კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშობაო მელოდიები და სასიამოვნო განწყობა საბავშვო სტუდია „გვირილასგან“

28 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უამრავმა პატარამ მოიყარა თავი ღონისძიებაზე „საშობაო მელოდიები,” რომელიც წარმოადგინა ასოციაცია „ჯადოსნურმა ხმებმა” და საბავშვო სტუდია „გვირილამ.” აჟღერდა ყველა დროის საყვარელი სიმღერები. საღამო გაიხსნა საახალწლო პოპურით, რომელიც შეასრულა სტუდია „გვირილამ” და მომღერალმა მარკუს მეტრეველმა. საუნდტრეკი კინოფილმიდან „კუჩხი ბედინერი” შეასრულეს ანსამბლის სოლისტმა ნუცა გოგუაძემ და მომღერალმა ბესო კალანდაძემ. ძალიან თბილად მიიღო მაყურებელმა საახალწლო დუეტი ნუგზარ კვაშალისა და პატარა ანნა ასათიანის შესრულებით. მონაწილეობას იღებდნენ, აგრეთვე, სუხიშვილების სახელობის სტუდია „ფრესკა,” ანსამბლი „ლაშქრული,” გორიდან ანსამბლი „იმედი,” თანამედროვე ცეკვების სტუდია „ფანტაზია,” ჯგუფი „მთიები,” სტუდია „მულტი-პულტი” ხაშურიდან და ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის ფონდის – „ჩემი სახლის” ბავშვები. სიმღერა „ბარდნის” სოფო ბედიასთან ერთად შეასრულეს სტუდია „გვირილას” სოლისტებმა – გიორგი ღოღობერიძემ და ანი ჩაგუნავამ. ღონისძიება მიჰყავდათ პროექტების მენეჯერ ნინო ჩიხლაძეს, მომღერალ ნუგზარ კვაშალს, ჟურნალისტ ლელა ნინუასა და მსახიობ გიგო გამთენაძეს.

ნინო ჩიხლაძე (კონცერტის წამყვანი): ტრადიციულად სტუდია „გვირილას” ახალი წლის დღეებში უამრავი კონცერტი აქვს დაგეგმილი: „თბილისი მოლში,” მთაწმინდის პარკში, გორის დრამატულ თეატრში, „თბილისი არტ ჰოლში,” „გოლდენ პალასში.” როგორც ყოველთვის, მაყურებელს ელოდება ულამაზესი კოსტიუმირებული შოუ-პროგრამა.

დიდი მოწონება ხვდა წილად „გვირილას” ტრიოს ელენე ფარფალიას, ანი ტოგონიძის, ანი გოდუაძის შესრულებით. 

თემურ წიკლაური ¸¸(მომღერალი): ჩვენი შვილების გვერდზე დგომა ვთვლი, რომ აუცილებელია ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ლამაზი, ბედნიერებით სავსე ბავშვობა.

ჯილდა ქირია (მშობელი): სამი წელია, რაც ბავშვი დამყავს ანსამბლ „გვირილაში”. ვარ ძალიან კმაყოფილი პედაგოგების მუშაობით. „გვირილა” გამოირჩევა სწავლების მოქნილი სისტემით – ყველა ბავშვთან არის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა. მინდა მათ მომავალშიც ბევრი წარმატება ვუსურვო.

ნუგზარ კვაშალი (ღონისძიების წამყვანი): სტუდია „გვირილასთან” დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ბავშვებთან ერთად სიმღერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

გენერალური სპონსორის, სამშენებლო კომპანია „მიქსორის” დიდი მხარდაჭერით, სოფელ წეროვნიდან უამრავი ბავშვი დაესწრო ამ საშობაო საბავშვო ღონისძიებას. დიდი მადლობა თანადგომისთვის ბატონ ცეზარ ჩოჩელს, ლუდსახარშ „ზედაზენს,” კომპანია „კულას,” კომპანია „ფრუტო ნია ნიას,” თბილისის მერიას, კომპანია „ორიფლეიმს,” კომპანია „მაკნატუნას,” საკონდიტრო „ნარცისს,” სარეკლამო კომპანია „დეიზის,” მაღაზიებს – „მაჟორსა” და „პრიმა მოდას.” ბავშვებს უმასპინძლა კომპანია „ნანუკა არტმა.” 

ერნა წიფურია (მუსიკოსი): დიდი მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს. დიდსა თუ პატარას, ყველას მინდა ვუსურვო ახალ წელს ხვავი, ბარაქა, სიხარული, ჩვენს სტუდიას კი – ბევრი ლამაზი საღამო!

скачать dle 11.3