კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ორსულობის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივი უშუალოდ სექსის წინ უნდა მივიღო თუ რეგულარულად უნდა ვსვა?

პასუხი: ამჟამად კონტრაცეფციის რამდენიმე მეთოდი არსებობს: არის როგორც რეგულარულად მისაღები, ისე უშუალოდ სქესობრივი ურთიერთობის წინ ან შემდეგ გამოსაყენებელი. შესარჩევად, აუცილებელია, გინეკოლოგს მიმართოთ.

კითხვა: „მშრალი თვალის” სინდრომის სამკურნალოდ რაიმე ხალხური საშუალება თუ არსებობს?

პასუხი: ყურადღებით მოეკიდეთ მშრალი თვალის სინდრომს, რადგან, მკურნალობა მნიშვნელოვანია არა მარტო კომფორტის მისაღწევად, არამედ, რქოვანას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამიტომ, თუ მოწოდებულ რჩევებს შედეგი არ ექნება, მიმართეთ ოფთალმოლოგს. ხშირად მდგომარეობას აუმჯობესებს ხელოვნური ცრემლის (თვალის წვეთების სახით) რეგულარული გამოყენება (უპირატესობა ენიჭება ხელოვნურ ცრემლს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს). ასევე, რეკომენდებულია უბრალო, მარტივი ღონისძიებები, მაგალითად: 

დღის განმავლობაში უფრო მეტი სითხის მიღება – 8-10 ჭიქისა დღეში (თუ არ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა ან სხვა პათოლოგია); პერიოდულად თვალების ხშირი ხამხამი, განსაკუთრებით – კითხვისა და ტელევიზორის ყურების დროს.

კითხვა: მანდარინის ჭამა თუ შეიძლება მეძუძური ქალისთვის?

პასუხი: ზოგადად, ლაქტაციის პერიოდში მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს ალეგიული თვისებების მქონე ხილი და ციტრუსები. ექიმები ერთმნიშვნელოვნად კრძალავენ ტროპიკული ხილისა და ციტრუსების მიღებას, მაგრამ, შეიძლება, სცადოთ და ცოტაოდენი ფორთოხალი ან მანდარინი მიირთვათ და დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას.

კითხვა: შეიძლება თუ არა ქალმა ივარჯიშოს კრიტიკულ დღეებში? 

პასუხი: მენსტრუაციის დროს ინტენსიური ვარჯიშისგან თავი შეიკავეთ, რადგან, არსებობს სისხლდენის გაძლიერების ალბათობა. ციკლის მეოთხე-მეხუთე დღიდან შეგიძლიათ, განაგრძოთ მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა.

კითხვა: ერთი კვირაა გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი საკვების მიღება მეკრძალება და რამდენი ხანი უნდა ვიყო დიეტაზე?

პასუხი: სასურველია, დიეტა დაიცვათ 3 თვის განმავლობაში, ისე, რომ რაციონი თანდათანობით გააფართოვოთ და მიუახლოვოთ ჩვეულებრივ კვების რეჟიმს. მკაცრად გეკრძალებათ ცხიმიანი, მჟავე, ცხარე, მწარე და კონსერვირებული საკვები

скачать dle 11.3