ქათამი უნგრულად
საჭირო ინგრედიენტები: 1-კილოგრამიანი ქათამი, 500 მილილიტრი ნაღები (10-20-პროცენტიანი), 30 გრამი ტარხუნა (1 კონა), 3 კბილი ნიორი, 1-2 სადილის კოვზი ზეთი (სიმინდის ან ზეითუნის), მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: გააცხელეთ აიღუმელი 200 გრადუსამდე, ქათამი დაჭერით ულუფებად (შეგიძლიათ, 1 კილოგრამი მარტო ბარკლები იყიდოთ), ჩააწყვეთ ფორმაში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნიორი გაარჩიეთ, ოღონდ, თხელი კანი დაუტოვეთ და ასე ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრებ შორის. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ტარხუნა, მოასხით ნაღები (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ცხიმიანი არაჟანიც), დანამეთ ცოტა ზეთით და მოათავსეთ აირღუმელში. 25-30 წუთის შემდეგ მზად იქნება. სუფრაზე მიტანის წინ ნიორი ცოტა გასრისეთ და კანი მოაძრეთ, ან, საერთოდ ამოიღეთ. ძალიან გემრიელია. ფორმაში ჩაღვრილი სოუსი კოვზით ამოიღეთ და კერძს ზემოდან მოასხით.