კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრადიციული ტრადიციები

ტრადიციული ტრადიციები

მსოფლიოში უამრავი მაგების, ჯადოქრების, კეთილი ფერიების კორპორაცია არსებობს, რომელთა გარეშეც ახალი წელი, უბრალოდ, არ დადგება...

* ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში ზღვით შემობრძანდება სინტერკლასი. თავის ერთგულ მსახურ „შავ პიტთან“ ერთად. ჰოლანდიაში საახალწლოდ საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევა ლამაზი და ორიგინალური საახალწლო ღია ბარათები, დეკორისთვის განკუთვნილი ნვითები, წიგნები, საახალწლო კანფეტები.

* ნორვეგიაში მთავარი თოვლის ბაბუა ვერაფერს გახდება გნომების – იულენსანის და ნისეს გარეშე. ისინი შედიან ყველა ოჯახში და იციან, რა სურთ პატარებს. კარგი საჩუქრებია ლამაზად შეფუთული კანფეტები. გნომებს კი ფაფა და ლუდი უნდა დაახვედრო.

* ფინეთი – პატარებს ამ ქვეყანაში საჩუქრებს იოულუპუკები ურიგებენ. ისინი თხებზე ამხედრებული კეთილი გნომები არიან და ტანზეც თხის ტყავი მოსავთ. ურჩი ბავშვების შესაშინებლად როზგებიც აქვთ, წესიერ, დამჯერ პატარებს კი ტკბილეულს ურიგებენ.

* ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში დღემდე შეუცვლელია წითლებში გამოწყობილი სანტა კლაუსი, ისევე, როგორც „კოკა-კოლა“. ტრადიციული საახალწლო საჩუქრებია საახალწლო სუვენირები. ინგლისში საუკეთესო საჩუქრის მოსაპოვებლად ოჯახში კონკურსიც კი იმართება.

* საფრანგეთი და კეთილი პიერ ნოელი. მისი ძმა პიერ ფუეტარია. ჰყავს ბაბუაც როზგებით, რომელიც ურჩებს სჯის. ყურადღებით აკვირდება, როგორ იქცევიან ბავშვები მთელი წლის განმავლობაში. საახალწლო საჩუქრებად საფრანგეთში საუკეთესოა სუვენირები, ძირითადად, პრაქტიკული დანიშნულების; საახალწლო წარმოდგენების ბილეთები და ასევე ევროები.

* იტალიელი თოვლის ბაბუა მდედრობითი სქესის არის და მას ბეფანა ჰქვია. პატარა, ბუთქუნა ცხვირით და დახეული წინდებით. მისი ტრანსპორტი ცოცხია. იტალიაში საახალწლო საჩუქარი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს. წითელი იტალიაში განახლების სიმბოლოა. ცდილობენ, შოკოლადიც კი წითელ ქაღალდში შეფუთონ.

* შვეიცარიელ თოვლის ბაბუას  ბაბუა ტომტე ჰქვია. გირჩის ცხვირი აქვს და დამხმარედ გნომი იუპნისაარი ჰყავს. ასევე, ეხმარება თოვლის კაცი დასტი და მხიარული თაგუნიები. საუკეთესო საჩუქარია ხის ფერებად შეღებილი ცხენი.

 

საშობაო ბაზარი

მსოფლიოში ყველა ხალხს უყვარს ახალი წელი და დადგენილია, რომ წინაასაახალწლოდ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს მოსახლეობა. ყველაზე აღიარებულია ხუთი საშობაო ბაზარი ევროპაში:

1. ნიურნბერგი (გერმანია). ამ ქვეყანას საშობაო ბაზრობების სამშობლოსაც ეძახიან. ბაზრობები ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. ქუჩებზე, მოედნებზე, გაცხარებული ვაჭრობაა გაჩაღებული. საშობაო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გულის ფორმის ტკბილეული და შავი ქლიავის ფიგურებია.

2. კოპენჰაგენი (დანია). საშობაო ბაზრობა აქ ქალაქის ყველაზე დიდ პარკში – ტივოლში იმართება. უზარმაზარი ბაზრობა საგანგებოდ ირთვება და ძალიან ლამაზია. ბავშვებისთვის იდგმება ატრაქციონები. ადგილობრივი თოვლის პაპა – იულემანდენა პატარებს ტკბილეულს ურიგებს.

3. ვენა (ავსტრია) აქ საშობაო ბაზრობა ვენური ვალსების თანხლებით ტარდება. საახალწლო ღონისძიებებში ჭარბობს კლასიკური მუსიკის კონცერტები. იყიდება სუვენირები და ტკბილეული. ვენური ვაფლი – საგანგებოდ დაფარული შაქრითა და შოკოლადით.

4. სტრასბურგი (საფრანგეთი). საახალწლოდ ბაზრობების მოწყობის ტრადიცია ამ ქალაქში სათავეს 1570 წლიდან იღებს. ათასგვარი ნუგბარი და სუვენირებით ვაჭრობა 12 მოედანზეა გაშლილი. მთავარი ბაზრობა, უზარმაზარი, საშობაო ნაძვით შუაგულში, ქალაქის ცენტრში, კათედრალური ტაძრის წინ იმართება.

5. ნეაპოლი (იტალია). საშობაოდ ქალაქში ყველაზე პოპულარული ადგილია. სან-გრეგორიოს ქუჩა. ყოველ წელს ნეაპოლიტანელები აქ მიდიან, რათა ერთი ფიგურა მაინც აუცილებლად იყიდონ, სახლში ქრისტეს შობის დეკორაციის მოსაწყობად. ეს ტრადიციაა. პატარა ჯიხურებში ჭეშმარიტად დიდი ოსტატობით შესრულებული პატარა შედევრები იყიდება.

 

скачать dle 11.3