კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის გახდა ამერიკიდან საქართველოში ვაჟა მანია სანტა კლაუსი და რატომ უწევს მას ბოსტონში მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა

ვაჟა მანია „ბერკლიში“, მესამე სემესტრის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დღით, საახალწლოდ აპირებს დასვენებას და შემდეგ ისევ აქტიურად შეუდგება სწავლას. სულ ცოტა ხნის წინ მან „ბერკლის“ ერთ-ერთ დარბაზში იმღერა და სამომავლოდ, მეგობრებთან ერთად, ბენდის გაკეთებასა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას გეგმავს. 

 

ვაჟა მანია: მესამე სემესტრი დავასრულე. როგორც იცი, ამ სემესტრისადმი ჩემი მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო – ვიცოდი, რომ, საგნების მხრივ, ერთი საფეხურით მაღლა ავიწევდი და ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მთელი ჩემი შრომა, ჯაფა ჩავდე, რომ კარგი გამოსულიყო, კარგი შეფასებები მიმეღო. როგორც მეუბნებიან, ჩემი სწავლა, ნიშნები, გადაწყვეტს შემდეგი სემესტრის ამბებს. ამიტომაც, მოვინდომე და ყველაფერი გავაკეთე. განათლების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა და თუ ამ კონკურსში ვერ გავალ, სამინისტრო შემიწყვეტს დაფინანსებას. 

– როგორია კონკურსის პირობები? 

– ჩამონათვალში ძალიან ბევრი რამ არის: რა გაგიკეთებია შემოქმედების მხრივ, რა პროექტებში მონაწილეობდი, როგორი მოსწრება გაქვს, ნიშნები, ბევრი დეტალი... ჩემი აზრით, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ყველაფერი კარგად გამოვა, დაფინანსებასაც მივიღებ. ამიტომაც, მაქსიმუმი გავაკეთე და ჩემი შესაძლებლობები თავიდან ბოლომდე გამოვიყენე. კონკურსი დეკემბერში დაიწყო, განხილვა თებერვლის ბოლოსკენ იქნება, ხოლო პასუხები, ალბათ, გაზაფხულისთვის შეიძლება იყოს. 

– სანამ პასუხი იქნება, როგორ  განვითარდება შენი სწავლის პროცესი? 

– მანამდე სწავლის პროცესი ჩვეულებრივ წავა, უბრალოდ, ნაკლები საგნები მექნება, მაგრამ დატვირთვა – იგივე. ვეცდები, რაღაც პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რაღაც კონცერტები დავგეგმო, რადგან ამის საშუალება არის. ერთი კონცერტი უკვე მქონდა და მინდა, ამ მხრივ,  უფრო მეტი გავაკეთო. ბევრი მოსწავლე გავიცანი, ვგეგმავთ, ერთად დავუკრათ, კონცერტები გავაკეთოთ. 

– მომიყევი შენი კონცერტის შესახებ? 

– ყოველ სემესტრში აუცილებლად ტარდება ჯაზის საღამო, სადაც „ბერკლის“ ბავშვები მონაწილეობენ. თუმცა, მანამდე კონკურსი იმართება და დაახლოებით, რვა მოსწავლეს ირჩევენ. ოღონდ, ეს ჯაზის ვოკალისტებზეა გათვლილი. გამიმართლა და იმ რვაში მოვხვდი. კონკურსში რამდენიმე განსხვავებული ჟანრის სიმღერა უნდა გვემღერა: სვინგი, ბლუზი, ბალადა. ჟიურის შემაგენლობაში სამი კაცი იყო, ერთი – აკომპანიმენტი. მივიტანე ჩემი ნოტები, დავუდე და დავიწყე სიმღერა. საერთოდ, ჟიურის მხრიდან ემოციებს ვერასდროს გაიგებ. სხედან, გისმენენ, ამოგხედავენ და მერე წერენ რაღაცას, ოღონდ რას – კაციშვილმა არ იცის. თან, პასუხი იმეილზე კი არ მოვიდა, გაგვაფრთხილეს: საკლასო ოთახთან კედელზე გამოვაკრავთ, სამ საათზე მობრძანდით და ყველა ნახავს თავის ნომერსო. მივედი, ჩემი ნომრის წინ, ერთი ციფრი გამოტოვებული იყო და რომ ვერ დავინახე, ძალიან მეწყინა. მეორედ რომ ჩავაყოლე თვალი, მერე ვნახე და გამიხარდა. ეს ჩემთვის პატარა წარმატებაა.

– როგორ ჩაიარა კონცერტმა? 

– კონცერტი „ბერკლის“ ერთ-ერთ შენობაში, პატარა დარბაზში ჩატარდა. კარგად ჩაიარა. თან, აქაური მსმენელი სხვანიარად გაფასებს, სხვანაირად გიყურებს. ამიტომ, მათ წინაშე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ორი სიმღერა შევასრულე. აქაური კონცერტები იმდენად განსხვავებულია, რომ მგონია, აქამდე არაფერი გამიკეთებია. ყველაფერს დეტალურად ვუკვირდები, საფეხურიც კი განსხვავებულია. ამიტომ, ჩემთვის პირველი ნაბიჯივითაა. ცოტა არ იყოს, კონცერტზე ვინერვიულე, რაც საერთოდ არ მახასიათებს. აქ საშუალო დონეზე არაფერს ითხოვენ, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო – სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილო. ჩემი მასწავლებელიც მოვიდა – გამაფრთხილა, შენ გამო აუცილებლად მოვალო. მერე ეს განვიხილეთ –  როგორც კონცერტის შემდეგ, ასევე კლასშიც. მკითხა: შენ რა არ მოგწონსო. მოკლედ, ვიმსჯელეთ რაღაცეებზე და  მეც შევეცდები, ნელ-ნელა სხვა ეტაპზე გავიდე. ეს კი, ხომ ხვდები, იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე იყო. 

– კიდევ გამღერებს ვოკალის პედაგოგი არიებს? 

– ეს ისევ საჭიროა და ვერ გაექცევი. მერე ცალკე შენც მოგასმენინებ. თუმცა, ამ კუთხით არ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. საერთოდ, პედაგოგები ყოველ სემესტრში იცვლებიან და შენც ფიქრობ, აირჩიო ის, რომელსაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. პედაგოგებიც, როცა რაღაცას აკეთებ, იქვე გეუბნებიან: რა არის კარგი და რა არა. იმას აფასებენ, რაც კონკრეტულ შემთხვევაშია. ამიტომ, სულ ფორმაში უნდა იყო. 

– თავისუფალი დრო არ გქონდა? 

– არა, ეს სემესტრი იმდენად დატვირთული იყო, ვერაფერს ვასწრებდი. ათი საგანი მქონდა – კვირაში ბევრი საგნის მომზადება მიწევდა. რა თქმა უნდა, ყველა ასეა, მარტო მე კი არა. პარასკევს, ახერხებ საღამოს რამდენიმე საათით სადმე გახვიდე, მაგრამ ფოკუსი იმისკენ მქონდა მიმართული, ჩემი საქმე ბოლომდე კარგად გამეკეთებინა. 

– რა გეგმები გაქვს ახალ წელთან დაკავშირებით? 

– ახალ წელს ბოსტონში ვიქნები, ან კაცმა არ იცის – სად (ინტერვიუ ჩაწერილია 25 დეკემბერს – ავტორი). მოგეხსნება, მეგობრების ისეთი წრე მყავს აქ, რომ რას გადავწვეტთ და სად ამოვყოფთ თავს, არავინ იცის. ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს – ზოგადად, არაფერს არ ვგეგმავთ ხოლმე. ადრეც შევხვდი ახალ წელს ამერიკაში და წელსაც შევხვდები. თან, ცოტათი მჯერა ბედობის და ასეთი რაღაცეების. 

– ამიტომაც არ ჩამოდიხარ საქართველოში? 

– ცოცხალი თავით არ ჩამოვიდვარ ამის გამო თბილისში. 

– ალბათ, უცხოელი მეგობრებიც გყავს.

– კი, მყავს, მაგრამ ეს ქართველი მეგობრები არ მანებებენ თავს, გვერდიდან არ მშორდებიან. მათთან ერთად ვგეგმავ ახალი წლის გატარებას. 

– არაფერი მოაქვს სანტას? 

– ყოველთვის მოდის ჩემთან სანტა, ახალ წელს არ ტოვებს ხოლმე. წელსაც ველოდები, საჩუქართან ერთად. საკუთარი თავის სანტა კლაუსი ნამდვილად არ ვარ, სხვები ზრუნავენ ჩემზე. სამაგიეროდ, მე ვარ სხვებისთვის თოვლის ბაბუა. უკვე გავაგზავნე ჩუმად საჩუქრები, ახლა არ მათქმევინო, ვისთან გავაგზავნე. ასე რომ, სანტაკლაუსობა ცოტათი გამომდის. 

– კარგი იყო შენთვის 2013 წელი.

– კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჩავარდნები იყო. თუმცა, როცა რაღაც არ გამომდის, ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებ. ამის დახმარებით კი, მერე გამოსავალს ადვილად ვპოულობ – პასუხს თავად ვცემ ყველაფერზე და მერე ვცდილობ, გამოვასწორო. სხვას თუ დავაბრალებ, მერე ვერ ვპოულობ პასუხს. ამიტომ, ამ წელს თუ რამე არ გამომივიდა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ ამ წლით. თუმცა, მომდევნო წელს მეტს გავაკეთებ. ვნახოთ, რა იქნება. ჩავარდნები ყოველთვის იქნება და პოზიტიურად უნდა შეხედო – ისე, როგორც მე მახასიათებს. 

– მითხარი, ბენდი მინდა, გავაკეთოო, ეს იდეის დონაზეა თუ უკვე დღის წესრიგში დგას? 

– დღის წესრიგში დგას. ჩემი მეგობარი აქამდეც მეუბნებოდა, გავაკეთოთ ბენდიო, მაგრამ ვერ ვახერხებდი, დროის უკმარისობის გამო, გამიჭირდა თავის მობმა. ახლა მაქვს ამის დრო და იმედია, გავაკეთებ, ხელს არაფერი მიშლის. ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გავიცანი, უნდა შესთავაზო ხალხს  სიახლე და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

– „ფეისბუქზე“ შენი და ზაზა ფაჩულიას ერთად გადაღებული ფოტო ვნახე, დაგპატიჟა თამაშზე?

– ერთმანეთს „ფეისბუქით“ დავეკონტაქტეთ, ბოსტონში თამაშობდა და დამპატიჟა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, საოცრად კარგი ადამიანია. ისეთი დაძაბული თამაში იყო, ბევრი ქულით აგებდნენ, მაგრამ, ბოლოს მაინც მოიგეს. თამაშის შემდეგ შევხვდი ზაზას. მითხრა, ისეთი კარგი ფეხი გაქვს, სულ უნდა იარო ჩვენს თამაშებზეო. 

 

скачать dle 11.3