ელიტური პრივილეგია
ელიტური „პრივილეგია“
ალბათ, გგონიათ, რომ კაციჭამიობა და ინცესტი მხოლოდ საშინელი, პათოლოგიური გადახრების მქონე მანიაკებისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, საკმაოდ ცივილიზებულ ადამიანებსაც ჩაუდენიათ ასეთი საქციელი, თანაც, ძლიერთა ამა ქვეყნისათა...
დავიწყოთ სახელგანთქმული, ძველეგვიპტური პრინცესა ნეფერტიტისგან. ის თავისი ძმის, ეხნატონის ცოლი იყო. გაცილებით საინტერესო ისტორია შეემთხვა ფარაონ ტუტანჰამონის მეუღლეს. ტუტანჰამონი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა გაურკვეველი მიზეზით. ქვეყნის მმართველი გახდა ბიძამისი – აი. ფარაონის ტახტზე რომ ასულიყო, მას ცოლად ტუტანჰამონის ქვრივი უნდა შეერთო. პრობლემა ის იყო, რომ ნორჩი ანხესუნამონი აის შვილიშვილი გახლდათ. საწყალი დედოფალი შეეცადა, წინ აღსდგომოდა ბაბუასთან ქორწინებას, თუმცა უშედეგოდ. ბაბუამ მაინც შეირთო შვილიშვილი და ოთხ წელიწადში გარდაიცვალა...
დედოფალი კლეოპატრა ჯერ კიდევ პატარა დაინიშნა თავის უმცროს ძმაზე, პტოლემეოს მეცამეტეზე. მაგრამ ქორწინება რეალურად ფიქტიური იყო. და-ძმას სძულდა ერთმანეთი და ცალ-ცალკე იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის. ამ ტიპის ქორწინების მიზანი იყო – მმართველის ძარღვებში ჭეშმარიტად მეფური სისხლის ჩქეფა და პრესტიჟულადაც მიაჩნდათ.
ძველ რომშიც დიდ ცოდვად არ ითვლებოდა ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის ქორწინება. კალიგულა დასთან ცხოვრობდა. ნერონი – საკუთარ დედასთან, აგრიპინა უმცროსთან.
ევროპაში შედარებით ცივილიზებულები იყვნენ. მათ ცოლებად დეიდაშვილები და ბიძაშვილები მოჰყავდათ.
ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე დაქორწინდა თავისი დის ქალიშვილზე, ხოლო მათმა შვილიშვილმა – შარლ მეორემ ცოლად შეირთო თავისი ნახევარდა. საცოდავი შარლი გონებრივად ჩამორჩენილი გახლდათ, სწორეც ამ ინცესტური კავშირის შედეგად.
დრო ცვლის ნივთებს
სასწორი ფრიად საჭირო ნივთია. პირველი სასწორი, როგორც მოწყობილობა, ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს გაჩნდა. ის რკინისგან კუსტარული წესით იყო დამზადებული. ხელში ეჭირათ და შეიძლებოდა 5 კილოგრამი ტვირთის აწონა. სამშობლო იტალიაა.
1843 წელს გერმანიაში ტყვიისგან პირველი „თეფშებიანი“ დასადგმელი სასწორი ჩამოასხეს. შეიძლებოდა 7 კილოგრამამდე ტვირთის აწონა.
1965 წელს, მართალია, რკინის, მაგრამ მაინც მოდერნიზებული, პინებიანი სასწორი შეიქმნა საბჭოთა კავშირში – მძიმე, მაგრამ მაინც დახლისთვის განკუთვნილი. შესაძლებელი იყო 10 კილოგრამი ტვირთის აწონა.
2012 წელს – ანუ, ერთი წლის წინ, იაპონიამ სუპერმოდერნიზებული, მსუბუქი და ზუსტი სასწორი შექმნა. მასზე 15 კილოგრამის აწონა შეიძლება.