– ბატონო რობერტ, მინდა, თქვენი კლინიკის მაგალითზე მითხრათ, შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება სტომატოლოგიის მიმართ ბოლო პერიოდში?
– ძალიან შეიცვალა. დავიწყოთ იმით, რომ პაციენტებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ სტომატოლოგიის შესახებ. როცა ჩვენთან მოდიან, თითქმის ზუსტად იციან, რა სურთ და რა უნდა მოითხოვონ. ბევრს აქვს ინფორმაცია იმ უახლესი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებსაც თანამედროვე სტომატოლოგია მათ სთავაზობს. გაიზარდა მოთხოვნილება ესთეტიკურ მხარეზე, ანუ, პაციენტები გაცილებით მომთხოვნები გახდნენ და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვიზუალს. აღარ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ კბილი არ უნდა გტკიოდეს და საიმედოდ იყოს დაბჟენილი. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თეთრი, ქათქათა კბილები – „ჰოლივუდის ღიმილი“. საქართველოშიც შეიძინა აქტუალურობა მომხიბვლელმა, თვალშისაცემმა ღიმილმა, რომლის მთავარ ეფექტს ჯანსაღი, თეთრი კბილები ქმნის.
– არის თუ არა „კუზანოვ დენტი“ მზად ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
– რა თქმა უნდა. ეს ჩვენმა პაციენტებმაც იციან და იმათაც, ვინც საგანგებოდ უცხოეთიდან ჩამოდის „კუზანოვ დენტში“ კბილების გასაკეთებლად. ყველაზე ხშირად ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ქართველები გვაკითხავენ. აფხაზეთიდანაც იყვნენ პაციენტები. „კუზანოვ დენტი“ მათ მაქსიმალურ ხარისხს, ესთეტიკურად სრულყოფილ, მაღალი სტანდარტების მომსახურებას მაქსიმალურად მოკლე დროში სთავაზობს. თანამედროვე სტომატოლოგიას დღეს ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებიც აქვს. გეტყვით, რას ვგულისხმობ: მაგალითად, თუ პაციენტს არ აქვს კბილები და არ ხერხდება პროთეზის დამაგრება, ამ შემთხვევაში, იმპლანტაციის გზით ვუგვარებთ პრობლემას; თუ პაციენტს არ მოსწონს თავისი კბილების ფორმა, მაგრამ უნდა, მათი შენარჩუნება და მხოლოდ ვიზუალურად გაუმჯობესება – ასეთ დროს საუკეთესო ვარიანტია ცერეკი; მინიმალური დაქლიბვით, რის შედეგადაც კბილი ცოცხალი რჩება, ვიღებთ „ჰოლივუდის ღიმილს“ – ლამაზ, ჯანმრთელ, ქათქათა კბილებს; „კუზანოვ დენტი“ მუშაობს ცირკონის მაღალი ხარისხის გვირგვინებით, რომლებიც, ასევე, საუკეთესო შედეგს იძლევა. „ცირკონის“ კბილების შემთხვევაში ღრძილს არანაირი პრობლემა აღარ ექმნება. არ იცვლის ფერს და ძალიან ეფექტურია. იქ, სადაც ვერ კეთდება ცირკონის კბილები, ვაკეთებთ ლითონ-ფაიფურის კბილებს. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზე. ჩვენმა პაციენტებმა იციან, რომ მათ საუკეთესო ვარიანტს შევურჩევთ, ამიტომ, ბოლომდე გვენდობიან.
– დღეს, თანამედროვე სტომატოლოგიას ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უსაფრთხოებას უყენებენ.
– გეთანხმებით, უსაფრთხო სტომატოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია.
– ბატონო რობერტ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ცუდად ნამკურნალევი კბილი საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება ამოსაღები.
– სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია. დაკარგული კბილის აღდგენის საუკეთესო, მე ვიტყოდი, უალტერნატივო საშუალება არის იმპლანტაცია. ამ ოპერაციაზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა. პაციენტებისთვის ეს, ფაქტობრივად, ბუნებრივი კბილია. კლინიკაში ვმუშაობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული იმპლანტებით. „კუზანოვ დენტში“ მაღალ დონეზეა ორთოდონტია. ვისაც აქვს ორთოდონტული პრობლემა, 45 წლის ასაკამდე შეიძლება მისი ეფექტურად მოგვარება. ზოგჯერ კბილის „დგომა“ ისეთია, ორთოდონტული ჩარევის გარეშე სასურველი ეფექტის მიღება არ ხერხდება. ჩვენ ვმუშაობთ პროფესიონალ ორთოდონტებთან ტანდემში და გამოსავალსაც ერთად ვპოულობთ.
კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ უსაფრთხო სტომატოლოგიის შესახებ. ჯანდაცვის სამინისტრომაც კი გააკეთა ამაზე აქცენტი.
– იმიტომ, რომ ეს თემა საკმაოდ სენსაციურია. წარმოიდგინეთ, მოდის სტომატოლოგთან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც იქიდან დაავადებული და ინფიცირებული არ უნდა წავიდეს, საფრთხე კი რეალურია. ისეთი დაავადებები, როგორიც არის C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი და შიდსი, ძალიან ადვილად გადადის სტომატოლოგიური ჩარევის გზით. მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. მე არავის ვაშინებ, მაგრამ, როცა სტომატოლოგიურ კლინიკაში მიდიხარ, მაქსიმალურად უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ იქ, სტერილიზაციის თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგშია. ნებისმიერ პაციენტს აქვს უფლება, მოითხოვოს და ნახოს, როგორ ხდება ხელსაწყოების სტერილიზება. ჩვენი პაციენტები ძირითადად გვენდობიან, თუმცა, ჩვენთვის პრობლემა არ არის, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ვაჩვენოთ ჩვენი სასტერილიზაციო კაბინეტი და ნახონ, რა ხსნარებით ხდება ხელსაწყოების დამუშავება. პაციენტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. „კუზანოვ დენტში“ ეს პრიორიტეტულია და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, ისევე, როგორც ხარისხი.
– ამბობენ, რომ 2014 წელს სტომატოლოგიურ კლინიკებს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს წაუყენებენ.
– დიახ და ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ეს სტანდარტები. სტომატოლოგია, რა თქმა უნდა, არის ბიზნესი, მაგრამ ხარისხისა და პაციენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ხარჯზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენი კლინიკა ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი უსაფრთხო და უმაღლესი სტანდარტების სტომატოლოგია. ამისთვის, ბანკებთან ერთად, დავნერგეთ უპროცენტო განვადების სისტემა, ხშირად ვაწყობთ აქციებს. ჯობია, ერთხელ გაიკეთო და გაიკეთო კარგად, ვიდრე ეჭვქვეშ დააყენო როგორც კბილის, ისე საკუთარი თავის უსაფრთხოება და სიცოცხლე.
დალი მიქელაძე
P. S. „კუზანოვ დენტი“ თქვენთვის მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა.
ტელ.: 2-33-33-01; მობ.: 571 277-181; www.kuzanovdent.ge