კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ელოდება ახალ წელს არასდროს ჯანეტ ქერდიყოშვილის თოვლის ბაბუა და ვისგან მიიღო მან ყველაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზება

ჯანეტ ქერდიყოშვილი ცოტა ხნის წინ ავად გახდა და დღემდე  ხარკოვის ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და საქართველოში დაბრუნდება. 

 

ჯანეტი: ამჟამად ისევ ხარკოვში ვარ, მაგრამ, შეიძლება, ოჯახთან ერთად წავიდე პეტერბურგში, ოღონდ, მატარებლით, რადგან, თვითმფრინავით ფრენა არ შეიძლება – ეს გარკვეული რისკია და ამიტომ ვერიდები. სარეაბილიტაციო კურსი მინდა გავიარო ან ევროპაში, ან საქართველოში, ან აქ, ხარკოვში. იმდენ წამალს ვსვამ, ორგანიზმი უკვე ინტოქსიკაციას განიცდის. თავიდან ხომ ცუდად ვიყავი, მერე, ერთი თვის შემდეგ, ჯანზე მოვედი და ვეხვეწებოდი, გამიშვით აქედან-მეთქი. მაგრამ, დაახლოებით ერთ კვირაში მივხვდი, რომ წამლები მოქმედებს ორგანიზმზე და ძალიან სუსტად ვარ – გარეთაც კი ვერ გავდივარ დიდი ხნით, დედაზე ვარ ჩამოკიდებული. 

– საავადმყოფოში წევხარ? 

– ჰოსპიტალში ვარ. ექიმებმა პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს, ამას კი ხშირად იწვევს არასწორი დღის რეჟიმი, კვება, გადაღლა, სტრესი და ბევრი სხვა ფაქტორი. ბოლო ორი-სამი თვე ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა ჩემს ცხოვრებაში: იქ კონკურსისთვის სამზადისი, „იმედში“ მუშაობა, სწავლა... მთელი დღე დავრბოდი წინ და უკან, რომ ყველაფერი მომესწრო. პარალელურად, „მის სამყაროსთვის“ ვიდეორგოლებს ვაკეთებდით  – მოკლედ, ეს ყველაფერი დაგროვდა, ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და შეტევით შემახსენა თავი. იმ დროს ხარკოვის გავლით მოსკოვში მივდიოდი, ხარკოვში რომ ჩამოვფრინდი, ცუდად გავხდი და დარჩენა მომიწია. თან, მარტო ვიყავი. როგორც კი საავადმყოფოში მოვხვდი, დილას მშობლები უკვე ჩემთან იყვნენ. 

– ახლა როგორ ხარ? 

– სტაბილურად ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უკვე კარგად ვგრძნობ თავს. მპირდებიან, რომ თვის ბოლოს უკეთ უნდა გავხედე – მკურნალობის კურსი მთავრდება და უკვე რეაბილიტაციის პერიოდი უნდა დავიწყო. სულ გადარბენებზე ვიყავი, ბევრს დავდიოდი და ახლა, აქ ციხესავით არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი პირობაა. ჩემთვის რთული იყო იმასთან შეგუება, რომ დღე და ღამე უნდა ვიწვე და არაფერი არ უნდა ვაკეთო, გასვლა არ შეიძლება, თან, ამის ძალაც არ მაქვს. სამაგიეროდ, ამ ყველაფრისგანაც ბევრი კარგი რამ მივიღე: უამრავ წიგნს ვკითხულობ – ადრე ამის დრო არ მქონდა. დედა დარჩა ჩემთან და მივლის პატარა ბავშვივით. არ მინდა, უფრო მეტად ვანერვიულო, ისედაც განერვიულებულია. პირიქით, ვამხნევებ, ვიღიმი, ვეუბნები, რომ კარგად ვარ. წუწუნა ტიპიც არ ვარ, რომ ვთქვა: როგორი ოთახია, როგორ საწოლზე ვწევარ-მეთქი. გამიმართლა: კარგი პალატა მაქვს, კარგი ექიმები მივლიან და, შემიძლია ვთქვა, რომ საავადმყოფოს პირობებიდან გამომდინარე კომფორტულად ვარ. მეც მივხვდი, რომ, სანამ ახალგაზრდები ვართ, ბევრ რამეს არ ვუკვირდებით, თუნდაც ჩვენს ჯანმრთელობას. ვფიქრობთ: განა რა უნდა მოხდეს, ორი საათი თუ არ დავიძინე, ან ეს გავაკეთეო. მივხვდი, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია ცხოვრებაში. ახლა უფრო ფრთხილი ვიქნები და, როცა რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, მანამდე ბევრს ვიფიქრებ. 

– წასვლამდე საკმაოდ აქტიური პერიოდი გქონდა, თან, „იმედის“ გადაცემის – „შუა დღის“ წამყვანი გახდი და, მახსოვს, ძალიან გიხაროდა. 

– ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო, თან, მოკლე პერიოდში შევეჩვიე ყველას. სულ მირეკავენ, როდის ჩამოხვალო. პალატაში კაბელიც კი გამიკეთეს, „იმედს“ რომ ვუყურო. ასე რომ, თითქმის ყოველდღე ვიყურებ და საქმის კურსში ვარ, რას აკეთებენ, როგორ არიან. 

– „ფეისბუქზე“ რომ დებ ფოტოებს, სულ დადებით კომენტარებს გიწერენ, გგულშემატკივრობენ და გამოჯანმრთელებას გისურვებენ. 

– ბევრი წერილი მომდის, გამოჯანმრთელებას მისურვებენ და, მინდა, ამისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. სრულიად უცხო ადამიანი რომ მწერს, არ ინერვიულო, კარგად იქნებიო, ეს ძალიან დიდ ძალას მმატებს, მეხმარება. ვიცი, ხალხს ვუყვარვარ და იზიარებენ ჩემს მდგომარეობას. მინდა, ყველას მივწერო ხოლმე, მაგრამ, არ გამომდის. თუმცა, ყველა ძალიან მიყვარს და მადლობელი ვარ მათი მხრიდან გამოვლენილი ამხელა სითბოსთვის. 

– საჩუქრებსაც ხომ არ გიგზავნიან? 

– ყვავილები მომდის ხოლმე. ვხვდები, ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. 

– ახალ წელს როგორ ხვდები ხოლმე? 

– ახალ წელს ერთი რამ მაქვს ტრადიციად, არაერთხელ გამოვცადე და ყოველთვის ამიხდა: დაახლოებით 12 საათზე ფურცელზე ვწერ წერილს, თავისი სამი სურვილით, ვწვავ, ფერფლს შამპანურში ვყრი და ზუსტად 12 საათზე ვსვამ. მახსოვს, იმ წელს, როდესაც „მის საქართველოში“ ვმონაწილეობდი, ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრე გამარჯვება და გავიმარჯვე კიდეც. შარშან ჩავიფიქრე: იქნებ ტელევიზიაში გამოვჩნდე, დავიწყო ჩემი კარიერა-მეთქი და ესეც მოხდა. ზოგადად,  როცა რაღაც ხდება ან გეგმები მაქვს, მიყვარს წინასწარ ბევრი ლაპარაკი და მერე ის რაღაც არ გამოდის ხოლმე. ამიტომ, ჯობია, წინასწარ არ თქვა, რას აკეთებ, რა გეგმები გაქვს. თან, ცხოვრება ისეთი რამ არის, არ იცი, როდის რა მოხდება. თუნდაც, „მის სამყაროზე“ რამდენი გეგმა იყო, რამდენს ვლაპარაკობდით, ხალხი გველოდებოდა და, უცებ, სულ სხვანაირ გარემოში აღმოვჩნდი, სხვანაირად წავიდა ჩემი ცხოვრება. 

– თუ გაქვთ ოჯახში ახალ წელთან დაკავშირებული განსაკუთრებული  ტრადიცია? 

– მაგალითად, საახალწლო სუფრისთვის მე ვაცხობ ხაჭაპურს, ვამზადებ საცივს. მეგრული სუფრა გვაქვს ხოლმე. თუმცა, იშვიათად ვაკეთებ, რადგან, დედას არ უნდა, რომ გავაკეთო. მგონი, კარგი ხელი მაქვს. ნაძვის ხესაც ყოველთვის მე ვრთავ. პატარა ბავშვივით მიხარია მისი მორთვა. 

– დღემდე მოდის შენთან თოვლის ბაბუა? თუ, შენი თოვლის ბაბუა არასდროს ელოდება ახალ წელს და ისედაც განებივრებს საჩუქრებით?

– ჰო, ახალ წელს არ ელოდება, უსეზონო თოვლის ბაბუა მყავს – როცა უნდა, მაშინ მოდის. მამაჩემია ჩემი თოვლის ბაბუა. მეც მიყვარს ახალ წელს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის პატარ-პატარა საჩუქრების გაკეთება. 

– „მის სამყაროზე“ გამგზავრების გადაწყვეტამდე მუსიკალურ კონკურსში – „Õî÷ó â გთადპს“-ში მონაწილეობდი, ბევრი ეტაპი გაიარე, მაგრამ, საბოლოოდ უარი თქვი. რა იყო ამის მიზეზი? 

– იქ წასვლა და დარჩენა სერიოზულ მიზნად არ მქონია, ჩემი ოჯახის წევრებიც წინააღმდეგები იყვნენ. მაგრამ, მე საკუთარ თავს და ყველას დავუმტკიცე, რა შემიძლია – ბოლომდე გავედი და შემდეგ ვთქვი უარი. გარდა იმისა, რომ არ მინდოდა მასში მონაწილეობა, კონკურსის თარიღი „მის სამყაროს“ ემთხვეოდა. ამაზე კი ვერ ვიტყოდი უარს. 

– უარის თქმის გამო ხომ არ დაგაჯარიმეს? 

– არა, რადგან, ადრევე ვთქვი უარი, სანამ შოუ დაიწყებოდა. უბრალოდ, შოუს მესამე კვირას ისე გამოაცხადეს, რომ თითქოს მე ბოლო წუთებში აღარ მომინდა მონაწილეობა და წამოვედი. ეს იყო აბსურდი, რადგან, მე თავიდანვე, წინასწარ გავაფრთხილე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ, ცუდი ის იყო, რომ ბოლო წუთებამდე იმ ორ გოგოს, ვინც ჩემთან ერთად იყო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთხრეს. მესმის, ეს შოუა და, ამიტომ, არაფერია გასაკვირი. გოგონებს ძალიან დასწყდათ გული, რადგან, ჩვენს სამეულზე დიდ იმედებს ამყარებდნენ – გამოკვეთილად ჩანდა, ვინ გავიდოდა ფინალში. 

 

скачать dle 11.3