კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი ვარსკვლავები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ

ქართველი ვარსკვლავები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ

დვანსა და დიცში განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლები. მომღერლები უშუალოდ ჩავიდნენ კონფლიქტის ზონაში და ოკუპანტი ქვეყნის მიერ მავთულხლართების გავლების პროცესი სიმღერით გააპროტესტეს.

საგანგებოდ ამ მუსიკალური საპროტესტო აქციისთვის შეიქმნა სიმღერა-ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძეა, ტექსტის ავტორი – ნანა ცინცაძე, არანჟირებაზე ნოდარ ხელაძემ იმუშავა, სიმღერა ჩაიწერა „ემ სტუდიოში“.

ქართველმა მომღერლებმა გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ ოკუპაციის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის და ამასთანავე ხმამაღლა გამოეთქვათ პროტესტი იქ განვითარებული მოვლენების გამო.

აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ვერიკო ტურაშვილი, ზურა მანაგაძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი, მანჩო, პაატა თედიაშვილი, ქეთი გომართელი, მიშა ზაქარეიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანი სირაძე, ბესიკ კალანდაძე, სოფო ბედია, ფორტე, თამთა გოგუაძე, კახა კუხიანიძე, ფიქრია მგელაძე, გიორგი გოგელია, ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე, ნინო ძოწენიძე, ბიგ თიკო, ლაშა რამიშვილი, ეკა კვალიაშვილი, ბაჩო ჩუბინიძე, გვანცა ვახტანგიშვილი, კაკი ბოლქვაძე, ნუკრი კაპანაძე, ვიკა ლოგუა, ანსამბლი „მეტეხი“, ქეთი ორჯონიკიძე, ნუკა ლოგუა, მარიამ ზაქარეიშვილი, მარიამ ქვარცხავა – ყველა თაობის ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი გაერთიანდა იმისთვის, რომ პროტესტი ხმამაღლა, სიმღერით გამოეხატათ.

скачать dle 11.3