კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მისდიოდათ გული ანა ხანჩალიანის გამარჯვებამდე სომხური „ახალი ხმის” ჟიურის წევრებს და ვინ აჩუქა მას შოკოლადის მიკროფონი

17 წლის ანა ხანჩალიანი ქართველმა მაყურებელმა, რამდენიმე წლის წინ, პროექტ „ნიჭიერის” სცენაზე დაინახა და აღმოაჩინა, რომ ამ პატარა, ცრემლიანი გოგონას ნიჭიერება მართლაც დასაფასებელი იყო. მას მერე ანას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და მიხვდა, რომ მისთვის სიმღერა ცხოვრების თანამგზავრია, რომლის გარეშეც არსებობა არ შეუძლია. სულ ახლახან ანა სომხეთის „ახალი ხმის” კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს ანას ამ გამარჯვებას. ხოლო, თუ რა გახდა მისი გამარჯვების მიზეზი, რა მოუტანა მას „სომხეთის ახალი ხმის” ტიტულმა და რის გამო სწყდება მას გული, ამაზე თავად ანა გვიამბობს.

 

ანა ხანჩალიანი: 2014 წელი მართლაც რომ ძალიან წარმატებულად დაიწყო ჩემთვის. ჩემს სამშობლოში გავიმარჯვე – „სომხეთის ახალი ხმა” გავხდი და ამ კონკურსში გამარჯვებით კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბედი მწყალობს (იცინის). ეს კიდევ დასაწყისია და, მთავარი გამარჯვება, მჯერა, რომ წინ მელის. ზოგადად, ჩემი აღმავალი პერიოდი 2010 წელს დაიწყო, როცა საქართველოს „ნიჭიერის” სცენაზე დავდექი. მას მერე ვცდილობ, დასახულ მიზანს მივაღწიო. 2014 წელი კი ნამდვილად გამართლებულად დაიწყო და, იმედია, ასევე გაგრძელდება. 

– რა რეაქცია გქონდა, როცა გამარჯვებულად დაგასახელეს და თუ გქონდა ამის იმედი?

– სიმართლე გითხრათ, დიდი კონკურენცია იყო. თუმცა, თავად არავინ მიმაჩნდა კონკურენტად. როცა სცენაზე გასასვლელად ვემზადები, სულ იმაზე ვფიქრობ, კარგად ვიმღერო და მაყურებელსა და ჟიურის მოვაწონო თავი, და არა  სხვას გავუწიო კონკურენცია. ხალხი ამას ხედავს და თავად წყვეტს რამდენად კარგი და მისაღები ხარ მათთვის. მეც ასე ვფიქრობდი და გამიმართლა კიდეც. რომ გითხრათ, გამარჯვებაზე არ ვფიქრობდი-მეთქი, მოგატყუებთ. აბა, კონკურსზე ისე რატომ გახვალ?! ყველა ამ მიზნით მიდის. მეც მჯეროდა და ყველაფერს ვაკეთებდი გამარჯვებისთვის. ემოციას კი ნამდვილად ვერ გადმოგცემთ. გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ცრემლები ვერ შევიკავე. კონკურენტებს შორის კონფლიქტები და ინტრიგებიც იყო კულისებს მიღმა, მაგრამ, მე ამაში არ ვერეოდი, ყველას ვუღიმოდი და ყველასთან ვმეგობრობდი. ყველა ამჩნევდა ამას და ამიტომაც მაფასებდნენ. ჯიურის წევრებმა მითხრეს, როცა ბოლოს მაყურებლის ზარების დათვლა მიდიოდა, ძალიან ვინერვიულეთ, კინაღამ გული წაგვივიდა განცდისგან, გვინდოდა, შენ ყოფილიყავი ლიდერიო. ასეც მოხდა და დიდი მადლობა მათ ამ განცდისთვის და გვერდში დგომისთვის. სომხეთის პრესაში და სცენაზეც, ყველგან აღვნიშნავდი, რომ მე თბილისელი სომეხი ვარ და, რომ ეს ქალაქი და საქართველო ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 

– ქართულ „ნიჭიერში” ცრემლიან, პატარა გოგონად გაგიცნო ხალხმა, რომელმაც შეძელი და დაამტკიცე, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, შეგიძლია თავის ხელში აყვანა და ძლიერი ხარ. ხომ მეთანხმები?

– რასაკვირველია, გეთანხმებით (იცინის). ბავშვობიდან მიზანდასახული ვარ. მინდა, ყველაფერს მივაღწიო და ამისთვის ბევრს ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ. „ნიჭიერში” დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან, პირველი კონკურსი იყო ჩემთვის. მანამდეც კი ვიდექი სცენაზე – სომხურ თეატრში გამოვდიოდი ხოლმე, მაგრამ, ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობდა. მაგრამ, 2010 წლის შემდეგ მთელმა საქართველომ გამიცნო. ანუ, პატარა ცრემლებმა დიდი გამარჯვება მომიტანა. 

– სომხეთში თუ გახდი პოპულარული და თუ გცნობენ და გაფასებენ?

– „ახალი ხმის” ფინალზე მივხვდი, რომ სომხეთმა შემიყვარა და ძალიან დამაფასა. გამარჯვებული რომ უნდა გამოეცხადებინათ, ძალიან ვინერვიულე. მანამდე, მწვრთნელები და, ზოგადად, მაყურებლები მეუბნებოდნენ, აუცილებლად გაიმარჯვებო, მაგრამ, მაინც ეჭვი მეპარებოდა, ვამბობდი, ამდენი შეძახილით დავითარსები-მეთქი და იმედი გადამეწურა (იცინის). ისეთ შოკში ჩავვარდი გამარჯვებულად რომ დამასახელეს, სახეზე გაკვირვება, გამარჯვება და ცრემლი ერთმანეთში ამერია (იცინის). 

– რა პრიზები გადმოგეცა?

– პრიზად გადმომეცა სიმღერის ჩაწერა სტუდიაში, საგზური, ტელეფონი და, კიდევ, არ ვიცი.

– ეს როგორ გავიგოთ?

– ჯერ არ ვიცი, რადგან, მეუბნებიან, პრიზები კიდევ გელისო. ვნახოთ. თუმცა, სულ ვამბობ,  პრიზებში ბედი არ მწყალობს-მეთქი. ზოგი ბინას იგებს, ზოგი მანქანას, მე აქამდე ჯერ ვერ მივედი (იცინის). რაც შეეხება საგზურს, ეს არის ორკაციანი საგზური ეგვიპტეში და ერთ კვირაში გავემგზავრები.

– თუ საიდუმლო არ არის, ვისთან ერთად აპირებ ეგვიპტეში დასვენებას?

– დედასთან ერთად. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ მივაღწევდი, გულწრფელად გეუბნებით. თუმცა, ღმერთის დახმარებით ასე მოხდა. ანუ, ცრემლიანი სიზმარი, რომელიც „ნიჭიერით“ დაიწყო, სამი წელი გრძელდებოდა და ახლა რეალობა შევიგრძენი, მივხვდი, რომ მართლა მივაღწიე წარმატებებს. სომხეთში სამი თვე მომიწია ყოფნა და, ჩემი ძმა არმენა გვერდიდან არ მომცილებია. ისე განიცდიდა ჩემს ყოველ გამოსვლას სცენაზე, რომ ამას ყველა ატყობდა. ერევნელი და თბილისელი მეგობრები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. 

– ალბათ, წარმატებასთან ერთად, თაყვანისმცელმების რიცხვიც გაიზარდა.

– (იცინის) რა თქმა უნდა. ზოგი რას მჩუქნის და ზოგი – რას. ერევანში, ქუჩაში რომ დავდიოდი, ორიგინალურ საჩუქრებს მჩუქნიდნენ ბიჭები: ერთმა შოკოლადის მიკროფონი მაჩუქა; ერთმა – ულამაზესი, ყუთში ჩადებული გაბანტული დათუნია; ერთმა კი ახალ წელს ნაძვის ხე მომართვა, რომელიც ჩემი ფოტოებით იყო მორთული. იმდენი დათუნია მაქვს სახლში, ზოოპარკში გეგონებათ თავი (იცინის). მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამ დაფასებისა და სიყვარულისთვის. სულ ვამბობ, რომ ღმერთი ძალიან მწყალობს – სადაც მივდივარ, ყველგან სიყვარული და პატივისცემა მხვდება-მეთქი. პოპულარობაშიც, ოჯახშიც და მეგობრებშიც ძალიან გამიართლა. 

– ანა, სომხეთში გააგრძელებ შემოქმედებას თუ საქართველოში დაბრუნდები? რაიმე სერიოზული შემოთავაზება ხომ არ გაქვს?

– შემოთავაზებები არის და, ვნახოთ ჯერ ვფიქრობ. ზოგადად, ჯერ მინდა, სწავლას მივხედო: ვიოლინოზე ვიმეცადინო, ერევნის კონსერვატორიაში ჩავაბარო, ცეკვაც კარგად ავითვისო, უცხო ენებს დავეუფლო და ხატვასაც მეტი დრო დავუთმო. სულ ვამბობ, სახლები უნდა მქონდეს საქართველოში, სომხეთსა და გერმანიაში-მეთქი და, ყველგან ვიქნები – საქართველოშიც, სომხეთშიც და გერმანიაშიც.

– საქართველო და სომხეთი გასაგებია, მაგრამ გერმანიაში რატომ?

– იმიტომ, რომ გერმანიაში ვიოლინოს განხრით ძლიერი სკოლაა და მინდა იქ  დავუკრა ორკესტრში. სიმღერის გარდა, მინდა სხვა პროფესიაც მქონდეს და ეს არის ვიოლინო. ოცნებები მისრულდება და, იმედი მაქვს, ამიხდება კიდევ ერთი ოცნება – ვიმღერო სელინ დიონთან ერთად დიდ სცენაზე. მინდა, ხალხის სითბო, რომელიც დავიმსახურე, შევინარჩუნო; ვაკეთო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ამით სხვებსაც ბედნიერება მივანიჭო. „სვეტსკაობა“ არ მიყვარს და, მომავალშიც, მირჩევნია, ისეთი უშუალო დავრჩე, როგორიც ახლა ვარ ხალხის თვალში. „ახალ ხმაში” რომ გავიმარჯვე და მეორე დღეს მივედი, ისეთივე უბრალო და სადა, ყველა კონკურსანტი და ჟიურის წევრი მეუბნებოდა, ვიცოდით, თავში რომ არ აგივარდებოდა ეს წარმატება და პირველობა, რაც იყავი, ისეთივე დარჩიო (იცინის).

 

скачать dle 11.3