ანეკდოტები
გარდაიცვალა მოხუცი‚ ძალიან მდიდარი ებრაელი. ნათესავებმა თავი მოიყარეს ნოტარიუსთან, რომელმაც ანდერძი უნდა წაიკითხოს.
„მე‚ ისაკ აბრამის ძე‚ საღ აზრზე მყოფი‚ ვაცხადებ‚ რომ სიკვდილის წინ მთელი ჩემი ქონება... დავხარჯე“...
***
კომპიუტერი – ეს ნამდვილი ბოროტებაა‚ მაგრამ‚ თუ გამორთავ‚ მაშინ აქტიურდება ორი ბოროტება – მაცივარი და ტელევიზორი.
***
– მოქალაქე‚ თქვენ არაფხიზელ მდგომარეობაში ხართ‚ მეტროში ვერ შეგიშვებთ.
– კარგი... ამბობენ იქ კიბე თავისით დადისო‚ მართალია?
– კი...
– ქვემოთ დიდი დარბაზია‚ სულ მარმარილოთი მორთულიო...
– დიახ...
– მატარებლები დადიან ბნელ გვირაბებშიო...
– მართალია... ჩამოსული ხართ?
– არა‚ თბილისელი...
– და მეტროში არასდროს ყოფილხართ?
– არ მიშვებთ და...
***
ამონაწერი პედიატრის სამედიცინო ჩანაწერიდან:
„2 წლის‚ მამრობითი. უჭირს მეტყველება‚ გაუგებრად წარმოთქვამს სიტყვებს – დედა‚ მამა‚ მაგრამ წაქცევის დროს გამართულად იგინება“.
***
„მამაკაცებო‚ თუ თქვენ მოგწონთ ქალი‚ ნუ კარგავთ დროს‚ ისინი არ ახალგაზრდავდებიან‚ სამაგიეროდ‚ ჭკვიანდებიან და თქვენი შანსებიც მცირდება“.
***
როდესაც შვილები ცალკე იწყებენ ცხოვრებას‚ მაშინვე იგებენ‚ რომ ისინი სულაც არ არიან ყველაზე ჭკვიანები‚ მათი მშობლები კი არც ისე უტვინოები ყოფილან.
***
– ექიმო‚ იქნებ მირჩიოთ პოზა‚ რომელიც დაფეხმძიმებას გამორიცხავს.
– მაგალითად‚ ქალი – საწოლზე‚ მამაკაცი – დივანზე.
***
მიდის ტიპი უდაბნოში. წყურვილი კლავს. ხედავს‚ შენობაა‚ იქ მეგრელი ზის.
– წყალი‚ თუ შეიძლება.
– წყალი არ მაქვს‚ სამაგიეროდ‚ ძალიან ლამაზი ჰალსტუხები მაქვს‚ აირჩიე...
– კაცი არა ხარ‚ რა დროს ჰალსტუხია‚ ვიხრჩობი‚ ერთი ჭიქა წყალი გექნება...
– არა მაქვს წყალი‚ ერთ კილომეტრში ჩემს ბიძაშვილს რესტორანი აქვს‚ იქ შეგიძლია წყლის დალევა.
ერთი საათის შემდეგ უკან მოხოხდა პირგამშრალი კაცი.
– მომეცი შენი დაწყევლილი ჰალსტუხი‚ შენი ბიძაშვილი რესტორანში უჰალსტუხოდ არ მიშვებს.
***
ქირურგმა კიდევ ერთხელ გასინჯა გასაწერად მომზადებული პაციენტი.
– მითხარით‚ როდის შემიძლია სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების დაწყება.
ექიმმა გაოცებული თვალებით შეხედა პაციენტს.
– რამე ისე არ არის? თქვენ ხომ მითხარით‚ რომ ყველაფერი კარგადააო?!
– კი‚ ყველაფერი კარგადაა‚ ოღონდ აქამდე, გლანდების ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის არასდროს დაუსვამთ ასეთი შეკითხვა.
***
– შენ ვერ ახერხებ ლაპარაკს? ფეხზე ვერ დგები? არ შეგიძლია ბოთლის გარეშე? – არ ინერვიულო‚ შენ ხომ ჯერ ექვსი თვის ხარ.
***
– თუ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება‚ ხელისუფლებაში ქურდები და მამაძაღლები მოვლენ...
– და თუ არ ჩატარდება‚ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან...
***
– ის ისეთია‚ ისეთი...
– მაინც როგორი ისეთი?
– თვითონ მიხვდები – დაინახავ და შარვალი მოგიჭერს.
– სად? წინ თუ უკან?
***
– ეკაკუშკები‚ გეხვეწები‚ დაბინდდება თუ არა‚ გარეთ არ გამოხვიდე... ამბობენ‚ ქალაქში მანიაკი გამოჩნდა‚ ხოცავს თურმე მეძავებს...
– და მე რა შუაში ვარ...
– არ დამამთავრებინე‚ ბოზებსაცო...
***
– რა აყვირებს ამ ჩვენ მეზობელს‚ მშობიარობს?
– არა ფეხმძიმდება...
***
გავიდა ქმარი სახლიდან დილაუთენია‚ კუს ტბაზე უნდა ირბინოს‚ ივარჯიშოს... მაგრამ გარეთ საშინელი ამინდია‚ ქარი ანგრევს ყველაფერს‚ წვიმამაც წამოუშინა. შებრუნდა სახლში და ცოლს საწოლში შეუგორდა.
– ეს შენ ხარ‚ საყვარელო?
– ჰო... აუ‚ რა საშინელი ამინდია!
– ჩემი დებილი ქმარი კიდევ სავარჯიშოდ და სარბენად კუს ტბაზე წავიდა...
***
– სამსახურიდან რომ წავიდე‚ რით ვიცხოვრო? თუ ვიმუშავებ‚ როდის ვიცხოვრო?
***
– საყვარელო‚ უცბად რომ მოვკვდე‚ მეორე ცოლს მოიყვან?
– არა, რას ამბობ‚ რა ცოლს?!
– ესე იგი‚ არ მოგწონს‚ ცოლიანი რომ ხარ?..
– არა‚ არა‚ მაგის თქმა არ მინდოდა‚ როგორ არ მომწონს...
– აბა‚ რატომ ამბობ‚ არ მოვიყვანო...
– ჰო‚ კარგი‚ მოვიყვან...
– და‚ აქ იცხოვრებთ?
– სხვაგან‚ აბა‚ სად?
– ამ საძინებელში დაიძინებთ?
– ალბათ...
– და ჩემი მანქანით ივლის?
– არა‚ იმას მართვის მოწმობა არა აქვს....
***
– შვილო‚ რატომ მოუყევი ყველას სპორტის მასწავლებელი რომ მათემატიკისას კოცნიდა.
– თვითონ მთხოვა... მითხრა: სანდრო‚ მანდ შენთვის რომ იცინი‚ ხმამაღლა თქვი‚ ჩვენც გაგვაცინეო...
***
– ღმერთო‚ მომეცი მოთმინება‚ ძალა... დასაწყისისთვის მილიონი დოლარი მაინც...