ჭკვიანური ჩანაცვლება
ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ, რომელი კერძის ან სასუსნავის ჩანაცვლებით დაიჭერთ ერთად ორ კურდღელს: სიამოვნებასაც მიიღებთ და კალორიებსაც ნაკლებს დააგროვებთ. ეს „ჩანაცვლების“ მეთოდი, შეგიძლიათ, ბავშვებთან მიმართებაშიც თავისუფლად გამოიყენოთ.
1 ცალი კრუასანი (390 კილოკალორია) ჩაანაცვლეთ 1 ცალი ქიშმიშიანი ფუნთუშით (260 კილოკალორია);
100 გრამი ძეხვი „საექიმო“ 280 კილოკალორია – 100 გრამი მჭლე ლორით (110 კილოკალორია);
1 ცალი დონატი (460 კილოკალორია) – 1 ცალი კრემიანი „პონჩიკი“ (320 კილოკალორია);
100 გრამი შოკოლადის პასტა (530 კილოკალორია) – 100 გრამი ხილის ჯემი (280 კილოკალორია);
100 გრამი ნაღების კარაქი (740 კილოკალორია) – 100 გრამი ჭყინტი ყველი (130 კილოკალორია);
100 გრამი ჩიპსები (530 კილოკალორია) – 100 გრამი ჩირიანი მიუსლი (310 კილოკალორია);
1 ცალი პატარა, ძეხვიანი პიცა (240 კილოკალორია) – 1 ცალი პატარა, მჭლე ლორიანი პიცა (160 კილოკალორია).
რაც შეეხება ტკბილ სასმელებს, მათი ჩანაცვლებაც შესაძლებელია: 1 ჩაის ჭიქა მინერალურ წყალს შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
ოღონდ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თავისთავად, არც ჩანაცვლებული პროდუქტებია, მთლად დიეტური. ამიტომ, მათი გამოყენება სასურველია მხოლოდ მაშინ, როცა დიეტის პერიოდში რაიმე „სხვანაირი“ საჭმლის გემო მოგენატრებათ.