კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უნდა მიენიჭოს „მანდილოსნის“ ტიტული და არის თუ არა საქართველოს სამეფო სახლი ქეთი დევდარიანის მუზა

„ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მეორე ფილმის პრემიერა შემოგვთავაზა. უკვე მეორედ, საახალწლო ფილმს „ფორმულა კრეატივი“ ისე ქმნის, რომ სიუჟეტი ახალი წლის ჯადოსნური ღამის ირგვლივ არ ვითარდება, მაგრამ, განწყობის შემქნას ნამდვილად ახერხებს. თვითონ სერიალიც, მიუხედვად ბევრი სკეპტიკოსის მოლოდინისა, ყოველ სეზონზე სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. სიუჟეტში გაჩნდა ძალიან ბევრი სოციალურად მტკივნეული თემა, რაც, მიუხედავად სცენარისტის, ქეთი დევდარიანის მსუბუქი მანერისა, მაინც მტკივნეულად ეხება მაყურებლის გონებას. ამ სერიალმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პროდუქტი ერთდროულად შეიძლება იყოს ხარისხიანი, მასობრივი, სახალისო და საგანმანათლებლო.

 

– ქეთი, როგორ მიგაჩნიათ, ამ სეზონზე მოაკლდა თუ მოემატა სერიალს სიხისტე? ფიქრობთ თუ არა, რომ ის მაყურებელს კიდევ უფრო მეტად „კბენს,“ ვიდრე ადრე?

– სიხისტე მოემატა და ეს ბუნებრივია. ყველაფერი უნდა ვითარდებოდეს და იცვლებოდეს, ისევე, როგორც ცხოვრებაში. ზოგჯერ მაყურებელს ეს არ მოსწონს, მაგრამ, ესეც ბუნებრივია. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა და, ამის მიუხედავად, სერიალი მაინც ახერხებს, იყოს მასობრივი. მას ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი უყურებს, მათ შორის ისინიც, ვისაც არ მოსწონს.  

– ხომ არ მოიმატა პოლიტიკურმა იუმორმა სერიალში?

– არა, პოლიტიკური იუმორი სერიალში არ არის, თუმცა იუმორი ყველაფერს მოიცავს და, მათ შორის, ზოგჯერ პოლიტიკასაც.

– ხომ არ იქცა საქართველოს სამეფო სახლი თქვენი დაკვირვების ობიექტად, მათი ოფიციალური ვებ-გვერდის, royalhouseofgeorgia.ge, ნიუსები კი – თქვენს მუზად? 

– მაგ ვებ-გვერდზე არ შევდივარ, რადგან, მოვლენები სერიალის შემდგომ ვითარდება ხოლმე და არა მანამდე. ვთქვათ, სერიალში რომელიმე გმირი რაღაცას იტყვის ან რაღაც მოხდება, მოგვიანებით ჩემი მეგობრები გამიზიარებენ ბმულს, სადაც ისინი სერიალის სცენარს იმეორებენ.

– რატომ მიიღო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბაგრატიონების გააქტიურება ნეგატიურად ან კომიკურად? 

– არ ვიცი, თუ არის რაიმე სერიოზული კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბაგრატიონების გააქტიურება ნეგატიურად მიიღო. მარტო „ფეისბუქით” ვერ ვიმსჯელებ.

– საინტერესოა, რომ სიტყვა „მანდილოსანი”, სანამ ასეთ ინსტიტუციას სამეფო სახლი შემოგვთავაზებდა, პირველად სერიალში სწორედ თქვენ გამოიყენეთ. რას ფიქრობთ ტიტულ „მანდილოსანზე“ და ვის უნდა მიენიჭოს ის?

– იმას, ვინც მანდილს ატარებს.

– როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს „ჭეშმარიტი ქართველი ქალი“ და „ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი“?

– ორივე ტერმინზე მეცინება. 

– რატომ ეხამუშება ქართველი ქალების დიდ ნაწილს, როცა მოიხსენიებენ მიმართვით – ქალო, თუნდაც სადღეგრძელოებში და, სიამოვნებთ, როდესაც კაცები, ფეხზე ადგომით სვამენ მანდილოსნების სადღეგრძელოს? 

– მიმართვა „ქალო“ არის ფამილარული.

– წლების წინ „ოფიციალური საყვარლის“ არსებობა, კაცის მხრიდან ძალადობის გამოხატვა (არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურს), ქალების მხრიდან ნორმალურად აღიქმებოდა – საკუთარ თავთან და მეგობრებთან ხშირად იმეორებდნენ: „ნამდვილი მამაკაცი“ მთელ ცხოვრებას ერთ ქალთან ხომ არ გაატარებსო. როგორც ვაკვირდები, დღეს მდგომარეობა დიდწილად არ შეცვლილა – ქალები ისევ „გაგებით ეკიდებიან“ პარალელურ ურთიერთობებს და თუნდაც მენტალურ ძალადობას ქმრების მხრიდან. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ამ მიმართულებით?

– ჩვენ გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა: ქალების 30 პროცენტზე ქმრები ძალადობენ. ვფიქრობ, ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი. 

– საინტერესოა, რომ მკვეთრად გამოხატული „კლასიკური სიდედრი“ სერიალში არ არის, რატომ?

– სიდედრი წარმოდგენილია სერიალში ზუსტად ისე, როგორიც არის ხოლმე საშუალო სტატისტიკური ქართველი სიდედრი (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), დაინტერესებული იმით, რომ შვილის მეუღლე იყოს შეძლებული, ძლიერი, უზრუნველყოფილი მამაკაცი. ზოგადად, ქართველი კაცები სიდედრთან იშვიათად ცხოვრობენ, ამიტომ, დაპირისპირება და კონფლიქტი უფრო შეფარულ ხასიათს ატარებს ხოლმე. 

– რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი, როგორია პატრიოტი ადამიანი?

– პატრიოტი არის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს კარგად. ჩემთვის პატრიოტიზმი პროფესიონალიზმია.

– განათლებასთან დაკავშირებით სერიალით თქვენი სათქმელი უკვე თქვით, მაგრამ, მინდა, კიდევ ერთხელ, ვრცლად მიპასუხოთ: რა არის განათლების სისტემის მთავარი პრობლემა, რატომ უჭირს ქართულ სკოლას, ამდენწლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდა? რამდენად ნორმალურია გაკვეთილების დაწყების წინ „მამაო ჩვენოს“ წაკითხვა?

– ქართული სკოლის პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ ერთ ინტერვიუში ამის გაანალიზება შეუძლებელია. პრობლემა კომპლექსურია: დაბალი ანაზღაურება, მასწავლებლების მოუმზადებლობა, ცუდი პირობები.  ადრეული კომუნისტური პათოსი გადაიზარდა აგრესიულ მორწმუნეობასა და ბავშვებისთვის რელიგიის არაკორექტულად მიწოდებაში. 

– როგორც წესი, მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს, ვინ არის, როგორ ცხოვრობს ამა თუ იმ სერიალისა თუ ფილმის სცენარისტი, რასაც ვერ ვიტყვი თქვენზე. როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?

– ჩვეულებრივი, როგორიც სხვა ადამიანების. 

– რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ სერიალი ამდენი სეზონის განმავლობაში პოპულარობას ინარჩუნებს?

– ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩვენი მონდომება და შრომაა. და, კიდევ გარემო, როგორც ინსპირაციის წყარო.

 

скачать dle 11.3