კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეადარა ლიონელ მესის ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი ზურა მაჭარაშვილი და სად შეხვდა ის მაიკლ დუგლასს

ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი მსახიობი ზურა მაჭარაშვილი დიდი ხანია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ამერიკულ კინოინდუსტრიაში ცდილობს თავის დამკვიდრებას. ზურა მსახიობობასთან ერთად რეჟისურითაც არის გატაცებული და მის ანგარიშზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ამჟამად ზურა ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელთა შესახებ ამ მცირე ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზურა მაჭარაშვილი: რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ – სრულმეტრაჟიანი ფილმებია. ამჟამად სცენარზე ვმუშაობ, რომლის სამუშაო სახელია: „ჩუმი მეომარი”. სცენარის დაახლოებით 25 პროცენტი მზად მაქვს, დეკემბერში ვფიქრობ გადაღებების დაწყებას. უფრო ამერიკელ მაყურებელზე გათვლილი ფილმი იქნება. ჩემთვის ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის რეჟისორიც მე ვიქნები. ვფიქრობ, ფილმი ამერიკული კინოთეატრების დიდ ეკრანებზე გამოვა. თუმცა, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა. ამას გარდა, მონაწილეობა მივიღე კომედიურ ფილმში და ასევე, სრულმეტრაჟიან ფილმში სახელწოდებით „გრეკო ფაილი”. ფილმი ბერძენ ემიგრანტებზეა გადაღებული, რომლის პრემიერა წელს იგეგმება. ეს არის პირველი კომედია ჩემს კარიერაში. ამ ფილმში მთავარ როლს ვასრულებ და გადაღებები ლონგ-აილენდში მიმდინარეობდა. ასევე, დავასრულე გადაღებები კრიმინალურ დრამაზე „მი ამერიკა”. ფილმის სიუჟეტში დიდი დრო აქვს დათმობილი ფეხბურთს და ერთ-ერთ სცენაში ნაჩვენებია ფეხბურთის მატჩი, სადაც მე ვმონაწილეობ. გუნდის კაპიტნის როლს ვასრულებ, აღნაგობით რეჟისორმა ლიონელ მესის მიმასგავსა – მისი სიმაღლე გაქვს, იერითაც ჰგავხარ და თამაშის სტილითაცო და დამარქვა „პატარა მესი”. ამ სახელით ვარ ნახსენები ტიტრებში (იცინის). ფილმი წელს გამოვა ეკრანებზე, მთავარ როლს არიან რაინარტი ასრულებს. ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ასევე ერთ-ერთ როლს ასრულებს დარენ არონოფსკის ეპიკურ ბლოკბასტერში „ნოე”. ფილმში ბიბლიური პერსონაჟის, ნოეს როლს რასელ ქროუ ასრულებს.

– 2013 წლის ბოლოსთვის ლოს-ანჯელესში გამგზავრებას გეგმავდი, რა ეტაპზე ხარ ამჟამად?

–  ახალი პროექტების გამო ლოს-ანჯელესში წასვლა დროებით გადაიდო. სავარაუდოდ, უახლოესი ერთი წელი ისევ ნიუ– იორკში ვიქნები. ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი, შევეჩვიე აქაურობას და ალბათ, გამიჭირდება წასვლა. მაგრამ, ლოს-ანჯელესში გადასვლა კარიერისთვისაა კარგი, ამიტომ დღის წესრიგში დგას  ეს საკითხი.

–  ნიუ-იორკში ვარსკვლავური ცხოვრება როგორ მიმდინარეობს, თუ შეხვდი რომელიმე მათგანს?

– „მერსედეს-ბენცის” „ფეშენ-ვიქზე“ ვიყავი ამას წინათ, დამპატიჟეს და იქ შევხვდი მაიკლ დუგლასს, მიკი რურკს, რომელსაც კარგად ვიცნობ. ასევე, პოპულარული ახალგაზრდული სერიალის „ჭორიკანას” („Gossip Girl”) ვარსკვლავები – ბლეიკ ლაივლი და  პენ ბეჯლი გავიცანი. წელიწადში ორჯერ იმართება ეს „ფეშენ-ვიქი“, უკვე მომივიდა მოწვევა იანვრის ღონისძიებებზე და სავარაუდოდ, იქაც ვნახავ ცნობილ სახეებს. 

 

скачать dle 11.3