ინდაური ხბოს და ღორის ხორცით
საჭირო ინგრედიენტები: 1 დიდი ინდაური, თავისი ღვიძლით, 150 გრამი ხბოს ხორცი, 100 გრამი ღორის ხორცი, 100 გრამი ლორი, 1 კილოგრამი წაბლი, 0,5 ლიტრი ქათმის ან ძროხის ხორცის ბულიონი, 2 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი, 3 ცალი მწვანე ხახვი, კარაქი, მარილი, პილპილი და სანელებლები – უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ნიორი გემოვნებით.
მომზადების წესი: წვრილად დაკეპილ ღორის და ხბოს ხორცს დაუმატეთ ინდაურის ღვიძლი. წინასწარ კანგაცლილი წაბლი მოხარშეთ ბულიონში, გაატარეთ და დაუმატეთ ფარშს. დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ტაფაზე და მოასხით ფარშს. შეაზავეთ მარილით, პილპილით და სანელებლებით. ამ ფარშით გამოავსეთ ინდაური. შემოახვიეთ ძაფი, ფორმა რომ არ დაკარგოს და თუჯის ტაფაზე დადეთ. მეტისმეტად რომ არ დაიწვას, შემოახვიეთ ფოლგა. მანამდე წაუსვით კარაქი. ფოლგაში შეაყოლეთ დაჭრილი სტაფილო და მწვანე ხახვი არომატისთვის.