ანეკდოტები
– ზურა‚ ყავა ხომ არ დაგველია...
– ბიჭო‚ რა უცნაურად წარმოთქვამ სიტყვა „ლუდს“...
***
მათი სიყვარული ისეთი რომანტიკული იყო‚ რომ მათი წერილების წაკითხვისას „კაგებეც“ კი ტიროდა.
***
ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა... მამაკაცი ამაოდ ეცადა, რამეს მოჭიდებოდა და... გვერდით მდგომ ქალს ჩაეხუტა.
– მაპატიეთ‚ სპეციალურად არ მიქნია...
ქალმა გაბრაზებით ახედა.
– აი, ეს კი საწყენია...
***
შევედი მაღაზიაში – ძეხვი უნდა ვიყიდო. სალაროსთან განცხადება კიდია: „1 ლიტრი არყის შეძენის შემთხვევაში‚ საჩუქრად მიიღებთ ტომატ-პასტას 500-გრამიან ქილაში“... რატომღაც ტომატი მომინდა.
***
– სანდრო‚ ამოდი!
– მცივა?
– არა‚ გშია...
***
ექიმი მიმართავს ექთანს:
– ჩაწერე „თავის ქალის ტრავმა“...
– თუ „ქალა-ტვინის ტრავმა“?
– არ აქვს მაგ კაცს ტვინი‚ სამსახურში რომ წავიდა‚ საყვარელთან მიწერ-მოწერილი ესემესებით სავსე მობილური ცოლს დაუტოვა სახლში...
***
– გოგონი‚ იცი‚ კანფეტების ჭამა მავნებელია კბილებისთვის... გაგიფუჭდება...
– ჩემი ბაბუა 106 წლის არის და კბილები წესრიგში აქვს...
– ბევრ კანფეტს ჭამდა?
– არა‚ სხვის საქმეში ცხვირს არ ყოფდა.
***
– ამიწერე შენი თავი...
– საშუალო სიმაღლის‚ ქერა...
– თვალები?
– მაქვს...
***
მამაკაცმა თქვა – მამაკაცმა გააკეთა.
ქალმა თქვა – მამაკაცმა გააკეთა.
ქალმა გააკეთა – ვერაფერს იტყვი...