კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1803 წლის 18 იანვარს სახრჩობელაზე გარდაცვლილი ჯორჯ ფოსტერის სხეული მაშინვე გადაიტანეს პროფესორ ალდინის სახლში, რათა შეემოწმებინათ, პროფესორ ბიჯის ლუიჯი გალვანის მტკიცება იმის შესახებ, რომ ლითონის მავთულებით გვამის გაცოცხლება შეიძლებოდა. შედეგმა მოლოდინს იმდენად გადააჭარბა, რომ ამის მნახველ რამდენიმე ადამიანს გული გაუსკდა და იქვე გარდაიცვალა.

* „ჩემი შეხედულებით, ეს უზარმაზარი ძეხვია, უამრავი ხელსაწყოთი გამოტენილი ისე, რომ საითაც უნდა გადააფურთხო, აუცილებლად ხელსაწყოს მოხვდება“, – ასე აღწერდა ხრუშჩოვი წყალქვეშა ნავს.

* ჰავაელმა აბორიგენებმა ერთხელ ზედმეტი პატივისცემა გამოიჩინეს – კუკს მიართვეს ხორცი... დაღეჭილი.

* ტოკიოს კაფეში ფინჯან ყავაში 400 იენი უნდა გადაიხადოთ, თუმცა ითვლება, რომ ყავა უფასოა, თანხას თქვენ მიერ დაკავებულ ადგილში იხდით.

* მექსიკაში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთმა სიკვდილმისჯილმა მექსიკელმა ითხოვა, სასიკვდილო განაჩენი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ აღესრულებინათ. თუმცა, ეს აღარ დასჭირდათ... სიკვდილმისჯილი მატჩის ყურების დროს გარდაიცვალა.

* 2010 წლის ზაფხულში ვენის საქალაქო ადმინისტრაციამ, ევროპის ქვეყნებში ანომალიური სიცხის გამო, საცურაო აუზებში ახალი წესები შემოიღო – ებანავათ, რაც შეიძლება თხელი და მცირე ზომების ქსოვილით შეკერილი საცურაო კოსტიუმებით – აუზებიდან ზედმეტი წყალი რომ  არ „წაეღოთ.“

* იტალიელი მოქანდაკე – მაურიციო სავინი ქანდაკებების დასამზადებლად საღეჭ რეზინს იყენებს.

* მეთვრამეტე საუკუნის ევროპელი ქალბატონები დიდ ყურადღებას აქცევდნენ წარბებს... მისი გამომხატველობის გასაძლიერებლად თაგვის ბეწვს იყენებდნენ.

скачать dle 11.3