კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მავნებელია თუ არა შელაკის გაკეთება?

პასუხი: პერმანენტული მანიკიური მოდიდან არ გადადის. შელაკის გარდა, გამოჩნდა არაერთი სხვა მდგრადი ლაკი, მათი მავნებლობის შესახებ კამათი კი არ წყდება. თავისთავად, ლაკის საფარი მავნებელი არ არის; უფრო მეტიც, მისი წყალობით, ქალებს საშუალება ეძლევათ, დაიცვან ფრჩხილები მტვრევისა და ზედაპირული დაზიანებისგან. მაგრამ, ამის მიუხედავად, გელ-ლაკის მუდმივად მოხმარება რეკომენდებული არ არის – სამ კვირაში ერთხელ აუცილებელია ორკვირიანი პაუზის გაკეთება; ასევე, მავნებელია მისი მოშორება შინაურ პირობებში – ამისთვის უნდა მიმართოთ სპეციალისტს (სალონში), რათა არ მოხდეს ფრჩხილის ზედა ფენის დაზიანება ან აქერცვლა. თუ ამ წესებს დაიცავთ და ყოველდღე წაისვამთ ნუნებისთვის განკუთვნილ ზეთს, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ცნობისთვის: ნუნების ზეთი უნდა წაისვათ მაშინაც, თუ ჩვეულებრივი ლაკი გისვიათ.

კითხვა: ყველასთვის სასარგებლოა თუ არა აიურვედას მასაჟი?

პასუხი საერთოდ, ნებისმიერი მასაჟის (სხეულის მასაჟს ვგულისხმობთ) გაკეთების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, რადგან, შესაძლოა, რამე ისეთი პრობლემა გქონდეთ ჯანმრთელობის მხრივ, რომ მასაჟი თქვენთვის მავნებელი აღმოჩნდეს.

კითხვა: შევიძინე ანტიცელულიტური კრემი. როგორ უნდა გამოვიყენო? ანოტაცია ვერ წავიკითხე, რადგან, ისე წვრილად არის დაბეჭდილი, რომ ლუპითაც ვერ დავინახე.

პასუხი: ანტიცელულიტური კრემი წაისვით პრობლემურ ადგილებზე, მსუბუქი დამასაჟებით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. ხელის მოძრაობა უნდა იყოს ხან „მოთელვითი“, ხან კი – უფრო მსუბუქი დაწოლით. მასაჟი უნდა იყოს ინტენსიური, მაგრამ, არა მტკივნეული. მულტიაქტიური კრემი უნდა წაისვათ შხაპის მიღების შემდეგ, რათა კანმა უკეთ შეიწოვოს. ეს კრემი იმითიცაა კარგი, რომ მისი შეწოვა მომენტალურად ხდება და ტანსაცმელზე ლაქას არ ტოვებს.

 

 

скачать dle 11.3