კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო: მარხვის დროს ვმარხულობ და ჩემს მოზარდ შვილსაც ვამარხულებ. ზოგიერთი ახლობელი მსაყვედურობს, ბავშვს აშიმშილებო. სწორად ვიქცევი თუ არა?

პასუხი: თუ ეკლესიის მრევლი ხართ, მარხვასა და შიმშილობას შორის განსხვავება გეცოდინებათ. მარხვა არა მხოლოდ ბავშვებში, უფროსებშიც ზომიერებას მოითხოვს. ასაკისა და ჯანმრთელობის მიხედვით, თქვენს შვილსაც მოძღვარმა უნდა შეურჩიოს მარხვის სიმკაცრე. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ მოზარდის ქრისტიანად აღზრდა მხოლოდ საკვების შეზღუდვას არ გულისხმობს. ესაუბრეთ მას ქრისტიანული ცხოვრების წესზე და მიეცით საკუთარი მაგალითი ქრისტიანული ცხოვრებით.

კითხვა: როდესაც აღსარებას ვამბობ, ვფიქრობ იმაზე, რომ, შესაძლოა, დავიწყებული მქონდეს მრავალი ცოდვა, რომლებსაც ადრე ყურადღებას არც ვაქცევდი. რა ვუყო ამ პატარ-პატარა ცოდვებს?

პასუხი: იმისთვის, რომ აღსარებაზე სრულად გავთავისუფლდეთ ცოდვებისგან, ვთხოვოთ უფალს, რომ აგვიხილოს თვალი ყველა ჩვენს ცოდვაზე. ამასთანავე, უნდა შევიძინოთ საგანგებო საღვთისმეტყველებო გამოცემები ცოდვათა ზედმიწევნით სრული ჩამონათვალით და შევუსადაგოთ მათ ჩვენი ცოდვები. განსაკუთრებით აუცილებელია ქრისტიანისთვის დიდმარხვაში შვიდგზის ზეთისცხებაზე დასწრება, როცა ადამიანს ეპატიება ის ცოდვები, რომლებიც დავიწყებული აქვს.

კითხვა: ძალიან მინდა ჩემი პატარა შვილის ზიარება, მაგრამ, ცოტა ჭირვეულია და, მეშინია, ვაითუ, არ მიიღოს უფლის სისხლი (ღვინო) და ხორცი (პური). როგორ მოვიქცე?

პასუხი: სულ პატარა ბავშვს, შეგიძლიათ, მიაღებინოთ მხოლოდ ერთი წვეთი ქრისტეს სისხლისა, უფრო მოზრდილებს კი არ დააძალოთ.

კითხვა: ტაძარში ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები იმის გამო, რომ ზოგიერთი მლოცველი თავისი ქცევითა და ლაპარაკით მღვდელმსახურებს ხელს უშლის და მეც გონებას მიფანტავს. უნდა მივცეთ თუ არა ასეთ დროს მათ შენიშვნა?

პასუხი: წმიდა იოანე ოქროპირი ასეთ დროს შენიშვნის მიცემის უფლებას თვით პატარა ბავშვსაც კი აძლევდა.

скачать dle 11.3