კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის მაშო მელქაძე შტერი და ცანცარა გოგო და რატომ არის ის სხვა განზომილებაში

მსახიობი მაშო მელქაძე, უკვე რამდენიმე სეზონია, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობს და თავს იქ ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს. რამდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – მაშო დედა გახდა. ბავშვის დაბადების თითქმის ბოლო დღემდე გადასაღებ მოედანზე იყო და აქტიურად განაგრძობდა თავისი პერსონაჟის განსახიერებას. მართალია, ჩვენი რესპონდენტი თავისი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, მათ საერთო მაინც აქვთ. 

 

– მაშო, მთელი ფეხმძიმობა მაყურებლის თვალწინ გაატარე.

– ეთერში გავიდა თუ არა ის სერია, როცა მუცელი ამტკივდა, მეორე დღეს მართლა სამშობიაროში მივედი. რომ დამინახეს, სრული ქაოსი და პანიკა ატყდა, ხუმრობდნენ: სერიალიდან პირდაპირ სამშობიარო ბლოკში მოვიდაო.

– შენი შვილი სერიალშიც გამოჩნდა, ხურცილავასა და ლიკუნას ახალშობილის – ამადეუსის როლში. ახლაც ის არის?

– სერიალში ხურცილავას და ლიკუნას ბიჭი უნდა ჰყოლოდათ, ჩემი კი გოგო იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი დღის ბავშვს არ ეტყობა, გოგოა თუ ბიჭი, მთხოვეს, იქნებ, გვათხოვო ცოტა ხნითო და მეც კატო ერთი დღით „ჩემი ცოლის დაქალებს” ვათხოვე. 

– და, ასე გადაიქცა პატარა კატო ამადეუსად.

– ჯერ მე არ მითამაშია მამაკაცის როლი, კატომ კი პირველივე ჯერზე შეასრულა, შვილმა დამასწრო.

– ალბათ, დამეთანხმები, რომ დედობა ქალის ყველაზე მთავარი მისიაა. როგორ გაითავისე ეს ყველაფერი?

– არ ვიცი, ჯერ ისევ შოკში და შეგუების პროცესში ვარ. ძალიან საინტერესო ბავშვია და, ვცდილობ, ამოვიცნო მისი ფენომენი. ერთი, რაც ვიცი, ყველას და ყველაფერს მირჩევნია და საკუთარი თავი გვერდზე გადავდე ავტომატურად. კი ვიცოდი, რომ დედობა ძალიან მაგარი რამ იყო, მაგრამ, რომ მეუბნებოდნენ, საკუთარ თავზე მეტადაც კი გეყვარებაო, ვერ წარმომედგინა. ახლა ვხვდები, რომ მართლა ასეა, საერთოდ სხვა განზომილებაში ვარ. 

– მაშო, შენს სამსახიობო კარიერას თუ გადავავლებთ თვალს, არაერთ პროექტში გაქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის იყო „ქლაბ შოუ,” თუმცა, მასზე საბოლოოდ უარი თქვი. რატომ?

– უარი არ მითქვამს, ისე მოხდა, რომ „ქლაბ შოუ” დაიხურა, ხოლო, რაც შეეხება „კომედი შოუს,” მე თვითონ ვერ ვგრძნობდი იქ თავს კარგად. არ ვიცი, როგორ გამოვიყურებოდი ეკრანზე, მაგრამ, მე პირადად, არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ იუმორის გრძნობა მაქვს, ამ პროექტს ვერ მოვერგე. საკუთარ თავს რომ ვუყურებდი ეკრანზე, მრცხვენოდა, მეგონა, რომ ძალიან ცუდი ვიყავი. ისე არ მომხდარა, რომ, ერთ დღესაც, წამოვედი და უკან აღარ მივედი, უბრალოდ, რამდენჯერმე აღარ დამიძახეს გადაღებაზე, ამასობაში სხვა პროექტიც გამოჩნდა და თავისთავად ჩამოვშორდი მათ. ასე რომ, უმტკივნეულოდ დავშორდით ერთმანეთს მე და „კომედი შოუ.”

– მიუხედავად იმისა, რომ შენი პერსონაჟისგან რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდები, მაყურებელი ხშირად მაინც ნინისთან გაიგივებს.

– რაც არ უნდა ელაპარაკო მაყურებელს, რომ მაშო ვარ მელქაძე, მისთვის მაინც ნინიდ ვრჩები. ამაზე არც მაქვს რეაქცია, ვინც მიცნობს, მათთვის ჯერ მაშო ვარ და მერე ნინი, ხოლო, ვინც მაყურებელია და სერიალის გულშემატკივარი, დაე, მათთვის ვიყო შტერი, ცანცარა გოგო.

– მიუხედავად ამისა, რამე საერთო თუ გაქვს ნინისთან?

– კი, რა თქმა უნდა, რაღაც თვისებებით ვგავართ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, თითქოს მიამიტი არ ვჩანვარ, რეალურად მაინც ასეთი ვარ, ვაღიარებ.

– მაყურებელი ქუჩაში, ალბათ, უყურადღებოდ არ გტოვებს.

– ძალიან თბილად მხვდებიან ჩემთვის უცნობი ადამიანები და ბევრ თბილ სიტყვას მეუბნებიან. გულწრფელად გეტყვით, ამით ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია მათი ასეთი ყურადღება. ძალიან თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ვიფერებ. როგორ შეიძლება, არ გსიამოვნებდეს, როცა ადამიანები შენ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებენ?! ძალიან მსიამოვნებს და ძალიან მაგარია.

– დრამის მსახიობებს, ხშირ შემთხვევაში, კამერასთან ურთიერთობა უჭირთ, შენთან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს კინოსა და დრამის მსახიობის ფაკულტეტი, კამერა თვალით არ მინახავს სტუდენტობის დროს. თუმცა, მქონდა ბედნიერება, მყოლოდა ყველაზე მაგარი პედაგოგი, ეს იყო შალვა გაწერელია, მუმუშა, რომლის წყალობითაც მართლა ძალიან მაგარი სკოლა გავიარე. კამერასთან გამოცდილების არქონის გამო „კომედი შოუში” მუშაობის დროს დისკომფორტი არ მქონია, რადგან, იქ შემეძლო, საერთოდ არ შემეხედა მისთვის; აი, სერიალში რომ დავიწყე გადაღება, სულ იმის გამო იყო ჩხუბი, კამერაში ნუ იხედებიო. არ ვიცოდი კამერასთან ურთიერთობა და რა მექნა? ყველაფერი უნდა მოზომო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალიან პატარა იყო ჩემი როლი, კამერასთან მუშაობა, ვაღიარებ, მაინც საკმაოდ გამიჭირდა. ასე რომ, ეს საქმე, შემიძლია ვთქვა, თეატრალურში კი არა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ვისწავლე. 

– არ მიეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებსაც წარმატება თავში უვარდებათ?

– როგორ შეიძლება, თავში ამივარდეს ხალხის სითბო და სიყვარული? პირიქით, ძალიან მიხარია, რადგან ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. 

 

скачать dle 11.3