კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ქალური სპეცეფექტები

 

არსებობენ ქალები, რომლებსაც შესწევთ უნარი, თავის გარშემო მუდმივად სადღესასწაულო განწყობა შექმნან. იყვნენ მუდამ გამორჩეულები, ეფექტურები და შესამჩნევნი. ეს მათი თანდაყოლილი ნიჭია, თუ, უბრალოდ, შეძლეს, ესწავლათ, როგორ მოახდინონ პოზიტიური ზეგავლენა ძლიერ სქესზე.

სხვათა შორის, ფსიქოლოგებიც კი გამოარჩევენ ქალის რამდენიმე ტიპს, რომლებიც, მართლაც რომ, მისაბაძნი და ჭეშმარიტად ქალურები არიან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

ქალი – „ახალი წელი“: ეს არსება დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. მას სწამს, რომ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მთავარი და ყველაზე კარგია... ამით არ კმაყოფილდება და უნდა, რომ ამის შესახებ პარტნიორისგანაც მოისმინოს. თანაც, რაც შეიძლება, ხშირად. ამასთან ის ყოველთვის ფორმაშია და ყოველთვის აძლევს მამაკაცს მისით აღფრთოვანების საბაბს. თავიდან ეს ყველაფერი მოსწონს მამაკაცს, მაგრამ მერე იღლება... წარმოიდგინეთ, რა მოგვივიდოდა, ახალი წელი თავისი თანმხლები მოვლენებით კვირაში ერთხელ რომ გვქონდეს?!

ამიტომ, ასეთ ქალებს ურჩევენ „სპეცეფექტები“ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახონ, რათა არ დაკარგონ ის ხიბლი, რაც დღესასწაულს აუცილებლად უნდა ახლდეს თან.

ქალი – „კარნავალი“: ამ ტიპის ქალი ისეთი თვალშისაცემი და „კაშკაშაა“, რომ შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს. აქტიურია, კომუნიკაბელური და თითქმის ყველას უნდა მის გვერდით ყოფნა, ქალებსაც და კაცებსაც. თუმცა, ერთი მინუსი აქვს – ასეთი ქალის გვერდით აუცილებლად დაიღლებით. დაიღლება, მით უფრო, მამაკაცი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია ერთ ადგილზე ყოფნისკენ: „დავრჩეთ რა, დღეს სახლში. ვიყოთ მშვიდად და უბრალოდ,“ – ადრე თუ გვიან, ქალი – „კარნავალის“ მეუღლე ამ ფრაზას იტყვის, მაგრამ ქალი ვერ გაუგებს. მას ავიწყდება, რომ კაცი ნაკლებად აქტიურია და ნაკლებად უყვარს ხმაურიანი გართობა. ურჩევნია, დივანზე იწვევს გაუნძრევლად და არაფერი აკეთოს. თუ ქალი – „კარნავალი“ ამას არ გაითვალისწინებს, აუცილებლად ექნება პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში.

ქალი – „დაბადების დღე“: სასიამოვნოა, როცა ყველაფერი ჩემთვის კეთდება... – ეს არის მისი ცხოვრებისეული კრედო. უყვარს ყურადღება, ალერსი, თბილი სიტყვები, საჩუქრები და თუ ამ ყველაფერს არ იღებს, ძალიან ნაღვლობს. ამიტომ, უყურადღებო მამაკაცისთვის ასეთი ქალი ნამდვილი სტრესია. მამაკაცს ხომ თვითონაც ძალიან უყვარს ყურადღება. მოკლედ, თუ ქალი-„დაბადების დღე“ ხართ და სული გთხოვთ, მუდმივად ვიღაც გეფერებოდეთ, კუდს გიქიცინებდეთ... შეიძინეთ ლეკვი – მას მამაკაცზე გაცილებით მყარი ნერვები აქვს და არასოდეს დაიღლება თქვენი ალერსით.

ქალი – „გაზაფხული“: ერთი მხრივ, ყველას ახარებს და ახალისებს, მეორე მხრივ – შფოთიანი, ცვალებადი და ამოუცნობი ბუნება აქვს. გუნება-განწყობაც ძალიან ხშირად ეცვლება. მომთხოვნია, თუმცა, თავად არასოდეს ამბობს, რა სჭირდება კონკრეტულად. მაგრამ, თუ ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, ანჩხლობს. თუ კაცი ჭეშმარიტად შეყვარებულია, კიდევ იტანს პარტნიორის ხუშტურებს, მაგრამ, შეიძლება, ისიც გაღიზიანდეს. „გაზაფხულმა“ უნდა თქვას, რას ითხოვს ოჯახის წევრებისგან, მაშინ, არც თვითონ ინერვიულებს და არც სხვებს შეუქმნის პრობლემებს.

 

პლუსები და მინუსები

 

ღირს თუ არა, გათხოვდე, შექმნა ოჯახი გრძნობის კარნახით – სიყვარულითა და დიდი ემოციებით... ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში ეს უკვე ამჩატებად, ქარაფშუტობად მიიჩნევა. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. ანუ, არსებობს პლუსებიც, თანმხლებ მინუსებთან ერთად.

დავიწყოთ პლუსებით: ჯერ ერთი, როცა გრძნობა ნათელი და უანგაროა, ის აღაფრთოვანებს წყვილს და ზოგჯერ შეუძლებელს შეძლებენ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადვილად აგვარებენ თანაცხოვრებისას წარმოქმნილ პრობლემებს. ყურადღებას არ აქცევენ ერთმანეთის ნაკლსაც. გულწრფელი სიყვარული ადამიანებს ტოლერანტულს ხდის და ეს ძალიან კარგია. მათ აქვთ დიდი შანსი, უმტკივნეულოდ გადალახონ ფსიქოლოგიური თანაშეწყობის ბარიერები. სწრაფად ეგუებიან ერთმანეთს და იშვიათად კინკლაობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – საუბარია ჭეშმარიტ სიყვარულზე.

მინუსები: სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სიყვარული გადის... ის ისეთი მძაფრი და მასშტაბური აღარ არის, როგორც თავიდან იყო – მით უფრო, თუ თავიდანვე სიყვარული ლტოლვაში აერიათ და ურთიერთობა ასე დაიწყო. ასეთ დროს კრახი გარდაუვალია. თუ საქმეში გონება არ ჩაერთვება, შედეგი აუცილებლად სავალალო იქნება. პრობლემათა უწყვეტი ჯაჭვი წყვილის კავშირისგან აღარაფერს დატოვებს. ნამცეცებად აქცევს და გაანადგურებს. ჩხუბი, სკანდალი და აყალ-მაყალი ყოველდღიურობად იქცევა.

ანუ, თქვენ უნდა ეცადოთ, გამოიყენოთ პლუსები და მონახოთ მინუსების პრევენციის გზები. მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება.

 

ნუ გაანაწყენებთ ქალს

 

არავინ თქვას და მით უმეტეს, არ დაიჯეროს, რომ ქალები ვარცხნილობის და ჩაცმის სტილს მხოლოდ დეპრესიის ან პრობლემების დროს იცვლიან. ქალს განახლების სურვილი და ხალისი სულ აქვს – ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პირობებში. ეს ძალიან კარგია. თუმცა, ისიც მართალია, რომ კრიტიკულ მომენტებში, პირველი, რაც მოგაფიქრდება, არის: ხომ არ შემეცვალა რამე საკუთარ გარეგნობაში. ქალების უმრავლესობას სჯერა, რომ სტილის რადიკალურად, მკვეთრი შეცვლით მისი ცხოვრებაც იცვლება, თანაც უკეთესობისკენ...

როგორ უნდა გაანაწყენოთ ქალი? – უყურადღებოდ დატოვეთ მის გარეგნობაში მომხდარი ცვლილება. ძლიერი სქესის წარმომადგენლისათვის ეს მიკროსკოპული წვრილმანია, მაგრამ ქალბატონებისთვის, მით უმეტეს, ისეთებისთვის, რომლებიც საკუთარ გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ – ჭეშმარიტად მასშტაბური კატასტროფა.

ნუ აწყენინებთ თქვენს საყვარელ ქალბატონს, მით უმეტეს, დღესასწაულის დღეებში. მან ხომ ყველაფერი გააკეთა, თქვენთვის კომფორტი რომ შეექმნა, გემრიელი კერძები მოამზადა და საახალწლო საჩუქარიც კი გიყიდათ. შეხედეთ ყურადღებით და აღნიშნეთ ის, რომ ახალი ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ სამოსი ძალიან უხდება. თქვენ ამით მხოლოდ მოიგებთ.

скачать dle 11.3