კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთად დავეხმაროთ 6 წლის მარიამს!

6 წლის მარიამს აქვს მხედველობის ნერვის თანდაყოლილი დისპლაზია, რაც ნიშნავს, რომ, თუ დროული ქირურგიული ჩარევა არ მოხდება, ბავშვი საერთოდ დაკარგავს მხედველობას. ოპერაცია 20 ათასი ევრო ჯდება, ჩვენ კი თანხის მოგროვების საშუალება არ გვაქვს. რაც გაგვაჩნდა, უკვე ყველაფერი გავყიდეთ ან დავაგირავეთ, რათა მარისთვის სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაგვეტარებინა. მარიამი 3 წლის იყო, როდესაც თვალების ტკივილი დაეწყო. ექიმებმა გვითხრეს, რომ მუდმივი მკურნალობის კურსი იყო საჭირო, ჰოდა, ყველაფერი გავყიდეთ, საცხოვრებლად მარტვილიდან თბილისში გადმოვედით და აქ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. მარიამს სჭირდება ლაზერული ქირურგია, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში მდებარე, აჯიბადენის კლინიკაშია შესაძლებელი, ეს არის ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკა. თურქეთში უკვე გავგზავნეთ ბავშვის მონაცემები და პასუხი მოგვივიდა, რომ, ერთთვიანი სხივური თერაპიის ჩატარების შემდეგ, ორივე თვალის ნერვის „გაღვიძებაა“ შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობა მთლიანად აღუდგება. მარცხენა თვალიდან საერთოდ ვეღარ ხედავს, მარჯვენა თვალში დარჩენილი 0,2-პროცენტიანი მხედველობა კი ყოველდღიურად უქვეითდება და, თუ დროული ჩარევა არ მოხდა, ვეღარაფერს დაინახავს. ვისაც რისი საშუალება გაქვთ, თუნდაც ერთი ლარით, დაეხმარეთ ჩემს მარიამს; ვისაც არ აქვს საშუალება, გთხოვთ, ლოცვით შეგვეწიოთ. მარიამის დასახმარებლად „თიბისი“ ბანკში გახსნილია ანგარიში: ¹GE52TB7067545063600045. მიმღები: მედეა თოლორდავა (მარიამის დედა). „მაგთის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს კი, შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე: 0901 200-250 (ზარის ღირებულება 1 ლარია). მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ, ბავშვი დაბრმავებისაგან ვიხსნათ! 

მარიამის მამა – ლევან მარკოზია. ტელ.: 597-39-32-41.

скачать dle 11.3