ყველა დროის ყველაზე ლამაზი პირველი ქალბატონები
ისინი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე სექსუალური და ლამაზი პირველი ქალბატონები არიან. მათი შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი კი გარეგნობა, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობა და ოჯახი იყო.
რანია ალ-აბდულა
იორდანიის მეფის, აბდალა იბნ ჰუსეინის მომხიბლავი მეუღლე, ნამდვილი დედოფალი რანია ალ-აბდულაა. ულამაზესი შავთმიანი ქალბატონი მეფეს ოთხ შვილს უზრდის და საზოგადოებრივი საქმითაც არის დაკავებული. დედოფალი რანია თანამედროვე არაბი ქალის ნამდვილი სახეა და მისი გემოვნება და ქალურობა ნამდვილად მისაბაძია არაბულ სამყაროში.
კარლა ბრუნი
საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლე, კარლა ბრუნი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ მიიჩნევა მსოფლიოში. ნამდვილი ლედისთვის დამახასიათებელი გარეგნობა, ხასიათი, ქცევის მანერა, ჩაცმულობა და მიღწევები მსოფლიო შოუ-ბიზნესში. თუკი არსებობს ფრანგებისთვის მიზეზი, რის გამოც შეიძლება ენატრებოდეთ ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდი, ერთ-ერთი სწორედ კარლა ბრუნი იქნება.
მეჰრიბან ალიევა
აზერბაიჯანის პირველი ლედი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და ულამაზესი ქალბატონი მეჰრიბან ალიევა, წლებია, პირველი ქალბატონების მსოფლიო ტოპ-ათეულის უცვლელი წევრია. მეჰრიბანის სილამაზეზე აზერბაიჯანში და მის გარეთ ლეგენდები დადის. დახვეწილი, არისტოკრატული მანერების მქონე მეჰრიბანი ქალურობისა და სილამაზის ჭეშმარიტი განსახიერებაა.
ჟაკლინ კენედი
ჯონ კენედის მეუღლე, ჟაკლინ კენედი, მავანთა აზრით, ყველა დროის ყველაზე ცნობილ ამერიკელ პირველ ლედიდ ითვლება, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს დროს, კენედის მკვლელობის მომენტში, მეუღლის გვერდით იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ჟაკლინი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც გვერდში ედგა ქმარს და, რომ არა მისი თანადგომა, შესაძლოა, ჯონ კენედის ხელი ჩაექნია პრეზიდენტობაზე.
ასმა ასადი
იმის მიუხედავად, რომ სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის „პერსონა ნონ-გრატად” არის გამოცხადებული, მისი მეუღლე, ასმა ასადი, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მომხიბლავ პირველ ლედიდ ითვლება მსოფლიო ისტორიაში. 2008 წელს გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა „ელმა” ასმა პლანეტის ყველა დროის ყველაზე დახვეწილ პირველ ლედიდ გამოაცხადა.