ფარელ უილიამსი: 2013 წლის ნომერ პირველი ვარსკვლავი მსოფლიო შოუ-ბიზნესში
ფარელ უილიამსი 2013 წლის ყველაზე ტირაჟირებული შემსრულებელია. მისმა თანამშრომლობამ მეგა-პოპულარულ ჯგუფ „დაფტ პანკთან” და პროექტმა „ჰეფი,” მისი პოპულარობის მასშტაბები კიდევ უფრო გააფართოვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფარელი 2013 წლის ნომერ პირველი მომღერალია.
* ფარელ უილიამსი 1973 წლის 5 აპრილს დაიბადა ქალაქ ვირჯინია-ბიჩში – ვირჯინიის შტატი. მისი მშობლები კეროლინ და ფარა უილიამსები არიან. ფარელს ჰყავს ოთხი ძმა – ფარა უილიამს მესამე, დევიდი, კატო (პროფესიონალი სკეიტბორდისტი) და სოლომონ უილიამსები.
* ფარელის სიმაღლე 175 სანტიმეტრია.
* 1990-იან წლებში, ბავშვობის მეგობრებთან: ჩედ ჰუგოსთან, შეი ჰეილისთან და მაიკ ეტერიჯთან ერთად, ფარელმა დააარსა „არენბი” ჯგუფი „ნეპტუნეს”, რომელიც უფროსკლასელთა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობდა. იქ დამწყები მუსიკოსები შეამჩნია პროდიუსერმა ტედი რაილიმ. რაილისთან ერთად „ნეპტუნესმა” საპროდიუსერო საქმიანობა დაიწყო და სხვადასხვა დროს ფარელი და მისი გუნდის წევრები თანამშრომლობდნენ ბრიტნი სპირსთან, კელისთან და 2000-იანი წლების დასაწყისის სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ პოპ-შემსრულებლებთან.
* 2004 წელს ფარელმა, პოპულარულ რეპერ სნუპ დოგთან ერთად, ჩაწერა ჰიტური კომპოზიცია „დროფ ით ლაიკ ითს ჰოთ”.
* 2005 წელს ფარელმა გამოუშვა სადებიუტო სოლო-ალბომი „ინ მაი მაინდ”, რომლის ჩაწერის დროს ის გვენ სტეფანისთან, სნუპ დოგთან და კენი უესტთან თანამშრომლობდა.
* ფარელის მუსიკალური კერპები მაიკლ ჯექსონი, მარვინ გეი და დონა ჰეთევეი არიან.
* ფარელი ანიმაციური პერსონაჟის „სპანჯბობის” მოყვარულია და კონცერტებზე ხშირად გამოდის თავისი საყვარელი გმირის მაისურით.
* ფარელი ფლობს ტანსაცმლის საკუთარ ხაზს სახელწოდებით „ბილიონერ ბოი ქლაბს” და ასევე, ბუტიკს ნიუ-იორკში, დასავლეთ ბროდვეიზე. ის თანამშრომლობს „ლუი ვიტონის” სამოდელო სახლთან და ქმნის აქსესუარების მოდელებს.
* ფარელი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულია, განსაკუთრებით, ტელესერიალი – „სტარ ტრეკი” უყვარს.
* ფარელს მსოფლიო შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად ჩამცმელ ვარსკვლავად იცნობენ.
* ფარელი პირველი შემსრულებელია მსოფლიოში, რომელმაც 24-საათიანი კლიპი გადაიღო თავის სიმღერაზე „ჰეფი”. კლიპის გადაღებებში მასთან ერთად მონაწილეობდნენ კალათბურთელი: მეჯიქ ჯონსონი, მსახიობი სტივ კარელი და კომიკოსი ჯიმი კიმელი.
* 2013 წლის ოქტომბერში ფარელი თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე, მოდელ ელენ ლასიჩანზე დაქორწინდა, რომელთანაც 2008 წელს დაბადებული ვაჟი – როკეტ მენ უილიამსი ჰყავს.