კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჭკვიანი“ შუქნიშნები?!

კაეშნის გარეშე

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში გზებიც გაფართოვდა და ავტობანებიც დაემატა – ისეთი წმიდათაწმინდა მოტივებით, როგორებიც საცობების განტვირთვა და თავისუფლად გადაადგილება გახლავთ, საცობებმაც მოიმატა და გადაადგილებაც გაჭირდა, განსაკუთრებით, გაფართოებულ გზებზე, ავტობანების მიმდებარე ტერიტორიებსა და ახალ-ახალ გადასასვლელებზე (ან კი რატომ არ გაჭირდებოდა, თუკი ადგილობრივი სპეციალისტებისთვის აზრიც კი არ უკითხავთ?!).

თუმცა, მძღოლთათვის ფრიად სასარგებლო ნოვაციებიც დაინერგა და, მათ შორის, თაიმერიანი შუქნიშნები, რის მეშვეობითაც, მაგალითად, „წითელზე“ ისე მშვიდად შეისწორებდი პომადას, რომ „მწვანის“ მომლოდინე მამაკაცი მძღოლების მოწონებასაც კი დაისახურებდი არათუ აღაშფოთებდი. 

თუმცა ამ ბოლო დროს თაიმერიანი შუქნიშნების დემონტაჟი დაიწყო (ურიგო არ იქნებოდა, დაგვეთვალა, რა დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს მათი შესყიდვა-დამონტაჟება), მათ ნაცვლად კი ახლები გამოჩნდა – რომლებზეც „ყვითელი“ გამქრალია (ვითომ, რაკი კაეშნის სიმბოლოა?!).

როგორც თბილისის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვნელმა გაგვანათლა, „ყვითლის“ არარსებობა მოძრაობას გააუმჯობესებს (ნეტავ, ეგ როგორ?!); უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, ახალი შუქნიშნები თავად გადაწყვეტენ, როდის „მწვანე“ აანთონ, როდის კი – „წითელი“ (დაითვლიან მანქანების რაოდენობასო). თუ გავითვალისწინებთ, რა ისტორიულ საცობებს იწვევს მოწვეულთა მიერ დაპროექტებული გზაჯვარედინ-ავტობანები, ადვილი წარმოსადგენია, როგორ „გაგვაბედნიერებენ“ „ჭკვიანი“ შუქნიშნები.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს გზებზე ისეთი რეფორმები ტარდება, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ სიუჟეტი გეგონება, ჩნდება ეჭვი – ამ ჩვენი თბილისის მერიაში გზების აყრასაც ხომ აპირებენ?! 

скачать dle 11.3