კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ცუდი განწყობით საჭმლის გაკეთება და რისგან ვიცავთ თავს სარკის ჯიბით ტარებისას

ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმი არის უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმე. თუმცა, ამას, ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ამჩნევს. ორგანიზმიც კი გვაძლევს ზოგჯერ მინიშნებას მოსალოდნელ ბედნიერებასა და უბედურებაზე, მაგრამ, მისი ამოცნობა და გაგება გაგიჭირდებათ, თუ მისი ამოხსნა არ იცით.

 

ლელა: ალბათ, ბევრი თქვენი ახლობლისგან გსმენიათ: წარბი ან თვალი მითამაშებს და ალბათ, სასიხარულო ამბავი მელის; საკუთარ თავზე მინიშნება ცუდად მაქვს დაცდილი ახალმთვარეობაზე აღებულ ფულს შემდეგ ბევრი ფული მოსდევს; არ მაქვს კარგად დაცდილი ცხვირსახოცის ან სარკის სხვაზე გაჩუქებაო და ასე შემდეგ. 

– და, ამაში სიმართლის მარცვალი დევს?

– ყოველივე ამაში სიმართლის მარცვალი დევს კი არა, ეს დიდი სიმართლეა. თუმცა, მთავარია, ამ და სხვა მოვლენების სწორად ახსნა შეგეძლოთ. სხეულის ენის გაგება, თუ მინიშნებების სწორი აღქმა, ძნელი არ არის, მაგრამ ამისთვის დაკვირვებული თვალი და გარკვეული ცოდნაა საჭირო. მაგალითად, დედაჩემს მარცხენა ხელისგული რომ მოეფხანებოდა, იტყოდა, დღეს ფული შემომივაო; თუ მარჯვენა ხელი მოეფხანებოდა – დღეს აუცილებლად შევხვდები დიდი ხნის ნაცნობს, გამარჯობას ვეტყვი და მარჯვენა ხელს ჩამოვართმევო. მისი ცხვირის მოფხანა და სტუმრის მოსვლა, ხომ ერთი იყო. მეც არ მივაქცევდი ყურადღებას მსგავს რამეებს, რომ არა დედაჩემი. შეიძლება, ბევრს ჩემი ნათქვამი სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ, დაფიქრდით, გააანალიზეთ საკუთარ თავზე დაცდილი მინიშნებები და მისი შედეგები და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ახლა კი ისეთ ეზოთერიკულ დარიგებებს მოგცემთ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ ახალ ჭურჭელს შეიძენთ, ვთქვათ, ვედროს, ჯამს, ფიალას, ლარნაკს და ასე შემდეგ, სახლში შეტანისთანავე სამჯერ წარმოთქვით: „ეს სავსე იყოს, მე კი სიღარიბეს დავავიწყდე”. თუ მიიჩნევთ, რომ თვალს ადვილად იღებთ, როცა ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, რომ არ გაგთვალოთ, გულში გაიფიქრეთ: „კი მიყურებ, მაგრამ ვერ მხედავ”. ასევე, როცა ტანსაცმელს იცვლით, ეცადეთ, არ მიმოფანტოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათში ბოროტი სულები იბუდებენ. კატეგორიულად იკრძალება მაგიდაზე ხელჩანთისა და ქუდის დადება. ორშაბათობით ნუ გაასესხებთ ფულს, რადგან გამსესხებელი ხეირს ვერ ნახავს მთელი კვირის განმავლობაში, მსესხებელს კი ყველაფერში გაუმართლებს. კარგია, თუ ფულს სავსემთვარეობისას ისესხებთ. პარასკევს ნუ დაალაგებთ სახლს სველი წესით. ცოცხი კი ყოველთვის თავდაყირა, ტარით ქვევით დადეთ. ასე, ბარაქას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბედებთ. აგრეთვე, არ ვარგა ცხვირსახოცისა და სარკის გაჩუქება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისაც აჩუქებთ, მასთან დაშორება გარდაუვალია. ადამიანები თავად ვქმნით ცხოვრებაში ჩვენი წარმატების კოდს. 

 – იმასაც ხომ ამბობენ, გზიდან დაბრუნება და საკუთარ თავზე მინიშნება არ ვარგაო. ასეთ შემთხვევაში რა საფრთხე გველის? 

– დიახ, არ ვარგა გზიდან დაბრუნება. ამ დროს ამბობენ, კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწევთ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით – ასე, სახლის ენერგიას აიღებთ და სარკეშიც ჩაიხედეთ, რადგან სარკეში თქვენი გამოსახულების არეკვლისას ენერგია ორმაგდება. ხოლო, რაც შეეხება საკუთარ თავზე მინიშნებას, თითით ჩვენებისას ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს. თუ სხვის დაავადებაზე საუბრობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს, რაც სხვას სჭირს. ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ. ასევე, აქვე გეტყვით, რომ სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი პოზიციის ადგილია ბინაში. კუთხე ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია. თუ ზურგს უკან ახლობელი ადამიანი დგას, სასწრაფოდ მიბრუნდით მისკენ პირისახით. სხვათა შორის, არ ვარგა, თუ ვინმე უკან გიდგათ და დაჟინებულად გაკვირდებათ ზურგზე. საქმე ისაა, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა. ასევე, საშიშია დანაწევრებული, გატეხილი და ნახატებიანი სარკის ქონა. თუ სარკე მთელი და დაუნაწევრებელი არ არის, ის არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ, ჩვეულებრივ, სარკეს ჯიბით ატარებთ, ეს კარგია, რადგან ის მტრისგან გიცავთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ, თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, ის დაიცავდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას, კერძოდ, შემხვედრის უარყოფითი ენერგიისგან. სარკე ჯიბეში ამრეკლავი ზედაპირით პატრონის სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ის მის უარყოფით აზრებსა და ჩანაფიქრს აირეკლავს. არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენა მიგვანიშნებს შესაძლო მოსალოდნელ საფრთხესა თუ სასიამოვნო ფაქტზე. მაგალითად, როცა ადამიანს ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდება ტირილი, უნდა მიხვდეს, რომ რაღაცაშია საქმე. უეცრად გულის აჩქარებაც კი მოსალოდნელი საფრთხის მიმანიშნებელია. ამ დროს ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგანიშნებთ, მაგრამ ადამიანი ამას ვერ ხვდება.  

– მართალია, რომ ამბობენ, ცუდ განწყობაზე თუ გააკეთა ადამიანმა საჭმელი, ეს სხვაზეც უარყოფითად აისახებაო?

– დიახ, და ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ, შესაძლოა თავი, მთელი დღე ცუდად იგრძნოთ. კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და რა განწყობასაც ჩააქსოვთ მასში, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ და „ვიტუმბებით”. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმის მაგიდაზე დევს ჭურჭელი, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე, უარყოფით ენერგიას „ისვრის” მისკენ. ეს კი მას წარუმატებელს ხდის სიყვარულში, კარიერასა და ფინანსებში. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ უიღბლობა, უფულობა, გაუთხოვრობა თუ უცოლობა, უნდა მოერიდოთ იმ ადგილს, საითაც მაგიდის კუთხეა მიმართული. 

 

скачать dle 11.3