კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიციას გადარჩენილი ცირასა და სიკვდილს გადარჩენილი მურმანის ამბავი

ფქვილი თუ გამოჩნდებოდა – დენი არ იყო, დენი თუ გამოჩნდებოდა – ფქვილი ჭირდა. ორივე თუ იყო – წყალი არ მოდიოდა და... ჭირდა პურის გამოცხობა თბილისში, ქუთაისში და სრულიად საქართველოში...

მიხვდით ალბათ... 1993 წელი იდგა, მშიერი წელი.

მე მაშინ ისეთ უწყებაში ვმუშაობდი, რომ პური ყოველი მესამის შემდეგ მერგებოდა და ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, დილაადრიან უზარმაზარი ცელოფნის პარკით მივდივარ. კორპუსის ზემო სართულიდან ყვავილის ქოთანი გადმოვარდა. ბედი უნდა, რა... პირდაპირ ჩემი წაწვეტებული ცხვირის წინ ჩაიშხუილა და ყუმბარასავით გასკდა ჩემს ფეხებთან... გადავრჩი!

ავიღე პურები (ექვსი ერთეული) და ვბრუნდები სახლში, რომ ჩემები გავახარო...

– ერთი წუთით! – უცერემონიოდ ამომიდგა გვერდით საშუალო ასაკს გადაცილებული, ტანდაბალი, მაგრამ დამაჯერებლად შავულვაშიანი მამაკაცი, – სულ ერთი წუთით, სულ ორი სიტყვა მაქვს თქვენთან...

– გისმენთ, ბატონო, – შევაჩერე წინსვლა.

– სტალბერი მქვია მე (სტალინი-ბერია) და ღურწკაია ვარ კიდო... გამომიწოდა ხელი.

– მურმანი! – შევაგებე ხელი და სახელი.

– ხოხ... გარშოკი გადმოუვარდა ჩემს ცოლს ბალკონიდან, ცირას... აგცდათ თქვენ და გადარჩით.

– ნუუ... ხდება... – ვთქვი მშრალად. 

– ხოხ? რას ჰქვია, ხდება! კარგი და არ აგცდენოდა, ხომ იქვე და იმწამსვე გაგაპარჭყალებინებდათ ფეხებს? ხოო და, ხომ და ხომ გადარჩი?! ამაშია საქმე. კარგი და, მოგხვედროდა და წაქცეულიყავი, ხომ დაგეხვეოდნენ და ვერ გადაგარჩენდნენ?! 

– ახლა რა გნებავთ, ბატონო? – დაიძრა ჩემი ტვინი და ენა ერთდროულად.

– ხოხ?! რა მნებავს კაია... რა მნებავს და უნდა დავნათესავდეთ და დავძმაკაცდეთ ჩვენ და შენ! ხუმრობაა, რომ აგცდა გარშოკი მაგ მშვენიერ თავზე? უნდა გაგაცნო მე დანაშაულში ეჭვმიტანილი ჩემი ცოლი ცირა და უარი არ მითხრა ახლა... ავიდეთ აგერ, აქვე, მეექვსე სართულზე და აღვნიშნოთ, ჩემი ცირას მილიციაში და თქვენი კუბოში არჩავარდნის სადღეგრძელო დავლიოთ. ლობიო მაქვს ისეთი, მკვდარს ააფეთქებს, გეუბნები... ღვინოც მაქვს, კიდო... ის... პური არ მაქვს, რაც მართალია, მაგრამ აგერ არ გაქვს შენ?!

– არაა საჭირო.

– ხოხ! რასაა, რომ ამბობ, კაცო შენ? მართლა მურმანი ხო არ ხარ, ახლა მე და ცირას შვაში რო ამოიეკლო, შე კაცო?! ლობიო, პური – კეთილი გული... 

არ ვიცი, თქვენ რას იზამდით, მაგრამ მე ავყევი.

– ქალო, ესაა ის კაცი, კინაღამ გარშოკი რო ჩამოაცვი! – შემიძღვა სახლში მასპინძელი.

– უიი! მომიკვდეს თავი! – კინაღამ მოგკალით, ბატონო! – შემომეგება ცირა.

– ნუ... არა უშავს (რას გადავეკიდე, ამ „ნუ“-ს, ახლაც მიკვირს). 

სტალბერი გათამამდა.

– ხო, გეყო ახლა ტლიკინი... გაგვიცხელე ლობიო მე და აბესალომს და ღვინო როა ჩარჩენილი ბოცაში, ის მოგვიგელვე... პური კი აქვს აბესალომს...

ენაწყლიანმა მასპინძელმა გვარიანად შემიყოლია. პირველი ჭიქა მეძმარა, მეორე – ცოტა მეძმარა, მესამე და მეოთხე – გატკბა და დავცხეთ!

სახლში 5 საათის დაგვიანებით მივედი და... სამი პური მივიტანე. ვიცი, ეცოტავათ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, იმიტომ რომ, ჭკვიანები არიან და მიხვდნენ, ვერაფერს გამაგებინებდნენ. მეორე დღეს ისევ ავიღე 6 პური და რომ გამოვბრუნდი.

– ხოხ, სადაა, რომ მიიპარები შენ?! (უკვე „გამიშენდა“ სტალბერი). ვომში წასულებზე რომ მიმატოვე, კარგია მაგ? ამოდი ახლავე... ძმაკაცები არ ვართ?

– არა... ბოდიში... მეჩქარება, შევკადრე „დაძმაკაცებულს“.

– ხოხ, ჩემო მურმან ყრუ... გეკადრება?! ვომში დაღუპულები რომ მიმიტოვე სავსე ჭიქით? ახლავე ავიდეთ და ლობიო გვაქ კიდო, ღვთის წყალობით და ღვინოც არის კიდო. პური კი გაქვს შენ და რა გვინდა მეტი? 

სახლში ისევ პურებნაკლული მივედი და ცოლმა შენიშვნა (ყვითელი ბარათი) მომცა, შენ სადღაც „დაძვრები“, ბიძია (ახლა ბიძია!), თვარა, უმიზეზოდ პურად კალოირებს არ დააკლებდი ოჯახსო. 

მესამე დღეს დაკლაკნილად წავედი (ქუჩა-ქუჩა დავხლართე მარშრუტი), მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა. სტალბერი, იტალიელი მაფიოზივით, კორპუსის კუთხეში მელოდა.

– ხოხ, გეგონა დამისხლტი ხელიდან, ხომ? – დედა, რა უნდა გითხრა, აბესალომ ჩემო.

– რა? (ხეს და ქვას ეჩვევა კაცი და არ გამკვირვებია) არ მითხრა ახლა, კიდევ ავიდეთო.

– არა, მაგას არ გეტყვი, მარა, იცი, რა? წუხელ, სიზმარში ბებია ვნახე ჩემი – აგრაფინა ვასილიევნა, რა მითხრა, იცი? მე რატომ არ მადღეგრძელეთო – მაგან! არ იქნება სპრავედლივი, რო არ ვადღეგრძელოთ. ბებიაა, კაცო, ბაბუა კი არა, ბოლოს და ბოლოს! ის ლობიო კიდევაა და ღვინოც დარჩა იმდენი, რომ აგრაფინა ბებია ვადღეგრძელოთ მე და შენ, ჩემო კიაზო...

და... დავცხეთ და რომ დავცხეთ კიდევ ორი პური რომ შეეწირა აგრაფინა ვასილიევნას ხსოვნის სადღეგრძელოს. გულმოწყალე და კეთილ მასპინძელს გამოვემშვიდობე, კარში ვდგავარ, პალტოს ვიცვამ და ჩემს ყურს ასეთი დიალოგი მოსწვდა.

ცირა – ცოლი: კაცო, გაგიჟდი შენ?! ჩამისახლე ბარემ სახლში ეს ვინცხა ბომჟი... ხო, ხო... ჩაწერე ბარემ აქ!

– გაჩუმდი, ქალო, შენ! – აჩუმებს სტალბერი დაბალი, ხავერდოვანი ბარიტონით. რა იცი, ქალო, ცხოვრება შენ! რა იცი! არ იცი, რა დროა ახლა? მესამე დღეა კაცი უფასოდ გვაძლევს პურებს, პლუს კიდო, ის ამჟავებული ლობიო და აძმარებული ღვინოც გაგვისაღა. რა გინდა, ქალო, მეტი შენ?!

... მეოთხე დღეს სხვა მაღაზიაში წავედი.

 

скачать dle 11.3