შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 14 მაისს, ღამის საათებში. რომელ სფეროში გაუმართლებს მას სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან ელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა: მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. არ არის სასურველი ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები ხასიათში, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 5 დეკემბერს, დილით. მინდა უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1982 წლის 17 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა, მუშაობა. ასტროლოგიურად ამ თვალსაზრისით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 5 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1988 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?
პასუხი: მისთვის კარგი და მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.