კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სასჯელია გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირის უკანონოდ დაკავების ან დაპატიმრებისთვის?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ განზრახ უკანონო დაკავება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. რაც შეეხება პირის  განზრახ უკანონო დაპატიმრებას, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 7-დან 10 წლამდე, ხოლო, თუ ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 9-დან 12 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  რა სასჯელია გათვალისწინებული იმ თანამდებობის პირისთვის, რომელიც  უდანაშაულო პირს  განზრახ წარუდგენს უკანონო ბრალს ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ უდანაშაულო პირის მიმართ განზრახ უკანონო ბრალის წაყენება ითვლება უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში  განზრახ მიცემად და ისჯება: თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. ხოლო, იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რა ვადით შეიძლება ჩამოერთვას მსჯავრდებულ პირს ეს უფლება და რა შემთხვევებში ენიშნება პირს ამგვარი სასჯელი? 

პასუხი: განგიმარტავთ: თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება, ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ანდა, ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ინიშნება 1-დან 5 წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – 6 თვიდან 3 წლამდე ვადით. ამასთან, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს, შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, კონკრეტულად რა დროიდან ხორციელდება დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა სასჯელად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ძირითად სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე, პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, ასევე, ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს სასჯელის სახე – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და რა მაქსიმალური ვადით ინიშნება ის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40-დან 800 საათამდე ვადით. ამასთან, ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა შედეგი  შეიძლება მოჰყვეს ფაქტს, თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს მისთვის სასჯელად შეფარდებულ  საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ, თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 5 საათი შეესაბამება თავისუფლების შეზღუდვის 1 დღეს ან თავისუფლების აღკვეთის 1 დღეს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა კატეგორიის მსჯავრდებულ პირებს არ ენიშნებათ, როგორც წესი, სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, დაისჯება თუ არა ის პირი, რომელიც ინვალიდ ადამიანს უარს ეტყვის  მისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე? ასევე, მაინტერესებს, რა სახის პასუხისმგებლობაა ამგვარი დისკრიმინაციისთვის კანონით დადგენილი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით, ანდა საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე ინვალიდობის მოტივით უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 3 წლამდე, ანდა, თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სასჯელის რა სახესა და ზომას ითვალისწინებს კანონი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის – კანაფის პირადი მოხმარების მიზნით  დათესვისა და მოყვანისთვის? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე. ამ დანაშაულს აქვს, ასევე, მაკვალიფიცირებელი გარემოებები.

скачать dle 11.3