კერძი „სადღესასწაულო“
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ყაბაყი, 5 ცალი კვერცხი, 5-6 სადილის კოვზი ფქვილი, მარილი, პილპილი, 500 გრამი ქამა სოკო, 400 გრამი ძეხვი, ცოტა მაიონეზი, 3 თავი ხახვი, ზეთი.
მომზადების წესი: გახეხეთ ყაბაყი მსხვილკბილა სახეხზე, მოაყარეთ ცოტა მარილი, მოათავსეთ თუშფალანგზე და აცალეთ, დაიწუროს. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი და ძალიან კარგად ამოურიეთ. წვრილად დაჭერით ქამა სოკო და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ერთად მოშუშეთ . წვრილად დაჭერით ძეხვი. გამოაცხვეთ თხელი ბლინები (შეწვით ორივე მხრიდან). როცა ბლინები ცოტა გაგრილდება, წაუსვით სათითაოდ მაიონეზი. თითოეულზე მოათავსეთ სოკო და ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ძეხვი და გადაახვიეთ ფრთხილად. 12-14 რულეტი მაინც უნდა გამოგივიდეთ. სუფრაზე მიტანის წინ დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.