კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დადგა ნუცა შანშიაშვილისთვის განსაკუთრებულად ბედნიერი შობა-ახალი წელიწადი და რატომ შეხვდა ის ამ წელს კასტილიის მთებში

გასული წელი უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, მომღერალ ნუცა შანშიაშვილისთვის ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა – დიდი ლოდინის შემდეგ, ის პატარა ნიკოლას დედა გახდა; გველის წელიწადი შემოქმედებითადაც ნაყოფიერი იყო მისთვის, სულ ახლახან კი ამერიკის პოლიციამ ის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა. 

თუ როგორ შეხვდა ის ცხენის 2014 წელს დედის ამპლუაში, რატომ დადის ყოველ ღამით ოჯახთან ერთად მანჰეტენზე და რატომ არ დგამდა ათი წლის განმავლობაში სახლში ნაძვის ხეს შობა-ახალ წელს, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ნუცა შანშიაშვილი: პირველი ახალი წელი და შობაა, როცა დედის ამპლუაში ვხვდები და, ხომ წარმოგიდგენიათ ეს რა განცდაა ჩემთვის?! ამიტომ, ეს წელი ყოველთვის განსაკუთრებულად გასახსენებელი მექნება. ბოლო ათი წელია, ნაძვის ხე არც დამიდგამს და არც მომირთავს სახლში, ახლა კი, ნიკოლას გამო, თავდაყირა დავდექი, ულამაზესი წითელი ნაძვის ხე მოვურთე და უბედნიერესი ადამიანი ვარ. თან, ისეთი მონდომებით და სიხარულით ვაკეთებდი ამას, უნდა გენახათ (იცინის). ასტროლოგები კი ამბობენ, ნაძვის ხე ლურჯ და მწვანე ფერებში მორთეთო, მაგრამ, მე წითელი ნაძვის ხე მიდგას, ლურჯი და თეთრი სათამაშოებით მორთული. რაც მთავარია, ნიკოლას უხარია მისი ყურება და გრძნობს, რომ ჩვენს სახლში ზეიმია.

– წითელი ნაძვის ხე რატომ დადგი?

– წითელი ფერი სიყვარულთან, ცეცხლოვანებასთან და დადებით ენერგეტიკასთან ასოცირდება. ჰოდა, მეც ამ ფერის ნაძვის ხე დავდგი – სწორედ ასეთი ენერგეტიკა მინდა ჩემს სახლში ტრიალებდეს მთელი წელი. თან, სახლში არ ვხვდებოდი ხოლმე შობა-ახალ წელს, სულ კონცერტი მქონდა. წელს შობას სახლში ვხვდები, ახალ წელს კი კასტილიის მთებში შევხვდი. ულამაზესი ზამთრის კომპლექსია მთებში, თავისი აუზებითა და სათხილამურო ბილიკებით. ამ ადგილს „სამოთხეს” ეძახიან. ასე რომ, მე ამ ახალ წელს, ოჯახთან ერთად, სამოთხეში შევხვდი (იცინის). ახალ წელს კასტილიის მთებში კონცერტი მქონდა და 12 საათზე ერთ ხელში მიკროფონი მეჭირა, მეორეში კი – ბავშვი (იცინის). ხომ ამბობენ, რომ ამერიკაში უფრო შობას აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელსო?

– ჰო, მეც ასე ვიცი, რომ შობას უფრო გრანდიოზულად ხვდებიან ამერიკელები.

– მე კი გავარკვიე, რომ ამერიკაში, შობაც და ახალი წელიც ოფიციალურ დღესასწაულებში შედის, თუმცა, რასაკვირველია, შობას უფრო აღნიშნავენ. მთელი ნიუ-იორკი ისეა გაჩახჩახებული, მორთული და მოკაზმული, თავი ნამდვილ ზღაპარში გეგონებათ. მანჰეტენზე უდიდესი ნაძვის ხე დგას და ისეა მორთული, ეს აუცილებლად უნდა ნახო. ბავშვი წავიყვანე მის სანახავად და დიდხანს გაოცებული უყურებდა, იღიმებოდა და სიხარულისგან თვალები უციმციმებდა. უამრავი ადამიანი მოდის მანჰეტენზე ამ ნაძვის ხის სანახავად და ყველას სიხარულისგან უბრწყინავს სახე. ამერიკაში შობა-ახალ წელს ულამაზესია არა მარტო ქუჩები და მოედნები არამედ, ყველა სახლი, კორპუსი და ეზო. ჩვენი კორპუსის სადარბაზოში უდიდესი და ულამაზესი მორთული ნაძვის ხე დგას. ვხუმრობ ხოლმე, ეს რომ მოსკოვის ნებისმიერ კორპუსში დადგა, ბომჟები სათამაშოებს არყის ჭიქებად გამოიყენებენ და ტოტებს მიაყოლებენ – ისე დაღეჭავენ წიწვებს, პირიდან ვერ გამოაცლი-მეთქი (იცინის). აქ კი საკუთარ ეზოებში ისეთ სანახაობრივ რეკვიზიტებს აწყობენ, გაოცდებით. ამერიკელების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ჩემ წინ, ეზოში, დგას მთაწმინდის პლატოზე რომ არის „ეშმაკის ბორბალი,” ზუსტად ისეთი და მასზე სხედან თოჯინები. ბორბალი ღამით ანათებს, ტრიალებს და თან მუსიკას უკრავს. მთელი ღამე ვდაგვარ ფანჯარასთან და ვუყურებ ამ სილამაზეს. ზოგი ეზოს წინ ელექტრონული ლაზერებია დამონტაჟებული და ფიფქები დაფრინავენ სახლის გარშემო, ზოგან დიდი თოვლის ბაბუა დგას და მღერის... ზღაპრული სამყაროა ამერიკა ამ დღეებში. 

– ნიკოლას რა მოუტანა თოვლის ბაბუამ? 

– ნიკოლას მარტო ტელეფონი და კომპიუტერი უყვარს. არც ნაძვის ხისკენ იხედება სახლში და არც მანქანებისკენ. ასე რომ, თოვლის ბაბუამ მოუტანა პატარა კომპიუტერი, ანუ, ოცდამეერთე საუკუნის ბავშვს ოცდამეერთე საუკუნის სათამაშო მოართვა. ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, შობას, ბებიები მირთავდნენ პატარა ნაძვის ხეს, რომელზეც კიდებდნენ ტკბილეულს და ცომისგან გამომცხვარ ფიგურებს. ეს ჩემი ტკბილი მოგონებაა დღემდე და, ვფიქრობ, ასეთი შობა დღის ტრადიცია ყველა ოჯახში უნდა იყოს. იცით, მე ბავშვობაში თოვლის ბაბუის არ მჯეროდა, ის ყოველთვის გამოგონილი პერსონაჟი იყო ჩემთვის და, როგორც სათამაშოს, ისე ვუყურებდი. ამიტომ, არასდროს ველოდებოდი მას, მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს მშობლები აუცილებლად დამახვედრებდნენ. ნიკოლას კი, მინდა, რომ სჯეროდეს  მისი არსებობის და ელოდებოდეს სასწაულებს – ეს ყველა ბავშვის სულიერი სამყაროს განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ასე რომ, თოვლის ბაბუის ილუზია მე არა, მაგრამ, ჩემს ბავშვს აუცილებლად ექნება. ისე, ახალი წელი ჩემთვის სულ სუფრასთან, ქეიფთან და დროსტარებასთან ასოცირდება. ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი პოზიტივი უნდა მიიღო და გასცე, რაც შეიძლება მეტი იმხიაურლო და გაერთო, მეტი რა შეგვრჩება (იცინის), ამაზე კარგი რა არის? ჩემი აზრით, ჩვენი პატარა და უნიკალური ერი სწორედ იმით მოვიდა დღემდე, რომ გენეტიკაში აქვს ჩადებული სულის სუფთა ველი და ენერგეტიკა. ამიტომაც, ვინ არ გვეომა, მაგრამ, ვერავინ შეძლო ჩვენი დამარცხება. ზოგადად კი ჩემთვის ყველა ახალი წელი მრავალფეროვანია, მიჭირს რომელიმე გამოვყო. ამ წელს კი, როგორც დედა, პირველად ვხვდები და, მგონია, ახალი და უფრო ბედნიერი და მრავალფეროვანი  ცხოვრება სწორედ ამ წელიწადს დაიწყო ჩემთვის. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ასე ჩახჩახებს, ლამაზადაა ქუჩები მორთული და ბედნიერება მხვდება ყოველ ნაბიჯზე, მე მაინც ჩემი საქართველო, მანდ გატარებული დღეები და ახალი წლები მიყვარს და მენატრება. ჩემი საკუთარი მშობლიური ბედნიერება მანდ არის. აქ სხვა ენერგეტიკით ვიმუხტები, თბილისს კი სხვა სული და სილამაზე აქვს, სხვანაირი ემოციითაა დატვირთული.

– გასული წელი მართლაც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო შენთვის – დედაც გახდი და ამერიკის პოლიციამ სპეციალური სიგელითაც დაგაჯილდოვა, რაც დიდ პატივად ითვლება მანდ. კონკრეტულად რა ჯილდოა ეს?

– მართალია, ასეთი ჯილდო ერთეულებს აქვთ. ამერიკის პოლიციამ დამაჯილდოვა როგორც ამ ორგანოს მხარდამჭერი და გვერდში მდგომი ხელოვანი და, ასევე, ნიუ-იორკში, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ადრე პოლიციის ზეიმზე მიმიწვიეს და ვიმღერე „ნიუ-იორკ, ნიუ-იორკ”. მითხრეს, ქართველი ასეთი ამერიკული აქცენტით რომ მღერი, ძალიან გვიკვირსო. 

 

скачать dle 11.3