებია, როცა მოულოდნელად,  ლექსების წერა დაიწყო და საკმაოდ სასიამოვნო რეცენზიებიც მოჰყვა ლიტერატურის მცოდნეებისგან. ლელა ახალი სეზონიდან ტელეეკრანსაც უბრუნდება. ის „კავკასიაზე“ შუადღის გადაცემას წაიყვანს და გვპირდება, რომ კონკურენტი არხების ამ ტიპის გადაცემებისგან სრულიად განსხვავებულს შემოგვთავაზებს.

 

ლელა ნინუა:  ისე არაფერი ხდება, რომ უფალს არ უნდოდეს და ალბათ, ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც მოხდა. საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა, რაც ეკრანზე არ ვჩანვარ და რას ვაკეთებდი ამ დროის განმავლობაში? ვწერდი. ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვა პროფესიაში უნდა, მაგრამ როცა ამის საშუალება არ მქონდა, თვითგამოხატვის სხვა ფორმას მივაგენი. ვწერდი და ვწერ ლექსებს. დღეს, პრინციპში, ეს არავის უკვირს. ლექსი, ალბათ, ყველას დაუწერია, მაგრამ გააჩნია ლექსს. გარდა რითმისა, ფორმისა და შინაარსისა, იქ უნდა იყოს ფრაზა, ჯერ ართქმული ფრაზა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ლექსები კრიტიკოსების სამსჯავროზე გამომეტანა და სწორედ მათ ეთქვათ, ამბობდა თუ არა ის რაიმე ახალს. ისეთი მკაცრი კრიტიკოსი, როგორიც ლექსო დორეულია, რომ გეტყვის გააგრძელე წერაო, რჩევებსა და მიმართულებას მოგცემს, ეს ნიშნავს, რომ ჩემს ლექსებს ღირებულება გააჩნია. ამით ძალიან დიდი სტიმული მომეცა. სხვათა შორის, დიპლომიანი პოეტი ვარ, რაც, მგონი, საქართველოში ახალი სიტყვაა (იცინის). ეს იყო დიდი ბიძგი ჩემთვის და რადგან ეს ბიძგი ვიგრძენი, მეც მივყევი იმ მდინარის დინებას, რომელსაც პოეზია ჰქვია. 

– მიუხედავად ამისა, ჟურნალისტიკას მაინც არ ღალატობ.

– პოეზიის საღამოებზე რომ მაცხადებდნენ როგორ პოეტს, ეს ჩემში გარკვეულ უხერხულობას იწვევდა, კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს ჩემს ცნობიერში. რატომ ვარ პოეტი, როცა ამდენი წელი ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როგორც პოეტი, ისე უფრო გამიცნო საზოგადოებამ, ვიდრე როგორც ჟურნალისტი. მაგრამ, ამას აქვს გარკვეული პატარ-პატარა მიზეზები. 15 იანვარს გამოდის ჩემი ლექსების პირველი კრებული, ბედობას. კრებულში შესულია სამ თვეში შექმნილი ლექსები. ეს არის, ძირითადად, ღამე დაწერილი ლექსები, როდესაც ფრაზა სრულიად მოულოდნელად ჩნდება და ხშირად თავად მიკვირს, ნუთუ ეს ჩემი დაწერილია-მეთქი. შემდეგ უკვე ვცდილობ, რაციონალურად ვუპასუხო ამ გაკვირვებას. ეს, ალბათ, ჩემი, გარემოსგან ჩახერგილი ვნება, ემოცია, სიყვარულია, რომლის გარჩევაც და გარეთ გამოტანაც, პოეზიის დახმარებით შევძელი. როდესაც ლექსებმა მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე, მისი გამოცემა. როგორც ამბობენ, ჩემს ლექსებში ახალი ფრაზებია: „შიშველ ტანზე გრძნობა მინდა შემოგაცვა“... ამაზე უკვე ამბობენ, რომ ლექსია. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც ბატონმა ჯანსუღმა სახლში დამიბარა და თავის არაჩვეულებრივ ლიტერატურულ გაზეთში ჩემი ლექსები დაბეჭდა – სახელად ნათლობა დაარქვა. ერთი ლექსი მაქვს „ჭინკებს გაუმართავთ ნადიმი“. წაიკითხა ბატონმა ჯანსუღმა და თქვა - ეს ლექსია, აბა რა არის?! (იცინის) მან მითხრა, რომ შენ გაქვს ისეთი ჩავლებები, რომელიც სრულიად ახალია ქართულ პოეზიაშიო. 

– პირველად როდის გაჩნდა ლექსი შენთან?

– ძალიან ადრეულ ბავშვობაში. მერე წერა შევწყვიტე. უნივერსიტეტში ისევ რამდენიმე ლექსი დავწერე და მაშინაც დავანებე ამ საქმეს თავი. ორი წლის წინ, ჩემგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, წამოვიდა პოეზიის ახალი ტალღა და ზუსტად პირველი სამი თვის ამოფრქვევა შევიდა კრებულში, რომლის სახელწოდებაა „დღე ღა-მე“ – „მე” დიდი ასოებით. ძალიან საინტერესო ყდა აქვს წიგნს, რისთვისაც დიდი მადლობა მამუკა კიკალიშვილს, რომელმაც პირადად გადაიღო ფოტოები. ყდას რომ დახედავ, გგონია, რომ ჰქვია „მე“, გადაშლი და წერია „დღე ღამე“. ცოტა ინტრიგული და ამბიციური გამოვიდა. 

– ვიცი, რომ ერთი ლექსია შესული, რომლის ინსპირაციაც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მოდის.

– ამ ლექსს ჰქვია „ბაქანი - ფსიქიატრიული კლინიკა“. ეს არის რვათავიანი ლექსი, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ეს ლექსი კრებულშია შესული, თუმცა მითხრეს, რომ ის გაგრძელებას ითხოვს. ისტორია შემდეგია: ერთმა ახლობელმა მთხოვა, მისი ნაცნობის მოსანახულებლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გვაყოლოდი. ეს ქალბატონი ასაკოვანია და პატრონი არ ჰყავდა. არსებობდა რაღაც ეჭვები: რატომ იყო კლინიკაში მოთავსებული, რა ტიპის აშლილობები ჰქონდა. რამდენჯერმე მივედით და არ შეგვიშვეს, რადგან ამ ქალბატონს სულ ეძინა. ვერაფრით წამოვედი იქიდან და ეს არწამოსვლა სამი დღე გაგრძელდა, რადგან იქ ულამაზესი გოგონა გავიცანი. ეს გოგონა, პროფესიით მსახიობი, შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოჰყვა. ძალიან გამიკვირდა მისი იქ ყოფნა, ჩვეულებრივი გოგო იყო. დავმეგობრდით და მან თავისი ისტორია მიამბო: როგორ მოჰყვა თავის რჩეულთან ერთად ავარიაში და როგორ მიატოვა შემდეგ ამ ბიჭმა. მისთვის სრულიად გაუგებარი იყო როგორ აღმოჩნდა კლინიკაში. მისი ბედი ჩემთვის უცნობი არ გახლავთ და ლექსიც ასე მთავრდება. ახალი წელი მოდის და მეც დავლევ აბებს, რადგან შვებას მეც აქ ვპოულობ... „მიკარნახეთ ამ ნაძვის ხეს სათამაშო სად დავკიდო, ასე ვპოვებ სულის შვებას საგიჟეთში ჩარაზული... სევდას ვახრჩობ“. ამ ლექსს არსად ვკითხულობ, იმიტომ კი არა რომ დიდია, უბრალოდ, ყოველთვის ატაცებულია მარტივი, იოლად გასაგები და დასამახსოვრებელი ლექსი. ეს კი ცოტა რთული ლექსია.

– რა მოხდა ამ გოგონას ცხოვრებაში, უფრო დეტალურად იცი?

– ავარიის შედეგად მან თავის ქალის ტრავმა მიიღო, რაც როგორ გადაიზარდა ფსიქიატრიულ დაავადებაში, არავინ იცის. ტრავმის მიღების შემდეგ ის მიატოვეს. ისევე, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება ხშირად. ის ახლა იღებს დასაძინებელ აბებს და საერთოდ, ამ კლინიკაში ყველას ყოველთვის სძინავს. აქ არაფერია პირადი, ეს არის სხვისი ტკივილის, პრობლემის, სიყვარულის, ვნების ჩემეული ხედვა. 

– შენს სიყვარულში რა ხდება?

– არაფერი. სულ შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ადამიანობის დამატება ნაკლებად სჭირდებათ. ყველაზე მეტად შეყვარებული ვარ დროზე და სიმართლეზე, ისეთ თვალებზე, რომელიც გულწრფელად შეყვარებულია. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი არაფერი გამაჩნია. არასდროს გავურბივარ პრობლემას, სიყვარულს, ტკივილს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩემ ირგვლივ ხდება. სულ მგონია, რომ ჩემი გვერდით უნდა გადავწიო და ამას გულწრფელად ვამბობ. სხვისი ტკივილით გაჭაღარავებული – ეს არის ის ფრაზა, რომლითაც მინდა, ვიცოცხლო. 

– ახალ გადაცემაზე მომიყევი...

– ვერ მოვისვენე მაინც... (იცინის). მართალია, ვთხარე, ვთხარე და სამმეტრიანი ადამიანიც ამოვთხარე, რომელიც მინდა, გითხრათ, დღემდე აქტუალურია და ამ თემით ბევრი სხვა ქვეყნიდანაც დაინტერესდნენ. იგეგმება, რომ ეს ექსპედიცია იგივე შემადგენლობით აღდგეს და შედგეს, „ჯიდიესის“ ინიციატივით, სადაც ისევ ჟურნალისტის ამპლუაში ვიქნები და გათხრების მეორე ეტაპი შედგება. რაც შეეხება ტელეპროექტს, სრულიად მოულოდნელად, შევხვდი ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს, ყავაზე, მეგობრებთან ერთად. სულ სხვა საქმეზე შევხვდით ერთმანეთს. მან შემომთავაზა: ჩვენთან ხომ არ გააკეთებ წიგნის პრეზენტაციასო. ჩამოვუყალიბე, როგორ შეიძლება, გაკეთდეს სატელევიზიო პოეზიის საღამოები. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, მეუბნება: გადაცემა არ გინდა?! (იცინის) ტელესივრცეში სრული ქაოსი იყო და არის. ყოველთვის მეუბნებოდნენ, თუ რამე გინდა, დაარეკინე ზემოდანო. ამაზე სულ ვამბობდი, პირველ სართულზე ვცხოვრობ და „ზემოთ“ ნაცნობები არ მყავს-მეთქი (იცინის). ვერ ვიტან ჩაწყობას. რაღაც ან ვიცი ან – არა, ან გამოგადგები, ან – არა. ესაა ჩემი სიმართლე. ჩემით მოვდივარ ამდენი წელია და მაქვს ამბიცია, რომ ამა თუ იმ თემაზე, ვიყო კრეატიული, ამავე დროს – ეკლექტიკური. ნინოს შემოთავაზება ძალიან გამიხარდა. ტელევიზია ახლა ახალ ბადეს ამზადებს, სრულიად ახალი სტილით ბრუნდებიან ეთერში – დიდი სივრცით, ბევრი ახალი გადაცემითა და თანამშრომლით. ამ ეტაპზე საუბარია დღის გადაცემის წაყვანაზე, რომელიც მხოლოდ გართობაზე არ იქნება აწყობილი. სხვა სტილის გადაცემას ვგეგმავთ, რომელიც თითოეული მაყურებლისთვის, ხალხისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ამ გადაცემის თანაწამყვანი ზურა გორგოძეა და გპირდებით, სრულიად განსხვავებული და საინტერესო იქნება.

15 იანვარს არტ-კაფე „ბეთ ჰაიმში” წიგნს პირველად აქ მოსული საზოგადოება გაეცნობა. ყველა ის ადამიანი შეიკრიბება, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში თითო აგური დადეს. მინდა მადლობა ვუთხრა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცენატს გია სამხარაძეს, გიზო და მაია ღლონტებს  და დალი დავითურს საღამოს მხარდაჭერისთვის. თვის ბოლოს კი კულტურის მინისტრის ბატონ გურამ ოდიშარიას მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ლელა ნინუა ეპატიჟება წიგნის პრეზენტაციაზე ყველას, ვისაც მისი პოეზია აინტერესებს. 

 

скачать dle 11.3