კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეჭვიანობის გამო ცოლმა ქმრის დანაშაულებები გამოააშკარავა

თბილისის და ერთ-ერთი რეგიონალური პოლიციის ერთობლივმა ოპერატიულმა ჯგუფმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ოთხკაციანი, კარგად ორგანიზებული და ღრმად კონსპირირებული დანაშაულებრივი ბანდა დააპატიმრა. ბანდის არც ერთი წევრი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, თითოეულ მათგანს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობდნენ. შეიარაღებული ბანდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში ყაჩაღობდა და თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუხელთებელი იყო. ისინი, კარგად შემუშავებული, წინასწარი გეგმით მოქმედებდნენ და ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ მოუხელთებელნი, რომ არა ანზორ ყ-ძის ეჭვიანი ცოლი, ჟანა, რომელმაც დახმარებისთვის უბნის ინსპექტორს, უმცროს ლეიტენანტს კობა ა-ძეს მიმართა. პოლიციელმა კობა ა-ძემ თბილისელებთან კონფიდენციალურ საუბარში შემდეგი განაცხადა: „ყ-ძეების ოჯახი, ჩემდამი რწმუნებულ უბანზე სამაგალითო იყო და მათთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები მქონდა დამყარებული. მე და ქალბატონი ჟანა წარმოშობით ერთი რაიონიდან ვართ და ამან უფრო დაგვაახლოვა. ერთხელ, ჟანამ დამირეკა, ოჯახში მისვლა მთხოვა და რომ მივედი, მითხრა:

– იცი, კობა, რომ ანზორი მღალატობს? ამ ბოლო დროს უკიდურეს ცვლილებებს ვატყობ. თვე ისე არ გავა, მანქანას არ მოაჯდეს და 2-3 დღით სადმე არ გაქუსლოს. უკან რომ ბრუნდება, ყოველთვის კარგ ხასიათზეა და დარწმუნებული ვარ, საყვარელთან ატარებს დროს. თუ ჩემი ძმა ხარ, იქნებ მისი საყვარლის ვინაობა დამიდგინო. მივალ, ვნახავ და შევევედრები, ოჯახი არ დამინგრიოს. 

ჟანა, შემეცოდა და დავპირდი, რომ რამეს მოვიფიქრებდი, თუმცა ჯერ არ ვიცოდი, რა უნდა მომემოქმედა. იმავე საღამოს, უკვე სამსახურიდან წამოვედი და ჩემს საცოლეს უნდა შევხვედროდი, რომ მანქანაში მჯდომი ანზორ ყ-ძე დავინახე. შუქნიშანთან იყო გაჩერებული და კიდევ სამი მამაკაცი ეჯდა მანქანაში. შეიძლება, ამ ფაქტისთვის ყურადღება არც კი მიმექცია, რომ არა ერთი საეჭვო გარემოება. ანზორი „ფოლკსვაგენ გოლფს“ მართავდა, თავად კი „მერსედესი“ ჰყავდა. თანაც, ჟანას თქმით, ის ბათუმში უნდა ყოფილიყო. დამაეჭვა მისმა კომპანიონებმაც, რადგან, თუ ის ცოლს ატყუებდა და მართლაც საყვარელი ჰყავდა, მაშინ კაცებთან ერთად რა უნდოდა. ერთი სიტყვით, მე „ფოლკსვაგენის“ ნომერი დავიმახსოვრე, იმავე დღეს გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ მანქანა გატაცებული იყო. იმავე ღამეს, ყაჩაღობა მოხდა ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში, საიდანაც 11 ათასი ევრო და ძვირფასი სამკაულები წაიღეს. ჩემმა კოლეგებმა კი დაადგინეს, რომ მძარცველები სწორედ იმ „ფოლკსვაგენით“ მიიმალნენ, რომელსაც ანზორ ყ-ძე მართავდა და შემდგომ მიაგდეს. ამის მერე, ანზორ ყ-ძეზე ოპერატიული თვალთვალი დაწესდა და შეიარაღებული ბანდა ერთი გასროლის გარეშე აიყვანეს“.

კრიმინალური დაჯგუფების დაკავების სპეცოპერაციის ზოგიერთ დეტალზე ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიციის კაპიტანი გივი ჯ-აძე მოგვითხრობს: „როდესაც ჩვენმა უწყებამ ანზორ ყ-ძეზე მიიღო ინფორმაცია კობა ა-ძისგან, ყ-ძე ოპერატიულ დამუშავებაში მოჰყვა. ანუ, ჩვენ მისი პიროვნების შესწავლას მივყავით ხელი და მასზე თვალთვალი დავაწესეთ. სიმართლე რომ გითხრათ, როცა ყ-ძის დოსიეს ვსწავლობდით, ეჭვიც კი შევიტანეთ ჩვენი კოლეგის ა-ძის ინფორმაციაში. რადგან ანზორ ყ-ძეს უმწიკვლო რეპუტაცია, ბრწყინვალე ბიოგრაფია ჰქონდა და ყველა საუკეთესოდ ახასიათებდა. გარდა ამისა, ყ-ძე ერთ-ერთი სამშენებლო შპს-ს თანამფლობელი იყო, სამი საცხოვრებელი სახლი ჰქონდა აშენებული, გადასახადებს დროულად იხდიდა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მოსამართლემ, რომელსაც ყ-ძეზე ფარული მოსმენის და თვალთვალის სანქცია ვითხოვეთ, თავიდან უარის თქმაც კი დააპირა სანქციის გაცემაზე, როდესაც ამ კაცის დოსიეს გაეცნო, მაგრამ შევიტყვეთ, რომ მეწარმე იური პ-შვილის ოჯახზე აპირებდნენ თავდასხმას. იქ 100 ათასი ევრო ეგულებოდათ. ყაჩაღური თავდასხმა საკმაოდ კარგად იყო მოფიქრებული და ბანდიტები პ-შვილის ოჯახში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების სახელით უნდა შესულიყვნენ, ვითომ მოსალოდნელი ავარიის პროფილაქტიკის მიზნით. პ-შვილი, რა თქმა უნდა, წინასწარ გავაფრთხილეთ და მისი ოჯახი სახლიდან გავხიზნეთ. როდესაც ბანდიტები დღის 2 საათზე, კარგად შეიარაღებულები ეწვივნენ მეწარმე იური პ-შვილის სახლს, იქ ჩვენ დავხვდით და ერთი გასროლის გარეშე, ადგილზევე განვაიარაღეთ”...

ორთვიანი გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, საქართველოს 16 სხვადასხვა ადგილზე 30 დანაშაულებრივი ეპიზოდი დაუმტკიცდათ. თუმცა, ისინი მხოლოდ მეწარმე იური პ-შვილზე ყაჩაღობის მცდელობას აღიარებენ და დანარჩენს უარყოფენ. მიუხედავად ამისა, ბანდიტები 50-ზე მეტმა დაზარალებულმა ამოიცნო, რომელთა ოჯახებშიც ისინი ყაჩაღურად მოქმედებდნენ. ბანდამ, დაყაჩაღებულ მოქალაქეებს 650 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. მაგრამ, საქმეში არც ერთი გაძარცვული ნივთი არაა და სავარაუდოდ, ეს ნივთები მძარცველებმა ჯერ ფულად აქციეს, შემდეგ კი სამშენებლო შპს-ში ჩადეს, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელიც ანზორ ყ-ძეა. 

ანზორ ყ-ძის ადვოკატი, თამაზ კ-ია კატეგორიულად უარყოფს თავის დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს და ამბობს: „ანზორი დანაშაულში ჩაითრიეს, თანაც უნებლიედ, მოტყუებით. მას უთხრეს, რომ ნაძლევი ჰქონდათ დადებული და პ-შვილი უნდა გაეშაყირებინათ. სწორედ ამიტომ ჩაიცვა უნიფორმა, ხოლო ავტომატი კი სათამაშო ეგონა. რაც შეეხება შპს-ში მისი წილის გაყიდვას და გაძარცვულთა ზარალის ანაზღაურებას, ეს არნახული რამაა. არსად არ ჩანს, რომ ყ-ძეს ეს წილი კრიმინალური ფულით აქვს მოპოვებული...“

ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ათიოდე დაზარალებულმა ყ-ძის ადვოკატი თამაზ კ-ია სცემა და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თუკი ის კვლავაც განაგრძობდა ყაჩაღის დაცვას. ამ შემთხვევას ორი დაზარალებულის დაკავება მოჰყვა, რომლებიც გირაოს შედეგად გაათავისუფლეს...

დაზარალებულთა ადვოკატი, ნონა კ-ძე ისევე, როგორც ყ-ძის ადვოკატი, სასამართლოზეა განაწყენებული და ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბანდიტების დანაშაული სრულადაა დამტკიცებული და აშკარაა, რომ სამშენებლო შპს, რომლის წილი ყ-ძეს ეკუთვნის, ნაძარცვი ფულითაა ნაყიდი, მოსამართლეები არც კი ფიქრობენ მის კონფისკაციას და ზარალის ანაზღაურებას. ამით ქართული თემიდა ბოროტმოქმედებს შპს „კრიმინალის“ შექმნაში უწყობს ხელს, რაც ამ ბანდიტებმა მშვენივრად განახორციელეს“.

მოსამართლე ნინო ქ-ავამ კომენტარზე უარი განაცხადა, რაც პროცესის მსვლელობით ახსნა და გვირჩია, მის დასრულებას დაველოდოთ. 

 

скачать dle 11.3