მხოლოდ ფაქტები
* ძველი ეგვიპტელები ფულს რგოლების სახით ჭრიდნენ, ძველ ბრიტანეთში – ფირფიტების, ძველ რომში კი – ზოდების სახით.
* შპალერი ევროპელთა ბინებში მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში გამოჩნდა. ამ მიზნით ქაღალდის გამოყენება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყეს, მანამდე შპალერს ქსოვილისგან ამზადებდნენ.
* ისრაელის ქნესეთის არჩევნებში ერთხელ იყრიდა კენჭს „ოჯახში მამაკაცთა უფლებების დაცვის მოძრაობა.“
* პირველი მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისთვის დაჯარიმდა, იყო ამერიკელი მარკ უიტი... ის ცხენით დასახლებულ პუნქტ პიკვილისკენ მიემართებოდა.
* გაიუს ცილნიუს მეცენატი იმპერატორ ავგუსტუსის მეგობარი და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. სახელი გაითქვა, როგორც მეცნიერების, ხელოვნების მფარველმა და ქომაგმა. მისი შეგონებით დაწერა ვირგილიუსმა „ენეიდა“.
* მომღერალი ქალი მონიკა ლუდვიგი იტალიის ქალაქ ლივორნის საოპერო სცენაზე პუჩინის ოპერა „ჩიო-ჩიო-სანში“, მესამე აქტში, მადამ ბატერფლაის არიის შესრულებისას სცენაზე შიშველი გავიდა.
* კაპრიზი იტალიური სიტყვაა და თხის უსაქციელობას ნიშნავს.
* მორის რაველს, სერგეი პროკოფიევს, რიჰარდ შტრაუსს მარცხენა ხელისთვის შექმნილი საფორტეპიანო ნაწარმოებები ჰქონდათ.
* რომაელები ცხოველურ ცხიმს ბარბაროსულ საკვებად მიიჩნევდნენ და მხოლოდ ზეითუნის ზეთს გამოიყენებდნენ.
* ინდიელთა საომარი ყიჟინა მათი ფსიქლოგიური იარაღი იყო. გამყინავ კივილს ისინი ქალებისგან სწავლობდნენ.
* მაკედონიური დინასტია ბალკანეთის მმართველმა კასანდროსმა ამოწყვიტა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 317 წელს, ჯერ ალექსანდრე მაკედონელის დედა მოაკვლევინა, რამდენიმე წლის შემდეგ – ალექსანდრეს ცოლ-შვილი – როქსანა და 12 წლის ალექსანდრე.
* ძველ ეგვიპტეში ხანძრის დროს შენობიდან, უპირველეს ყოვლისა, კატები გამოჰყავდათ. შუა საუკუნეების ევროპაში კი ცეცხლში უპირველესად კატებს ყრიდნენ.
* ავსტრალიისა და ახალი კალედონიის აბორიგენებმა არ იცოდნენ, რა იყო მშვილდ-ისარი.
* ციგურები რუსეთში პეტრე პირველმა ჰოლანდიიდან შეიტანა.